რუმინეთში შუმერულ– პრაქართველური დამწერლობა აღმოაჩინეს

1961 წელს სამეცნიორო წრეში არქეოლოგიური სენსაცია შემოიჭრა – მოულოდნელი არტეფაქტი  ტრანსილვანიაში, რუმინულ პატარა სოფელ ტერტერიაზე აღმოაჩინეს.

23300

რამ გააოცა მეცნიერები?

ტერტერიიდან  დაახლოებით 20 კმ–ში ტურდაშის ბორცვი მდებარეობს. მის შუაგულში დამარხულია ნეოლიტის პერიოდის მიწათმოქმედთა  ნასახლარი. გათხრების წარმოება ბორცვზე ჯერ კიდევ   XIX  ბოლოს დაიწყეს, მაგრამ დამთავრება ვერ მოასწრეს – დინებაშეცვლილმა წყარომ თითქმის მთლიანად გაანადგურა ნასახლარი.  უკვე მაშინ  მეცნიერების გაოცება  გამოიწვია ჭურჭლის ნატეხებზე დატანილმა პიქტოგრაფიულმა ნიშნებმა.  მსგავსი პიკტოგრამები ნაპოვნი იყო ტურდაშის დროინდელ ნეოლიტურ დასახლებაში  მაშინდელი იუგოსლავიის სოფელ ვინჩაში. მაშინ მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ ეს მეჭურლეთა რიგითი დაღი იყო. ხოლო 1961 წელს არქეოლოგებმა გათხრები უკვე ტერტერიის ბორცვზე დაიწყეს.

სამუშაოები  დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც  საბოლო  ფენის ქვეშ  ნაცრით ამოვსილი ორმო იპოვეს, მის ფსკერზე კი ძველებური  ღვთაებების პატარა ქანდაკებები, ზღვის ნიძარების სამაჯური და… თიხის სამი ფირფიტა, რომლებიც პიკტოგრამებით იყო დაფარული. იქვე  ადამიანის დანაწევრებული და დაბუგული ძვლები იყო.  როდესაც მღელვარება ჩაცხრა, მეცნიერებმა გულდასმით შეისწავლეს  თიხის ფირფიტები. ორ მათგანს მართკუთხედის ფორმა ქონდა, მესამე კი მრგვალი იყო. სამივეს ცენტრში მრგვალი ნახვრეტი ქონდა გაკეთებული. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ადგილობრივი თიხისგან იყვნენ დამზადებულები,  სიმბოლოები კი  მხოლოდ ერთი მხრიდან იყო დატანილი.

ძველი ტერტერიელების წერის ტექნიკა მარტივი აღმოჩნდა: პოკტოგრამას  სველ თიხის ფირფიტაზე  მწვეტი საგნით წერდნენ, შემდეგ კი გამოწვავდნენ ხოლმე.  საიდუმლო პიკტოგრაფიული ნიშნები ძალიან ჰგავდა ჩვენ წ.ა IV საუკუნის შუმერულ პიკტოგრაფიულ დამწერლობას. მსგავსი ფირფიტები მცირე აზიაში რომ აღმოეჩინათ, არავის გაუკვირდებოდა. მაგრამ ტრანსილვანიაში ასეთ რამეს მიკვლევას არავინ მოელოდა!

