მიკროავტობუსებში მეორედ მგზავრობა შესაძლოა უფასო გახდეს


Похожее изображениеმუნიციპალურ ტრანსპორტზე არსებული შეღავათებით შესაძლოა მიკროავტობუსების მგზავრებმაც ისარგებლონ. ინიციატივის თანახმად, როცა მგზავრი ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთხელ უკვე გადაიხდის მგზავრობის ღირებულებას, მომდევნო საათნახევრის განმავლობაში საფასურის გარეშე მგზავრობას შეძლებს.

სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტის ფარგლებში შექმნილი ინიციატივით, მიკროავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში ერთიანდება.

“მიკროავტობუსების კომპანიებიც მზად არიან ამისთვის, ინფორმირებულებიც არიან და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. სხვა თემაა, როგორ იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული ტექნიკურად. ამაში ვერანაირ სიურპრიზს ვერ ვხედავთ. გაბილეთიანების ერთიანი ინტეგრირებული სისტემის ასამოქმედებლად ყველა მზად არის“, – პროექტზე მომუშავე კომპანია “სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე.

ასევე, დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს. როგორც ქართული საკონსულტაციო კომპანია “სპექტრუმ კონსალტინგის” წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ განაცხადა, ასევე შესაძლოა განხორციელდეს რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების გარკვეული ადგილების დაწესება, რომლის იქეთაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ.

imedinews.ge




ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!


Картинки по запросу თამაზ ჭეიშვილიღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

ბატონო პრემიერ მინისტრო, დაახლოებით სამოციან –სამოცდაათიან წლეებში,კომუნისტები სხვადასხვა ორგანიზაციებს ურიგებდნენ ექვსი მეასედი ფართობის მიწის ნაკვეთებს, თანამშრომლებისთვის.

ამგვარად,  უთვალავი მიწის ნაკვეთი დარიგდა ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.  დღეს ეს ნაკვეთები მოუწყობელია!

გაეცით განკარგულება შეიქმნას იქ ინფრასტრუქტურა  (წყალი, გაზი, ელექტროენერგია, გზა) და დამერწმუნეთ,  ქალაქები განიტვირთება.

პატივისცემით

თამაზ ჭეიშვილი, მწერალი-ბელტრისტი

2018 წლის 22 მაისი.




I-VI კლასის სახელმძღვანელოების წონა შემცირდება


სასკოლო წიგნებიახალი სასწავლო წლიდან I-VI კლასის მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. განახლდება წიგნების როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური მხარე. წონა შემცირდება და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან დამზადდება.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილიე თემურ მურღულია აცხადებს,  სახელმძღვანელოებშ  აქცენტი  შინაარსის  გააზრების უნარზე გამახვილდება, თუმცა გრიფირების დასრულებამდე სახელმძღვანელოების შინაარსზე ლაპარაკი, ნაადრევია. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, აუცილებლად შემცირდება სახელმძღვანელოების წონა. პროექტის ამ ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ I-III კლასელების ჩანთა 3.5 კილოგრამს არ გადააჭარბებს.  IV-VI კლასის მოსწავლეები ჩანთის მაქსიმალური წონა 4 კილოგრამი უნდა იყოს.




2017 წელს სამრეწველო პროდუქციის წარმოება 7.8%–ით გაძვირდა


ეს ინდექსი მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან (მარტთან) შედარებით 0.1%-ით შემცირდა, ხოლო 2017 წლის აპრილთან შედარებით 7.8%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 45%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

2018 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე – 0.06% პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია კვების პროდუქტების და სასმელების წარმოებაზე (-1%).

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 6.8%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (5.1%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (19.7%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 13.2%-ით გაძვირდა.

forbes.ge




ვენესუელას პრეზიდენტად კვლავ ნიკოლას მადურო აირჩიეს


Президент Венесуэлы Николас Мадуро выступает после обнародования результатов выборов. Архивное фотоვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ამჟამინდელმა ლიდერმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა.

მას მოქალაქეთა 6,19 მილიონმა მისცა ხმა. ამომრჩეველთა აქტივობამ ვენესუელაში 46,02% შეადგინა ( 9, 1 მილიონი ადამანი).  მადუროს მეტოქეს ენრი ფალკონეს  1,9 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხავიერ ბერტუჩის   989 ათასი ხმა ერგო, ხოლო რეინალდო კიხადს კი – 36,2 ათასი ხმა.

