„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება


Картинки по запросу сотовая связь„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება. „მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.

კავშირგაბმულობის კომპანიებში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ მომსახურებას და ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს სთავაზობენ.

„ჯეოსელის“ აბონენტებისთვის ერთ-ერთი სიახლე მობილური ნომრის მომსახურების ყოველთვიური საფასურია. 20 თეთრი თითო აბონენტს ყოველი თვის პირველ რიცხვში ჩამოეჭრება. ამასთან, 5-ლარიანი პაკეტი „მეტი S“-ის ღირებულება შვიდი ლარი ხდება, თუმცა პაკეტში 100 MB ინტერნეტის ნაცვლად 300 MB, 100 SMS-ის ნაცვლად კი 300 SMS იქნება. პაკეტი „მეტი M“, რომელიც აქამდე 10 ლარი ღირდა, 15 ლარი ხდება (1 GB ინტერნეტით და ულიმიტო SMS-ებით).

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამცირებენ მობილური ინტერნეტის ერთი მეგაბაიტის საშუალო ფასს, ასევე პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ მეგაბაიტის ფასი მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე.

„სილქნეტის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური, 26-ლარიანი პაკეტი უქმდება. შესაბამისად, აბონენტებს ინტერნეტში მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევთ (პაკეტი „სტარტი +“, 20მბ/წმ).

„მაგთის“ აბონენტებისთვის პაკეტი „მარტივის“ ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება (მობილური ინტერნეტის მოცულობა იზრდება 1.5 GB-მდე). მცირდება მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი (1 MB – 70 თეთრის ნაცვლად 10 თეთრი).

იცვლება „მაგთიკომის“ ინტერნეტპაკეტების პირობები. თუ აქამდე აბონენტებს 500 MB ინტერნეტის შეძენა სამ ლარად შეეძლოთ, ახლა მინიმალური პაკეტია 1 GB – ხუთ ლარად.

იზრდება „მაგთის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის ფასიც და 27 ლარის ნაცვლად 30 ლარი ხდება (სიჩქარე ორმაგდება).




მამუკა ბახტაძე ლიეტუვას პრემიერ–მინისტრს შეხვდა


Картинки по запросу Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე  ლიეტუვას რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. საქართველოს პრემიერ მინისტრს  ლიეტუველმა კოლეგამ  საულიუს სკვერნელისმა  მთავრობის სახლში უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა  ლიეტუვას  რესპუბლიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის წარმატებული რეფორმების გაზიარების მიმართულებით. აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივი განხორციელების პერსპექტივა.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს, ასევე – ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.

ქართულმა მხარემ ლიეტუვას ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.




აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს


Картинки по запросу სალომე ზურაბიშვილისახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა, უწეყბა სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, არაერთხელ მიიღო უკანონო შემოწირულობა, რის გამოც ის 67 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს.

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს. საქმე ეხება მოძრაობის “არა ნაციზმის” მიერ რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის დახარჯულ 9 200 ლარს. ჯარიმის სახით ამ თანხის ორმაგი ოდენობაა განსაზღვრული.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი ბროშურების გამო  30 500 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ბროშურები სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობა იყო.

“პატრიოტთა ალიანსი” პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ფლაერები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო იყო და სალომე ზურაბიშვილის პირდაპირ მხარდაჭერას არ წარმოადგენდა. პარტიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.




ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა ვიდრე 2014 წელს იყო


ლუდიშემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა, ვიდრე 2014 წელს იყო.

ბიზნესი ამბობდა, რომ ბაზრის შემცირება 2015 წელს აქციზური მარკის 50%-ით მატებამ გამოიწვია. 2014 წელს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ლუდის შემთხვევაში ჯამურად გაცემული აქციზური მარკების რაოდენობამ 86,870,106 შეადგინა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 71,974,935-მდე შემცირდა.

ლუდის ბაზრის შემცირება 2016 წელსაც გაგრძელდა. წლის განმავლობაში კომპანიებზე ჯამურად 63,573,652 აქციზური მარკა გაიცა.

2017 წელს კი ლუდის აქციზის დათვლის წესი შეიცვალა. თუ მანამდე ლუდის აქციზი მის მოცულობაზე იყო მიბმული და ლიტრზე 60 თეთრს შეადგენდა, განახლებული აქციზით კი ლუდში ალკოჰოლის შემცველობა დაიბეგრა. ლიტრ ლუდში 1% ალკოჰოლი 12 თეთრიანი აქციზით იბეგრება, რაც დაბალალკოჰოლური ლუდების გაყიდვებზე დადებითად აისახა.

