ფესტივალი “არტ-გენი” ხვალ სურამში გაიმართება

1 ივლისს სურამში ფესტივალი “არტ-გენი” გაიმართება. 14:00 საათიდან ბაიანთხევის პარკში წარმოდგენილი იქნება ქართული რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, რეგიონული ანსამბლების ფოკლორული კონცერტი და “შავფაროსნების” ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა. დღის ბოლოს ფესტივალი „ფრანის“ კონცერტით დასრულდება.

წელს ფესტივალმა სტარტი 28 ივნისს ბოლნისიდან აიღო. 3 ივლისს „არტგენი 2016“-ის რეგიონული ტურნე აჭარაში, ქობულეთის ამფითეატრში ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტით დაიხურება.

ფესტივალის დასკვნითი ნაწილი, თბილისის ტური, ტრადიციულად გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 10-17 ივლისს გაიმართება.

ფესტივალის დასკვნითი ნაწილი, თბილისის ტური, ტრადიციულად გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 10-17 ივლისს გაიმართება. რვა დღის განმავლობაში 12:00 საათიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა ხალხური რეწვის და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები. 19:00-22:00 საათამდე სხვადასხვა რეგიონის მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტები გაიმართება. 22:00 საათიდან კი მაყურებელი ანსამბლ „სუხიშვილების“, „ჩვენებურების“, ჯგუფ „რეგიონის“, „გამოუვალი მდგომარეობის“ „ფრანის“ რობი კუხიანიძის, „აუტსაიდერის“, ნინო ქათამაძის, „ინსაითის“ ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს კონცერტებზე დასწრებას შეძლებს.

ფესტივალი „არტ-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. 12 წლის მანძილზე “არტ-გენმა” მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.

„არტ-გენის“ დამსახურებით ფოლკლორულ ანსამბლებს თავის წარმოჩენის და განვითარების კარგი შესაძლებლობა მიეცათ, განსაკუთრებით რეგიონებში. ფესტივალმა ხელი შეუწყო ასევე ქართული რეწვის და სხვა ტრადიციული ქართული ხელობის განვითარებას. სწორედ ამ ფესტივალის წყალობით გაიცნო საზოგადოებამ დღეს უკვე ძალიან ცნობილი ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი, ჯგუფი და შემსრულებელი. ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანებით „არტ-გენმა“ წლების მანძილზე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ცოცხალი მუსიკის განვითარებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments