ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდა


Картинки по запросу laris kursiსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8555 ლარი შეადგინა.

კურსი,რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8513 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.42 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2210 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი3.2094 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.16 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5000 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდაფუნტი და 3.5862 ლარი ეღირება.

10 ივლისს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება რუსეთის ფაქტორს და ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას დაუკავშირა.  ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან 4 თეთრით გაუფასურდა.




"ოსი ელჩების მისიას სანქტ–პეტერბურგში 270 წელი უსრულდება, საქართველოს ნაწილი არ ვიქნებით"


Картинки по запросу Дмитрий Медоевოკუპირებული ცხინვალის დე–ფაქტო მთავრობის განცხადებით,  ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში აღარასდროს დაბრუნდება.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევმის თქმით ,  ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საქართველოში მათ დაანახა, რომ საბჭოთა ხალხისთვის „მზიური საქართველო“ აღარ არსებობს.

“ის 1990 წელს დამთავრდა, როდესაც ხელისუფლებაში ახალი ქართველი ნაციონალისტები მივიდნენ. სტერეოტიპი, სახელწოდებით “მზიური საქართველო”, რომელსაც საბჭოთა კავშირის და ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეებიც იყენებდნენ, გაქრა. ნიღბები ჩამოხსნილია. ქართული სტუმართმოყვარეობის მითიც, რომელიც საბჭოთა კინემატოგრაფმა შექმნა, დამსხვრეულია. სკეპტიკოსებისთვისაც კი საბოლოოდ გახდა ნათელი, რომ სამხრეთ ოსეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი. ნაცისტებისა და ჩვენი გზები გაყრილია“, – აღნიშნა მედოევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

მედოევის თქმით, რუსეთთან კავშირი ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ არჩევანს ღრმა იატორიული ფესვები გააჩნაია.

“წელს  ოსი ელჩების  პირველ მისიას სანქტ–პეტერბურგში 270 წელი უსრულდება, ზუსტად მაშინ დაედო საფუძველი რუსულ–ოსურ ურთიერთობას.”– აღნიშნა დიმიტრი მედოევმა.




ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ


Похожее изображениеსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. 

განსაკუთრებულად ვლაქერნობას დღეს ზუგდიდში აღნიშნავენ, სადაც მორწმუნეები საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც ჩამოდიან. ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და იქ დაცული სხვა სიწმინდეები მშენებარე საკათედრო ტაძარში გადაიტანეს.

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს.

ამის შესახებ მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს განაცხადა.

„მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”,-აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, სამუშაო დღეა, ამიტომ მრევლის დიდმა ნაწილმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა.

 




საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს


Картинки по запросу საპატრიარქოსაქართველოს საპატრიარქო აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას აფასებს. 

საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ პუტინის ეს განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული მოქალაქისთვის და მოხდეს სწრაფი რეაგირება.

„9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე. საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი ქართული ჯარი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში.




საბერძნეთში აღმოჩენილი თავის ქალა ევროპაში ადრეულ ადამიანთა გამოჩენას თავდაყირა აყენებს


საბერძნეთში აღმოჩენილი უცნაური თავის ქალა ევროპაში ადრეულ ადამიანთა გამოჩენის ამბავს თავდაყირა აყენებსსაბერძნეთში აღმოჩენილმა თავის ქალის ფრაგმენტმა ახალი, ამაღელვებელი ჰიპოთეზა წარმოშვა ევროპაში ადამიანთა პირველად გამოჩენის შესახებ. გაჩნდა გარკვეული სკეპტიციზმი იმ მეცნიერებშიც, რომლებიც იკვლევენ, როდის და რატომ გაქრა აფრიკიდან ჰომო საპიენსი.

საკმაოდ წონიან ექსპერტთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა და უმალ მიიქცია სხვა მკვლევართა ყურადღება. უთანხმოება ამ სფეროში უჩვეულო სულაც არ არის. ნამარხები როგორც წესი იშვიათია, დანაწევრებულია და ძნელია დათარიღება, ადამიანთა პრეისტორია კი დიდწილად ბურუსით არის მოცული.

ახალი კვლევა ფოკუსირებულია ორი თავის ქალის დაზიანებულ ფრაგმენტებზე; მათ აპიდიმა 1 და აპიდიმა 2 უწოდეს და აღმოაჩინეს ერთმანეთისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით. ამის გამო, მეცნიერებმა თავდაპირველად იფიქრეს, რომ ისინი ერთი ასაკისა იყო. თუმცა, ნიმუშებში არსებული ურანის რადიოაქტიური დაშლის მეთოდით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინდივიდები სხვადასხვა ეპოქას ეკუთვნის. როგორც ტესტები მიუთითებს, აპიდიმა 1 დაახლოებით 210 000 წლისაა, აპიდიმა 2 კი 170 000 წლის.

ამ თარიღებმა აბსოლუტურად შეარყია ევროპის ადრეულ ადამიანებთან დაკავშირებით სამეცნიერო საზოგადოებაში არსებული კონსენსუსი. სხვადასხვა მეთოდისა და მოდელის გამოყენებით, მკვლევრებმა სცადეს გაერკვიათ, როგორ გამოიყურებოდა თავის ქალები დაზიანებამდე.

აპიდიმა 2, შედარებით ახალი თავის ქალა აშკარად ჰგავს ნეანდერტალს და ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ჩვენი წარმოდგენით ევროპაში ამ სახეობის ადრეული ადამიანები დომინირებდნენ.

თუმცა, უფრო ძველი თავის ქალა, აპიდიმა 2 სულაც არ ჰგავს ნეანდერტალისას; ის უფრო ადრეულ ჰომო საპიენსს წააგავს.

თავის ქალისგან ბევრი არაფერია დარჩენილი — მხოლოდ უკანა ნაწილი, მაგრამ აქვს მომრგვალებული ფორმა და ადრეული თანამედროვე ადამიანისთვის ჩვეული სხვა მახასიათებლები. ევროპაში ასე ადრეულ ადამიანთა არსებობა სულაც არ არის დაუჯერებელი. შარშან მკვლევართა სხვა ჯგუფმა ისრაელის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოაჩინა მათი აზრით ჰომო საპიენსის ყბის ძვალი და კბილები, რომელიც 177 000-197 000 წლისაა.

ახალი კვლევის მიხედვით, ლევანტსა და თურქეთზე უნდა გადენილიყო ადრეულ თანამედროვე ადამიანთათვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისკენ მიმდინარე გზები.

თუ ეს მოსაზრება მართებულია, ავტორთა აზრით, აპიდიმა 1 არის ევრაზიაში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ჰომო საპიენსი, რაც მიუთითებს, რომ ადრეულმა თანამედროვე ადამიანებმა აფრიკა იმაზე გაცილებით ადრე დატოვეს და იმაზე მეტად შორს წავიდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.მსგავსი: ინდოეთში აღმოჩენილმა ქვის იარაღებმა, უძველეს…

აღმოჩენა ასევე მიუთითებს, რომ ადრეულ თანამედროვე ადამიანებს კონტაქტი ჰქონდათ ნეანდერტალებთან, რომლებიც 40 000 წლის წინ მას შემდეგ გადაშენდნენ, რაც დასავლეთ ევრაზიაში თანამედროვე ადამიანთა ჯგუფი გამოჩნდა. კვლევას თან ახლავს ჩვეული გამოწვევები, რადგან ეფუძნება მხოლოდ ერთი თავის ქალის ნაწილს, რომელიც დამსხვრეული და დაზიანებულია.

ვერ მიაკვლიეს სხვა ვერაფერს, ვერც ქვის იარაღებს, ვერც სამარხებს. ახალ ჰიპოთეზას მნიშვნელოვნად გაამყარებს ამ რეგიონში მეორე ჰომო საპიენსის ნამარხის აღმოჩენა.

კვლევის წაკითხვის შემდეგ, რამდენიმე პალეონტოლოგი სკეპტიკურად განეწყო. სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგი რიკ პოტი აღნიშნავს, რომ ამ კვლევის შედეგი ერთჯერადია, წინათ დადასტურებული თარიღებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მცდარია. მისი თქმით, დაზუსტებით რამის მტკიცება ძნელია და ყველაფერს სხვა ეგზემპლარების აღმოჩენა გაარკვევს.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით

1tv.ge




კახელი მეღვინეები „რუსთავი 2“-თან აქციას მართავენ


კახელი მეღვინეები თბილისში ჩამოვიდნენ და   სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მართავენ საპროტესტო აქციას –  ამ ფორმით კომპანიის გენერალური დირექტორისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ იმ სიტყვების გამო, რომელიც ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში ქართულ ღვინოსთან და მინერალურ წყალთან დაკავშირებით თქვა.

აქციის გამო ტელეკომპანიის შენობის მიმდებარედ, მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები

მანამდე აქცია მეღვინეებმა და მევენახეებმა გომბორზე გამართეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამაუწყებლო კომპანაიასთან სწორედ გვარამიას ბოდიშის მოსასმენად მივიდნენ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ რუსეთთან ვაჭრობის კონტექსტში ქართული ღვინო და მინერალური წყალი უდიერად მოიხსენა და ფერმერებს უხამსი სიტყვებით მიამრთა.




თბილისში ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის კონცერტები იწყება


Похожее изображениеთბილისის მერიის ორგანიზებით, პროექტი Tbilisi Classic Open Air იწყება, რომლის ფარგლებშიც კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში გაიმართება.

პროექტის პირველი კონცერტი, რომელიც 13 ივლისს, 20:00 საათზე,ორბელიანის მოედანზე მოეწყობა, პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა.

