"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა"


volskiრუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა, რადგან პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესესებს უპირისპირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, პუტინს დაპყრობითი პოლიტიკა აქვს და მისი ხედვაც ასეთია.

„პუტინი თავის გარშემო პოლიტიკის განხორციელებას არ დაუშვებს საკუთარი ნების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მე როგორც ერთ დეპუტატს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს თუკი საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ნატო-ში სურს გაწევრიანება, ეს განვითარება აგრესიული მიმართულებით არავისკენ არ მოხდება. ერთადერთი, რაც ჩვენი მისწრაფებაა, ვიყოთ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებით გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა არ შეეხოს საქართველოს ის აგრესია, რაც ჩვენ დღევანდელ ჩრდილოვან მეზობელს გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.

1tv.ge




თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 სამიტი გაიხსნა


samit, konferenciaდღეს თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიებას სასტუმრო „რუმსი“ მასპინძლობს.

გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “პარლამენტის დღე”, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის. სხვადასხვა ქვეყნის მოდერატორებთან ერთად, დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ საკანონმდებლო ჩართულობის პრაქტიკაზე. სამიტთან დაკავშირებით საქართველოში მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ჩამოვა, სადაც ის სიტყვით გამოვა.

ღია მმართველობის პარტნიორობა მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქვეყნისმართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.

2017 წლიდან საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანაა. ღონისძიება 19 ივლისამდე გაგრძელდება.




„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადაა “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს


Картинки по запросу шахтаსაქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს, 04:50 საათზე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.  “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე, ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

აქედან გამომდინარე, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს” – აღნიშნულია “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” განცხადებაში.

newposts.ge




ჰელსინკში აშშ-სა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ


ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ეს ამერიკის და რუსეთის ლიდერების პირველი სრულფორმატიანი მოლაპარაკებებია. ცოტა ხნით ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შესახვედრად „დაბალი მოლოდინები“ აქვს.

შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა გაანცხადა, რომ მხარს უჭერს ტრამპთან კონტაქტებს, დონალდ ტრამპმა კი რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებულად ჩატარება მიულოცა.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა   “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აშშ–ს  წინა მმართველების უგუნურობის გამო ამჟამად მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთობა ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, რაც კი ოდესმე ყოფილა.

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებით კი  დადგა დრო, დონალდ ტრამპთან მსოფლიოში არსებული მრავალი მტკივნეული წერტილი განიხილოს.

„სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა აქ, ფინეთის სტუმართმოყვარე მიწაზე, ჰელსინკიში. ჩვენი მუდმივი კონტაქტები გრძელდება. წინა თვეებში  ვისაუბრეთ ტელეფონით და რამდენჯერმე შევხვდით სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში. დადგა დრო დეტალურად ვისაუბროთ  ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მსოფლიოში სხვდასხვა მტკივნეულ წერტილზე, რომელიც საკმარისად ბევრია იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

სააგენტო როიტერის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ესაუბრა. მედიასაშუალების ცნობით, საუბარი რუსეთისა და სირიის საკითხებს შეეხო.




პარლამენტმა შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად აირჩია


Похожее изображениеსაქართველოს  პარლამენტმა  მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე  აირჩია. მისი კანდიდატურა  აღნუშნულ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭომ წარადგინა.

„დღეს პარლამენტმა 101 ხმით დაამტკიცა მთავარი პროკურორის და შემდეგ უკვე გენერალური პროკურორის პოსტზე ბატონი შალვა თადუმაძისკანდიდატურა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. შალვა თადუმაძე არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, მას აქვს შესაბამისი გამოცდილება, განათლება, კვალიფიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან წარმატებული მთავარი პროკურორი და ნოემბრის შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული გენერალური პროკურორი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მთავარი პროკურატურის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას და არსებობს მოთხოვნები კონკრეტული მიმართულებებით უწყების საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.




სეს–ი საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობას ამოწმებს


Картинки по запросу дыни и арбузыსურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზამთროსა და ნესვში ნიტრატები შემცველობაზე სარეალიზაციო ბაზარზე კვლევას ახორციელებენ.

მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში, მსხვილ  ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში.

ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა, დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება.

სულ წლის განმავლობაში დაგეგმილია 70 -მდე ნიმუშის აღება.

ნიტრატების შემცველობაზე კვლევა ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის მონიტროინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.

ეკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალიამ სეზონური პროდუქტების დაბინძურების თემაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა.ექსპერტმა ის სეზონური პროდუქტები დაასახელა, რომლებშიც ნიტრატები დაშვებული ნორმის მაქსიმუმს სამჯერ აღემატება. ეს პროდუქტებია საზამთრო და ნესვი.




საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა


margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტმა ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახს მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში. უკვე რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.

აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა. ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა.

მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი.

დღეს ისევ რჩება მთავარი კითხვაა – შესაძლებელი იქნება თუ არა, მინდელის შახტაში უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელება? ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული“, – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა იტალიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერმონია და ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება.

პრემიერი-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ასევე, სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ტყიბულის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.




ქართულ ქვევრს 3D ტექნოლოგიით დაამზადებენ


Картинки по запросу ქვევრიპროექტ qvevri.xyz – ის ავტორებმა იპოვნეს ტექნოლოგია, რომელიც ქვევრს 3D-ში აშენებს. მომავალში, პროექტის ავტორებს სურთ, საქართველოში  3D აპარატი ჩამოიტანონ და აქ დაიწყონ ქვევრების წარმოება. ავტორებმა 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი პირველი ქვევრის პროტოტიპიც შექმნეს.

„ 8 000 წლიანი ტრადიციული კულტურა არ გვინდა რომ დაიკარგოს, ამიტომ ერთ-ერთი მსჯელობისას ვიფიქრეთ, რომ აუცილებლად იქნებოდა რაიმე ახალი გზა ქვევრის შენების და მივედით აზრამდე, რომ ხომ არ შევქმნათ პროტოტიპი 3D -ში. როგორც აღმოჩნდა რეალურია, რადგან 3D -ში შექმნილი საბოლოო ქვევრის ვარიანტი, დადებითი მახასიათებლებით იდენტურია ტრადიციულ ქვევრთან. რაც ყველაზე მთავარია, 3D-ში შექმნილ ქვევრს მოხსნილი აქვს ცუდი მახასიათებლები, რაც ტრადიციულს ახასიათებს, მაგალითად, ძველი ქვევრი 10 -დან 5 მაინც ტყდება. 3D-ში შექმნილი ყველა მყარია და ამის შანსი ნულამდეა დასული, რადგან გამოწვის პროცესი უზრუნველყოფილია ავტომატიზებული ღუმელით, პროცესის მაღალი სიზუსტითა და ტემპერატურის მკაცრი კონტროლით. ამიტომ ამ ტექნოლოგიით დაბეჭდილი ქვევრი უფრო მდგრადია.

ჩვენი მთავარი მიზანია ქვევრი იყოს ისეთივე მარტივი საყიდელი, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რადგან კარგი ქვევრი გახდა დეფიციტური და ძნელად ხელმისაწვდომი, რის გამოც, ქვევრის შეძენის მსურველებს თვეობით უწევთ რიგში დგომა და ლოდინი. გვინდა, რომ ეს ტრადიცია არ დავკარგოთ და ამით ქვევრის გადარჩენის ახალი გზა მოვნახეთ“ – აცხადებს BM.GE -სთან პროექტ QVEVRI.XYZ-ის ერთ-ერთი ავტორი, ნიკა გუჯეჯიანი.

3D -ში ქვევრზე მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და პირველი პროტოტიპიც შექმნილია. ავტორებმა ჯერ არ იციან ახალი ტექნოლოგიით შექმნილ ქვევრს გაყიდვაში როდის ჩაუშვებენ.

bm.ge




საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტიების წევრებს შეხვდა


Фото Giorgi Margvelashvili.საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიების წევრებთან გამართა.

საქართველოს პრეზიდენტი საბჭოს დამოუკიდებელ, უფრაქციო წევრებს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილს უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები საბჭოში წარმოდგენილი ფრაქციების წევრებთან, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან.

საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში დღეს დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს თორნიკე რიჟვაძესაც შეხვდება.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ წარმოდგენილია ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატურა. შეიძლება, რაღაც მოსაზრება კიდევ წარმოადგინონ. მოვისმენ მათ კანდიდატურებს, თუ იქნება ასეთი გავესაუბრები. ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებულია იმ პარტიის მიერ, რომელიც არის უმრავლესობაში. დასახელებულია და დახასიათებული არის კიდევაც. ბუნებრივია, უნდა გავესაუბრო იმ ადამიანსაც, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, ასეთივე ლოგიკით გავესაუბრები სხვა კანდიდატებსაც, თუ იქნება და შესაბამისად, მე უხერხულობას იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს გავესაუბრო, ვერ ვხედავ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი რჩება აჭარაში და გამოთქვამს მზადყოფნას, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები მოისმინოს, მათ შორის მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძეს შეხვდეს. გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის სურვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა თავად გამოთქვეს. დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით“ განსაზღვრული პროცედურების თანახმად,საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.




ნოემბრიდან ტაქსების უნებართვო საქმიანობა დასჯადი იქნება


Картинки по запросу taxiდედაქალაქის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით პირველი ნოემბრიდან ტაქსების უნებართვო საქმიანობა დასჯადი იქნება, თუმცა ტაქსების კომპანიებს რეგულაციები არ უწესდებათ.

„ტაქსების კომპანიებისთვის არანაირი რეგულაციები არ დგება. რაც შეეხება ზოგადად, ტაქსების რეგულირებას და სატრანსპორტო პოლიტიკას, მომავალ კვირას გვექნება სრულმასშტაბიანი პრეზენტაცია, თუ რას ვგეგმავთ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან ჭრილში განხილვის თვალსაზრისით. რაც შეეხება ტაქსების რეგულირებას, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უკვე ძალაშია შესული და პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობა იქნება დასჯადი.

ამჯერად, უკვე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი კვირის ბოლოს საკრებულოში განსახილველად გავაგზავნით იმ დოკუმენტს, რომელიც განვიხილეთ ტაქსების კომპანიების, ბიზნესს ომბუდსმენისა და შესაბამისი პროფკავშირების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელიც განსაზღვრავს ტაქსების რეგულირების პირველ ეტაპს, განებართვიანებას მარტივი ფორმით. დაახლოებით 50-დან 100 ლარამდე ეღირება ჰიბრიდულ და ჩვეულებრივ ავტომობილებზე ერთჯერადი ტაქსის ნებართვა, რომელიც მძღოლმა მუდმივად თან უნდა იქონიოს. იქნება ნულოვანი განაკვეთი ელექტროავტომობილებისთვის. მძღოლის ვალდებულება იქნება, რომ ავტომობილზე განათავსოს ყვითელი მანიშნებელი ნიშანი სახურავის შუა ნაწილზე და აუცილებლად, ამავე ეტაპზე იქნება ცნობილი, თუ რა მოეთხოვებათ მძღოლებს უკვე 2019 წლის ბოლოდან, ვსაუბრობ ერთიან ვიზუალსა და მარჯვენასჭიან ავტომობილებზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.