ლეონიდ ჩერნოვეცკის პასტორს თაღლითობაში სდებენ ბრალს

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის  დამოუკიდებელი კანდიდატი სახით ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობისთვის იბრძოლებს.  2015 წლის დეკემბერში კიევის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ შექმნა პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა მიმდინარე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მან პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა.
Картинки по запросу черновецкий и аделаджа„გადავწყვიტე, საპარლამენტო არჩევნებზე ქობულეთის ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარვდგე! თუმცა პოლიტიკურ პარტიაზე უარი არ მითქვამს და არც არასდროს ვიტყვი! პარტია აუცილებლად იარსებებს და ის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებს!.. მაგრამ ამ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის წარდგენა ვერ გადავწყვიტე, რადგან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ისეთი ათი კანდიდატიც კი ვერ ვიპოვე, რომლებიც საქართველოს კანონების შეცვლასა და მათ გაუმჯობესებას შეძლებდნენ!“ — წერს ჩერნოვეცკი თავის გვერდზე სოციალურ ქსელში. ჩერნოვეცკის განცხადებით, მან კენჭისყრა ქობულეთში გადაწყვიტა, რადგან აქ უკვე ხუთი წელია ცხოვრობს.
საგულისხმოა, რომ კიევის ყოფილი მერი  უკრაინაში  საკმაოდ ოდიოზური და გავლენიანი ნეოორმოცდაათიანელთა სექტის “ღვთის საელჩო” აქტიური წევრია. სექტის ლიდერი აფროამერიკელი სანდეი ადელაჯა  საჯაროდ აცხადებს, რომ  ურთიერთობა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასთან. მა ასევე მჭიდრო კავშირი აქვს აშშ–ს სახელისუფლებასთან. ასე,  სანდეი ადელაჯამ აშშ-ში  ერთერთი კონგრესის სხდომის გახსნის წინ ამერიკას ლოცვა მიუძღვნა. ლეონიდ ჩერნოვეცკი მის რჩევებს წლების განმავლობაში ითვალისწინებდა და რელიგიურ შეკრებებზეც ხშირად გამოდიოდა.  “მე შემიძლია ნებისმიერი მინისტრი წავკუზო, მაგრამ თუ ეკლესიიდან გამომაგდებენ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი დანაკარგი”– განაცხადა ჩერნოვეცკიმ ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე. ქარიზმატული ეკლესიის დამფუძნებელი, სანდეი ადელაჯა ჩერნოვეცკიმ  1996 წელს  გაიცნო , ხოლო  1997 წლის 16 ივლისს კი უკრაინის საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა” დააფუძნა.  სწორედ მისი ფილიალი შექმნა მან ქობულეთში 2012 წლის 12 აპრილს. ამა წლის მარტში უკრაინაში პასტორთა და ხუცესთა გამართულ კრებაზე ადელადჯამ  განაცხადა, რომ დიდი ხნის მანძილზე მრუშობის ცოდვაში ცხოვრობდა და დამსწრე  პირთა წინაშე  დანაშაული მოინანია, რის შემდეგ ის  ეკლესიიდან განკვეთეს და მსახურება აუკრძალეს. ადელაჯა უკრაინის დატოვებას აპირებს, თუმცა  მის მიმართ წარმოებული სასამართლო პროცესების გამო ყოფილი პასტორი ქვეყანას ჯერჯერობით ვერ დატოვებს.  ლეონიდ ჩერნოვეცკი და სანდეი ადელაჯა რამოდენიმეჯერ დაადანაშაულეს ფინანსურ მაქინაციებსა და ფულის გათეთრებაში, რისთვისაც ისინი სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს იყენებდნენ.  ამჯერად სანდეი ადელაჯას სამშენებლო კომპანია  Кing’s Capital –ის საქმესთან დაკავშირებით თაღლითობაში სდებენ ბრალს.
Картинки по запросу черновецкий и аделаджаუკრაინული მასმედიის ცნობით,  ჩერნოვეცკის უკრაინაში აღარ ჩაესვლება, რადგან  ეშინია, რომ დაიჭერენ, მითუმეტეს ახლა, როცა უკრაინის მერად  მისი დაუძინებელი მტერი ვიტალი კლიჩკო  აირჩიეს, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა ჩერნოვეცკის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას. ვიკიპედიის მიხედვით, ჩერნოვეცკის 2011 წლამდე ინტერპოლი ეძებდა, თუმცა 2014 წელს ძებნილთა სიიდან ამოიღეს. როგორც უკრაინელი ჟურნალისტები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ,  ჩერნოვეცკიმ საქართველო საცხოვრებლად იმიტომ აირჩია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ექსტრადაციაზე ხელშეკრულება არ არსებობს.  2014 წელს, თავისი 80 მილიონით ჩერნოვეცკი  ყველაზე მდიდარი უკრაინელების ტოპ ასეულში შევიდა.

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments