გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უზბეკეთის პრეზიდენტის, ბატონ ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების გამო. ბატონი ისლამ ქარიმოვი ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა ქვეყანას და მისი ლიდერობით უზბეკეთმა მნიშვნელოვან განვითარებას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასა და კეთილდღეობას მიაღწია. მინდა ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და უზბეკი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ისლამ ქარიმოვის სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ისტორიაში.” – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის  ოფიციალურ განცხადებაში.

უზბეკეთის პრეზიდეენტის, 78 წლის პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შესახებ ქვეყნის მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივი განცხადება დღეს  გაავრცელა.  განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი დაკრძალვა სამარყანდში 3 სექტემბერს გაიმართება. ქარიმოვის სიკვდილის მიზეზად ინსულტია დასახელებული.

 

image_pdfimage_print

Comments

comments