შუმერული დამწერლობა რუმინეთში

არქეოლოგებს კი კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა – ნაპოვნი ფირფიტები შუმერულ ფირფიტებზე ათასწლეულით ადრინდელი იყო! მართლაც გაუგებარი იყო თუ როგორ აღმოჩნდა 7 ათასი წლის წინ, ცნობილი ძველაღმოსავლური ცივილიზაციების მოშორებით, ამჟამად ყველაზე უძველესი დამწერლობა რუმინეთში?   1965 წელს გერმანელმა შუმეროლოგმა  ადამ ფალკენშტეინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ტერტერიაში ეს დამწერლობა შუმერების ზეგავლენის ქვეშ წარმოიშვა. ხოლო  სხვა მეცნიერი, მ.ხუდი ამტკიცებდა რომ ტერტერიის ფირფიტები საერთოდ არ წარმოადგენს დამწერლობას. მისი ვერსიით შუმერული ვაჭრები ოდესღაც სტუმრობდნენ ტრანსილვანიას და მათი ფირფიტების ასლები შექმნეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და მიუხედავად იმისა, რომ პოკტოგრამების აზრი არ ესმოდათ, წარმატებთ იყენებდნენ რელიგიურ წეს–ჩვეულებებში. ზოგი მეცნიერი კი ამ დამწერლობას კრიტეს უკავშირებდა. ყველა ეს თეორია მცდარი იყო იმიტომ, რომ ტერეტერულ ფირფიტებს  შუმერულებთან   ათასწლეული აშორებდა, კრეტას კულტურასთან  კი – 2 ათსი წელი.

1

პირველ მართკუთხედ ფორფიტაზე გამოსახულია  ორი ვაცი, მათ შორის კი თავთავი. მეორე ფირფიტა შვეული და თარაზული ხაზებითაა დასერილი და თვითოეულ მონაკვეთძე სიმბოლური გამოსახულებებია. ეს გამოსახულებები საოცრად ჰგავს მცირე აზიაში, ჯემდედ–ნასრეში  ნაპოვნ რიტუალურ ჭურჭელზე დატანილ ნახატებს. მათ შორისაა მორიელი, თევზი, თიკანი და სხვა ტოტემი. ტერტერიის და ჯემდედ–ნასრის ტოტემთა და მათი თანმიმდევრობის დამთხვევა შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს. მეცნიერები მიხვდნენ, რომ ხელთ ტერტერიის დამწერლობის გაშიფრვის ერთგვარი გასაღები ეკავათ. მიხვდნენ რა, რომ წარწერები საათის ისრის საწინააღმდეგოდ, შუაგულ ნახვრეტის ირგვლივ უნდა წაეკითხათ. რუსი შუმეროლოგის ა. კიფშინის დასკვნით ტერტერიის ფირფიტები ადგილობრივი დამწერლობის ფართოდ გავრცელებული სისტემის ნაწილია, რომელიც ემთხვევა როგორც ჯემდეთ–ნასრის წარწერებს, ასევე უნგრული კულტურის კერეშის სამარხში ნაპოვნ ბეჭედს.  ფირფიტაზე ტექსტი შემდეგნაირად ამოკითხეს: „მეფობის მეორმოცე ჟამს ღვთაება შაუეს ბაგეებისთვის რიტუალის თანახმად უხუცესი დამწვარ იქნა. ის მეათეა.“  წარწერის სინამდვილეს ადასტურებს ორმოში ნაპოვნი მამაკაცის დამწვარი გვამის ნაწილები. თანაც ღვთაება შაუე შუმერული ღვთაება უსმუს იდენტურია.

მრგვალ ფირფიტაზე გამოსახულია ხაზებით გამიჯნული ნიშნები, თითოეულ კვადრატში ასოთა რაოდენობა მცირეა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტერერტიის დამწერლობა, ისევე, როგროც ძველი შუმერული დამწერლობა იდეოგრაფიული იყო და გრამატიკული ნიშნები არ გააჩნდა. წრაწერა ასე გადაითარგმნა : „ ღვთაება შაუეს ხატების ოთხი მდედრი მმართველის მიერ  ღრმა გონების უხუცესი მარტოა დამწვარი.“

აქ კვლავ თავს გვახსენებს ჯემდეტ–ნასრის წარწერები, სადაც ჩამოთვლილია მთავარი დები–ქურუმების სია, რომლებიც ოთხ ტომთა ჯგუფს მეთაურობდნენ. შესაძლოა ასეთივე მმართველი ქალი–ქურუმები ტერტერიაშიც იყვნენ. როგორც ჩანს, ფირფიტაზე ასახულია ინფორმაციცა უხუცესი ქურუმის დაწვის რიტუალის შესახებ, რომელმაც უკვე დაასრულა მსახურება.