კონცერტში ასევე მონაწილეობს პოლონელი მევიოლინე კამილა ვონსიკ-იანიკი, რომელიც ისეთი პრესტიჟული კონკურსების პრიზიორია, როგორიცაა ვენიავსკის და შიმანოვსკის საერთაშორისო კონკურსები. კონცერტს უდირიჟორებს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და მასზე გამოჩენილი პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.

მეორე კონცერტი 14 ივლისს, 18:00 საათზე კვლავ ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 2019 წელს ჩამოყალიბდა.

კონცერტზე წარდგებიან სოლისტები: ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო). ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები.

ღონისძიების პარტნიორები არიან პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.




დღეს პეტრე–პავლობაა


Картинки по запросу св. Петр и Павелმართლმადიდებელი სამყარო დღეს წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.  პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ოთხკვირიანი პეტრე-პავლობის მარხვა უძღოდა.

ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმ.  პეტრე  მოციქული წმ. ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმ. პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმ.  პავლე მოციქული  წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

წმ. თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.




ბათუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს


აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიხსნაბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი დელეგატი დარეგისტრირდა, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს. ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელებენ. ფორუმის პირველ სესიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობს. ღონისძიება ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.




"„ღვინოში ჩაფსმა“ - ამგვარის თქმა ყველაზე დაუნდობელ მტერს არ მოსვლია აზრად"


Картинки по запросу ვასილ მაღლაფერიძესაქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქის“ გვერდზე ნიკა გვარამიას შეურაცხმყოფელ რეპლიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ღვინოში ჩაფსმა“ არ არის უბრალოდ წამოროშვა, სინამდვილეში ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკურ კოდს ანგრევს.

„საინტერესო ეპოქის სტუმრები ვართ, მუქარა ისმის, ღვინოში ჩაგიფსამთო! „ღვინოში ჩაფსმის“ მსურველთა ლიდერებიც და მიმდევრებიც იმდენად ერთი მასალითა და ყალიბით არიან შექმნილნი, მანამდე ნანახიც რომ არ ჰყავდეთ ერთმანეთი, ერთი შეხედვით ცნობენ თავისიანს და სხვისიანს (არც გარეშე თვალისთვის არიან ძნელი საცნობნი).

სხვა ბევრი სათნოებაც აერთიანებთ, თუმცა, უმთავრესი მაინც ისაა, რომ ყველა ზღვარი გადალახული აქვთ, ყველაფრის თქმა-კადრება შეუძლიათ და „ღვინოში ჩაფსმას“ არა მხოლოდ პირიდან ამოუშვებენ, არამედ, თუ მიუშვი, მართლაც ჩააფსამენ!

ჩააფსამენ კი არა, „ღვინოში ჩაფსმაა“ მათი არსებობის მთავარი მიზანი! ოღონდაც, ესენი ფარისევალთაგან გაბრიყვებული ის ადამიანები კი არ არიან, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რა საშინელ ცოდვას სჩადიოდნენ, არამედ თავად არიან სხვების გაბრიყვებაში გაწაფული მაქციები, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ ვაზი და ღვინო არ არის მხოლოდ მცენარე და საკვები, მიწა და წყალი არ არის მხოლოდ მატერია, ადამიანი არ არის მხოლოდ კუნთები და კუჭი და ამის იქით კიდევ არის ის რაღაც უხილავი, რომელიც ჩვენში უსტვენს „ვით საყდრის ჩიტი“.

სწორედ ამ უხილავს და გამოუთქმელს ებრძვიან მაქციები და „ღვინოში ჩაფსმაც“ ამ მთავარი სიწმინდის წაბილწვის და მოსპობის რიტუალია.

„ღვინოში ჩაფსმა“ არ არის უბრალოდ წამოროშვა, სინამდვილეში ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკურ კოდს ანგრევს – ასეთ მუქარას, ასეთ სიბილწეს, ასეთ წამოცდენას, ქართული ცნობიერების მატრიცა აქამდე არ იცნობდა, ამგვარის თქმა ყველაზე დაუნდობელ მტერს არ მოსვლია აზრად, რადგან ადამიანებს ყოველთვის გვრჩება რაღაც საერთო ღირებულებები, რაც ადამიანებად გვტოვებს.

ფიქრის თავისუფლად გამოხატვას სწორედ იმიტომაც არ უნდა ზღუდავდეს კანონი, რომ ადამიანმა საკუთარი ნებით, აკრძალვების გარეშე არ თქვას, „ღვინოში ჩაგიფსითო“, ვინაიდან, თავად ადამიანად ყოფნა-არყოფნაც ადამიანის თავისუფალი არჩევანია და არა კანონით დადგენილი აუცილებლობა.

გამოხატვის თავისუფლებას და მაისის წვიმას რა სჯობს, მაგრამ რა თავში იხლის ადამიანი ისეთ თავისუფლებას, რომელიც ღვინოში ჩააფსმევინებს! თუმცა, ყველას თავისი თავისუფალი არჩევანი და პროგრესის ორიენტირი უხმობს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.