ნიკოლას მადურო ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობებს  2018–2025 წლების პერიოდში შეასრულებს. მადუროს გამარჯვება უკვე მიულოცეს ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა და კუბას სახელმწიფო საბჭოს მეთაურმა  მიგელ დიას–კანელმა .

“ვენესუელის სუვერენულმა ერმა კვლავ დაამარცხა ჩრდილოამერიკული იმპერიის შეთქმულების პოლიტიკა. ჩვენ, თავისუფალი ერები, არასდროს დავნებდებით. ვულოცავთ ნიკოლას მადუროს და ვენესუელის მამაც ერს.” – აღნიშნა ევო მორალესმა “ტვიტერში”.

 

 

 




პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა


სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესატან სახელმწიფოთაშორის განაცხადს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს.

“ჩვენ დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებას, იცავდა ჩვენს ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.




გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა


საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო.  გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პომპეომ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

“საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას. აშშ-ის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და რეგიონში სტაბილურობისათვის.

ჩვენს სახელმწიფოებს აქვთ მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები. ჩვენ ერთად, მხარდამხარ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღდეგ ავღანეთში, სადაც ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.

ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. აშშ-ის დახმარებით, საქართველო იქცა მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად. ” –  განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაიკ პომპეომ პრემიერსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეც მიულოცა. სახელმწიფო მდივნმა კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი იმას, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თბილისში განაცხადა, ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენს გვერდით ვართ, ამაყები ვართ ამ მეგობრობით და სტრატეგიული პარტნიორობით თქვენს ხალხთან. მოხარული ვარ, რომ დღეს ვატარებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეშვიდე სესიას. ეს წელი ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მიზეზით, 2018 წელს 10 წელი ხდება რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რუსეთის ძალადობრივი შეჭრა საქართველოში არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევა, ეწინააღმდეგება გაეროსა და ჰელსინკის დებულებებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები  – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარება”, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

პრემიერმა კვირიკაშვილმა მაიკ პომპეოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.




"შსს ყოველთვის იქნება ნარკოტიკების გასაღების წინააღდეგ და ვერავინ შეზღუდავს იმას თუ სად და როგორ შევიდეთ"


პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ. მან 12 მაისს ღამის კლუბებში  ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განჩინება მხოლოდ ორ კლუბზე არ ჰქონდა და საგამოძიებო მოქმედებები ამ მიმართულებით გრეძელდება.

„განჩინება არ გვქონდა მარტო ორზე, ცოტა უფრო მეტზე დ ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება და ჩვენ ვხედავდით მდგრად კავშირებს ადმინისტრაციასთან. რისი ბრალი იყო – ცუდი მენჯმენტის ზოგ შემთხვევაში, უკონტროლობის და ა.შ. შსს–ს არ აინტერესებს. შსს  ყოველთვის იქნება ნარკოტიკების გასაღების წინააღდეგ და ვერავინ შეზღუდავს იმას თუ სად შევიდეთ და როგორ შევიდეთ. რა ფორმით ხდება ეს  – ამაზე საზოგადოებრივი კონტროლის ნაწილში კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად ვართ. ის ბოდიში , რომ  შევუქმენით დისკომფორტი მაქსიმუმ 70 ადამიანს, რომელიც 12 დან 13– მდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, იყო საჯარო ინტერსიდან გამომდინარე. ხოლო  ის სარგებელი,  რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, არის ერთმნიშვნელოვნად მეტი,”- აღნიშნა  გიორგი გახარიამ.

მინისტრმა ასევე  ახალგაზრდების აქციაზე ბოდიშის მოხდის მიზეზები განმარტა, მისი  ეს ახალგაზრდებისთვის შექმნილი დისკომფორტის გამო გააკეთა.

„ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა და იმ კლუბიდან გამოყვანა. ასევე, მოვუხადეთ ბოდიში იმათ, ვინც ამ ემოციურ ფონზე აღმოჩნდა რუსთაველზე და პარლამენტის წინ, მათაც მოვუხადეთ ბოდიში, იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიციის აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი ღონისძიება გახდა გარკვეული ტრიგერი იმისთვის, რომ ამას მოყოლოდა ის ფორმები გამოხატვის თავისუფლების, რომელიც იყო,“ – განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის.

