მეცნიერებმა არქტიკაში ნაცისტების ბაზა აღმოაჩინეს

Фашистских боеприпасов на островах Земля Александры, Россияნაცისტების მეტეოროლოგიური ბაზა მეცნიერებმა ალექსანდრას კუნძულზე, ჩედილოეთ პოლუსისგან ათასი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. აქამდე ბაზის შესახებ დანამდვილებით ცნობილი არაფერი იყო, ის მხოლოდ რამოდენიმე წერილობით წყაროში იყო ნახსენები. ბუნკერის ნანგრევებში 500 მეტი ნივთი იპოვეს, მათ შორის  ბენზინის კანისტრები, კარვების ნაგლეჯები, ფეხსაცმელი ზედ დატანილი ნაცისტური სიმბოლიკით, ტყვიები და თვით ნაცისტების პირადი საბუთებიც კი.  კუნძულზე არსებული კლიმატის წყალობით ყველა ნივთი კარგად შეინახა.

ბაზა სავარაუდოდ 1942 წელს ჰიტლერის პირადი ბრძანებით ააგეს. გერმენელებმა მეტეოსადგური 1944 წლის ივლისში დატოვეს, მას შემდეგ, რაც თანამშრომელთა  ნაწილი დასნეულდა, რადგან თეთრი დათვების უმ ხორცს იყენებდნენ საკვებად. ყველა აღმოჩენილ ნივთს მეცნიერები შეისწავლიან და შემდეგ საჯაროდ გამოფენენ.

 

Daily Express

image_pdfimage_print

Comments

comments