პრაქართველური კვალი

ვინ იყვნენ ძველი ტერტერიის მაცხოვრებლები, რომლებიც შუმერულად წერდნენ ჩვ. წ.ა. V საუკუნეში, როდესაც შუმერი ჯერ საერთოდ არ არსებობდა? პრაშუმერები? ზოგიერთი მკლევარი მიიჩნევს, რომ პრაშუმერები პრაქართველებს ჩვ. წ. ა.   XV-XII ს.ს. გამოეყვნენ და ქურთისტანში გადავიდნენ. მაგრამ როგორ გადასცეს მათ საკუთარი დამწერლობა სამხრეთ–აღმოსავლეთი ევროპის ხალხებს?

მეცნიერებს მყისვე ტურდაშის ბორცვზე და სერბულ ვინჩში ნაპოვნი ჭურჭლის ნამსხვრევები გაახსენდათ, რომელიც  საოცრად ჰგავდა ტერტერიის დამწერლობას. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ტერტერიის დამწერლობა ჩვ. წ. ა.  VI –Vს. ს.  გავრცელებულ ვინჩის ბალკანური კულტურის დამწერლობის შემადგენელი ნაწილი იყო.  ვინჩანის კულტურის ადრეული პერიოდის დიდ სარიტუალო დოქზე გამოსახული საკერპო ძალიან ჰგავს შუმერების ბომონს. შემთხვევითობაა? მაგრამ ეს ორი საკერპო 20 საუკუნითაა დაშორებული ერთი მეორისგან!

img.php

აღმოჩნდა, რომ ბალკანეთის უძველესმა მოსახლეობამ  მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მცირე აზიის კულტურაზე, რასაც კერამიკაზე დატანილი პიკტოგრამებიც ადასტუებენ. ვინჩანის დამწერლობის თითქმის იდენტური ნიშნები ლეგენდარულ ტროაშიც აღმოაჩინეს (ჩვ. წ. ა. III ს.) ამავე პერიოდის  მსგავსი პიქტოგრაები  მცირე აზიის სხვა რაონებშიც გვხვდება. ძველი კრეტას პიკტოგრამული დამწერლობაც შორეულად ვინჩის დამწერლობის შემცველია.

ცნობილია, რომ ბალკანური კულტურის წარმომადგენლები ჩვ. წ. ა. V ს.  მცირე აზიის გავლით შეიჭრნენ ქურთისტანსა და ხუზისტანში, სადაც იმ დროს პრაშუმერები დამკვიდრდნენ. ამ დროსვე  იქ აღმოცენდა პროტოელამური პიკტოგრაფიული დამწერლობა, რომელიც ერთნაირად მიახლოვებულია შუმერულ და ტერტერიულ დამწერლობას.

შუმერული დამწერლობის შიდა განვითარების კანონების შესწავლა გვიჩვენებს, რომ ჩვ. წ. ა.  IV  ს. პიქტოგრაფიული დამწერლობა როგორც სისტემა განვითარების კი არა, დაშლის სტადიაში იმყოფებოდა.  ე.ი. შუმერები (ასევე როგორც ბაბილონელები) მხოლოდ კარგი მოწაფეები იყვნენ და პიკტოგრაფიული დამწერლობა ბალკანელი ხალხებისგან გადმოიღეს და შემდგომში განავითარეს და ლურსმნულ დამწერლობად აქციეს. თუმცა ტერტერიის ფირფიტების საიდუმლო ბოლომდე ამოხსნილია  არაა, ზუსტი პასუხი მეცნიერებს  ჯერჯერობით  არ  აქვთ…

http://earth-chronicles.ru/news

image_pdfimage_print

Comments

comments