ყაბარდო–ბალყარეთში ე.წ. გრძელთავიანი ადამიანის სამარხი აღმოაჩინეს

ყაბარდო–ბალყარეთის ს. ზაუკოვოსთან, „ ნარტების სასაფლაოს“ ტერიტორიაზე არქეოლოგებმა გრძელთავიანი ადამიანების სამარხები აღმაჩინეს. თავდაპირველად 16 წლის გოგონას საფლავი ნახეს, ეს სარმატული სამარხია, რომელიც ჩვ. წ. III-IV ს.ს. თარიღდება. მას კარგად აქვს შენახული თავის ქალა და კბილები. მეორე სამარხში აღმოჩენილი მამაკაცის ნეშტის შესწავლა გრძლდება, რადგან ძვლები ძალიან არის დაზიანებული. გრძელთავიანი ადამიანების სამარხები ორი წლის წინ სოფლის ქვემოთაც აღმოაჩინეს – სოფელ კენდელენის მარჯვენა მხარეს.

Захоронения яйцеголовых людей найдены в КБР

ჯერ კიდევ ცნობილი ექიმი ჰიპოკრატე, ზოგიერთ ხალხებში არსებულ უჩვეულო წესზე საუბრობდა, რომლის მიხედვით ახალშობილს თავისქალას სპეციალური სახვევებით უხვევდნენ და ხელოვნურად აძლევდენენ მოგრძო ფორმას. ჰიპოკრატეს თქმით, მოგვიანებით ეს წესი საჭირო აღარ იყო, რადგან გრძელთავიანი ბავშები უკვე ბუნებრივად იბადებოდნენ.

კონსტანტინე ჩხეიძე, რომელსაც ყაბარდოს შესახებ უამრავი წიგნი აქვს დაწერილი („პრომეთეს ქვეყანა;“ „მთის პატარძალი;“ „მოგზაური აღმოსავლეთიდან“ და ა.შ.) თავის დროზე წერდა, რომ ყაბარდოს ისტორია უძველეს მოვლენებს უკავშირდება: ძველ ყაბარდოულ ლეგენდებში ნახსენებია ფარაონების დროინდელ ეგვიპტესთან იდუმალი კავშირი. ეს საკითხი ჯერ კიდევ გამოსაკვლევია, თუმცა ცნობილია, რომ ყაბარდოს მთებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს სამარხებში ნაპოვნი იყო გრძელთავიანი ადამიანების ნეშტები, ასევე სკარაბეის გამოსახულება. ამგვარი თავისქალის ფორმა ხელოვნურად არის შექმნილი – ახალშობილის თავს სპეციალური წესით ადებდნენ სახვევებს. რამდენადაც ვიცით, თავისქალის მსგავსი ფორმა დედამიწაზე მხოლოდ ორ ადგილას გვხდება – ეგვიპტესა და ყაბარდოში.“ – მიაჩნია კონსტანტინე ჩხეიძეს.

სკარაბეი – ეს ხოჭო ძველ ეგვიპტეში წმინდა არსებად ითვლებოდა, მისი გამოსახლება გვხვდება მზის კულტის საგნებში, თილისმებსა და სამკაულებში. ყაბარდოში ნაპოვნი მსგავსი ნივთები რესპუბლიკის ეროვნულ მუზეუმში ინახება. აქვე დაცულია გრძელი ფორმის თავისქალები. სხვათაშორის, ამგვარი თავისქალები დედამიწის სხვა კუთხეებშიც გვხდება. მაგალითად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ინდიელების ტომებში ამგვარი პრქატიკა მიღებული იყო, ხოლო მაიას ტომში ის ბოლო დრომდეც არსებობდა.

Картинки по запросу длинноголовые люди в Кабардино-Балкарии

არქეოლოგი ისმაილ მიზიევი წერდა, რომ ყაბარდოში ოდესღაც მიწისქვეშა სამარხების დიდი სასაფლაო იყო. „ მდინარე მალაკას მახლობლად, გზასთან დიდი სასაფლაო იყო, რომელიც ქვების ფილებით მოპირკეთებული ან და მიწისქვეშა სამარხებისგან შედგებოდა. ეს სასაფლაო Ѵ–ѴІІ ს.ს. თარიღდება. სამარხებში ნაპოვნი ადამიანთა მოგრძო ფორმის თავისქალები ხელოვნურად დეფორმირებული იყო. ჩრდილო კავკასიის, ვოლგისპირეთისა და აზოვის მიდამოებში მცხოვრებ ტომებში არსებობდა თავისქალის დაგრძელების პრქატიკა, რომელმაც VII საუკუნემდე არსებობდა. 1968 წელს ქ. ტირნიაუზთან მიწისქვეშა სამარხში ჩვეულებრივი და გრძელთავიანი ადამიანების ნეშტი აღმოაჩინეს.

რისთვის იყო საჭირო თავისქალის ხელოვნურად დაგრძელება, მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს. როგორც თანამედროვე მედიცინამ დაამტკიცა, ხელოვნურად დაგრძელებული თავისქალით ადამიანები დიდხანს არ ცოცხლობენ. მეტიც, ასეთ ადამიანებს გამუდმებული თავის ტკივილი აწუხებს, ისინი არაადეკვატურები ხდებიან და, ასე ვთქვათ, მომავლის ხედვის უნარი უჩნდებათ. შესაძლოა, ეს არის ამ საკითხის პასუხი. როდესაც ტვინის არაბუნებრივ მდგომარეობაში ყოფნის შედეგად ადამიანის ცნობიერება ახალ რეალობაში ხვდება. მეცნიერები ადასტურებენ, რომ თავისქალას ფორმის შეცვლა ტვინის ქერქის სხვადასხვა სფეროებზე ახდენეს ზეგავლენას და ადამიანის უნარების ცვლილებას იწვევს. ამიტომ, შესაძლოა თავისქალის დეფორმაციის წყალობით ძველი ტომები ე.წ. წინასწარმეტყვლთა კასტას ქმნიდნენ.

image_pdfimage_print

Comments

comments