„ეს ჩვენი საგამოძიებო ღონისძიება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენისთვის. აქ ჩვენ მარტო არ ვმუშაობათ, ვმუშაობთ ევროპულ პარტნიორებათან ერთად. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი რომ ეს არის ქსელი, კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც მივყავართ ფატალურ შედეგებამდე. ჩვენ დავინახეთ რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი,  ეფექტურად გამოიყენონ ნარკოვაჭრობისთვის პლატფორმად.“ – აღნიშნიშნა შს –ს მინისტრმა.




ააშშ–მ საქართველოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა


5541ff2d77cb0_image1ამერიკის შეერთებული შტატები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დასაცავად.

“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს პარლამენტის ძალისხმევას, უზრუნველყოს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოზე არასათანადო ზემოქმედებასა და არაფორმალურ მმართველობას. იმისათვის, რომ ამაღლდეს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო. ეს ჩარჩო უნდა განსაზღვრავდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შემდგომში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ძალისხმევას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხების განხილვის კუთხით. ჩვენ ვურჩევთ სამუშაო ჯგუფს, დაეყრდნოს საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რომელიც უზრუნველყოფს გააზრებულ სამოქმედო გეგმას რეფორმისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ სამუშაო ჯგუფს, შეიმუშაოს გამჭვირვალე დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ეფუძნება მკაფიო და ობიექტურ საგამოძიებო პროცედურებსა და მტკიცებულების სტანდარტებს. დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობის ზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებასა  და სასამართლო სისტემის ობიექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას,”- წერია განცხადებაში.




პოლიციამ "აიისას" დამფუძნებელი დააკავა


Похожее изображениеპრეზერვატივების ბრენდის, “აიისას” დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე პოლიციამ ჯერ დააკავა, შემდეგ კი გაბერილი პრეზერვატივები დაუჩუტა.

შემთხვევა გუშინ, 17 მაისს, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. ანანია გაჩეჩილაძე განყოფილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს.

როგორც ის ტაბულასთან ყვება, კომპანია “აიისამ” გადაწყვიტა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტ ფერების, გაბერილი პრეზერვატივები რუსთაველის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარედ ჰაერში გაეშვა. 69 ცალი, 130 ლარის ღირებულების სხვადასხვა ფერის გაბერილი პრეზერვატივი მას თაბუკაშვილის ქუჩაზე კურიერმა მიაწოდა, რომელსაც პოლიცია გამოჰყვა და კომპანიის დამფუძნებელი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა. საგამოძიებო უწყება ანანია გაჩეჩილაძეს “უმისამართო გინებას” ედავება, თუმცა ის ამბობს, რომ არ შეუგინია და ამას ვერ დაუმტკიცებენ.

“ტაქსი როგორც კი მოვიდა, პოლიციას ვუთხარი, რომ პრეზერვატივები ჩემია. ჩანთა გამიხსნეს, რისი საფუძველიც არ ჰქონდათ. ფერადი ფხვნილები მქონდა და ამომაცალეს. მითხრეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხარო, გამიკვირდა. ჩამსვეს მანქანაში და მატარეს, ტელეფონი წამართვეს. შემდეგ, დაახლოებით 4-5 საათი განყოფილებაში ვიყავი. როგორც მიხვდი, ამის მიზანი ის იყო, რომ იქაურობისთვის გავერიდებინე”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება ფერად ფხვნილებსა და პრეზერვატივებს, “აიისას” დამფუძნებელი ამბობს, რომ განყოფილებიდან გამოსვლისას ფხვნილები დაუბრუნეს, პრეზერვატივები კი არა.

“მერე ადვოკატთან ერთად დავრეკე ტაქსისტთან და ადგილზე დახეთქეს, გაანადგურესო გვითხრა”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

ის მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოდ დააკავეს და 17 მაისს მისი გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.ანანია გაჩეჩილაძის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციას “აიისას” დამფუძნებლის დაკავების საფუძველი არ ჰქონდა.

 tabula.ge