ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ფლამინგო ესტუმრა

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე განათავსა  ვიდეორგოლი, სადაც ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე  შემოფრენილი ფლამინგოა აღბეჭდილი.

ფლამინგოს გუნდის მიგრაციის მოწმენი გახდნენ ეროვნული პარკის თანამშრომლები და სტუმრები.

რეინჯერებს ფლამინგოები ადრეც შეუნიშნავთ, მაგრამ ეს უჩვეულო ფრინველები ძალზე უფრთხიან ადამიანთან კონტაქტს, სავარაუდოდ, ამიტომაც დღემდე არავის საქართველოში არ აღუბეჭდავს ისინი ფოტო ან ვიდეოფირზე.

რეინჯერების თქმით, ვიდოერგოლზე  ფრინველს რუხი ფერის შეფერილობა  მცირე ასაკის გამო აქვს – ვარდისფერი  ბუმბული მხოლოდ ზრდასრულ ფრინველებს ახასიათებს.

ჯავახეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიებზე გადის ფრინველთა მიგრაციის ერთერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთერთი ყველაზე თბილი და პატარა ტბა. მისი სიღრმე 80 სმ შეადგენს, ხოლო ანკარა წყალი ფრინველებს თევზების დაჭერაში უწყობს ხელს.

image_pdfimage_print

Comments

comments