2017 წელს კომპანიებმა გაზარდეს როგორც ადგილობრივი ლუდის წარმოება, ისე გაიზარდა ქვეყანაში იმპორტიც. ჯამში ადგილობრივ და იმპორტულ ლუდზე 74,720,118 აქციზური მარკა გაიცა.

2017 წელთან შედარებით გასული წელი ლუდის ბაზრისთვის კვლავ კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2018 წელს შემოსავლების სამსახურმა კომპანიებზე ჯამში 68,706,385 აქციზური მარკა გასცა.

თუ შემოსავლების სამსახურისთვის ბაზრის შეფასების კრიტერიუმი გაცემული აქციზური მარკების რაოდენობაა, ბიზნესის შეფასების მეთოდოლოგია რეალიზებული პროდუქციის მაჩვენებლებს ეყრდნობა.

კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საკითხთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განმარტებით, გასულ წელს ლუდის ბაზარი 3-5%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც ლარის დევალვაციიდან გამომდინარე მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება და ლუდის სეზონზე არახელსაყრელი ამინდები გახდა. მისი თქმით, კომპანიებმა გასული წელი ძირითადად ქვეყანაში გაზრდილი ტურისტული ნაკადების ხარჯზე დააკომპენსირეს.

ხუნძაკიშვილის თქმით, ინდუსტრია მარტის ბოლოდან 2019 წლის სეზონისთვის ემზადება.

bm.ge




კლინიკების მისამართები სადაც წითელას ვაქცინაცია უფასოდ ტარდება


Похожее изображениеდავით სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს აცრები მაქსიმალურად მოკლე დროში ჩაუტარდეთ.

მინისტრის განცხადებით, შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მომსახურებას წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრა წარმოებს ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული, უმაღლესი ხარისხის სამკომპონენტიანი წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინებით, რომლებიც წარმოებულია ბელგიასა და აშშ-ში კომპანიების – „გლაქსო სმიტკლაინისა“ და „მერკის“ მიერ.

წითელაზე აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს დამატებით იმ სამედიცინო დაწესებულებების მისამართებს, რომლებსაც აცრის გაკეთების მსურველებმა უნდა მიმართონ.

თბილისი სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – გლდანის პოლიკლინიკა თბილისი, გლდანი, I მიკრორაიონი კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ
თბილისი სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ვარკეთილის პოლიკლინიკა თბილისი, ჯავახეთის ქუჩა N30
თბილისი სს “პოლიკლინიკა ვერე” ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქიაჩელის ქ #18-20
თბილისი შპს “რეგიონული ჰოსპიტალი” საბურთალოს პოლიკლინიკა ქ. თბილისი დავით თავხელიძის ქ. N 1
თბილისი შპს “მედკაპიტალი-გლდანი” ვეკუას ქ. N 18
თბილისი შპს “მედკაპიტალი-საბურთალო” გამრეკელის ქ. N19
თბილისი შპს “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” წინამძღვრიშვილის ქ. N 57
თბილისი შპს “პოლიკლინიკა ვერე (იგივე ,,მედსი“/”ვერე-21”) ქიაჩელის ქ. N 18
თბილისი შპს “მედკაპიტალი-სამგორი” მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. 3
თბილისი შპს ,,სამედიცინო ჰოლდინგი 23“ (იგივე 23-ე პოლიკლინიკა) გლდანი, ხიზანიშვილის ქ.28
თბილისი შპს ,,მედისონი“ საბურთალო ვაჟა-ფშაველას 83/11
აჭარა სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ბათუმის პოლიკლინიკა ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქუჩა N 20.
აჭარა შპს ,,ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ ტბელ აბუსერიძის ქ.N2
აჭარა შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“ ბარათაშვილის ქ.N30
აჭარა შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცეტრი ქ.ბათუმი, ფრ.ხალვაშის გამზირი, მე–7 შესახვევი N3
აჭარა სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ქედის ჰოსპიტალი დაბა ქედა, რუსთაველის ქ. №14
აჭარა სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – შუახევის ჰოსპიტალი დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32
აჭარა შპს კორპორაცია ევექსი-ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო ქობულეთი, მ.აბაშიძის ქN18
აჭარა სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ხულოს ჰოსპიტალი დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. №1. აღმაშენებლის ქ.№3
იმერეთი შპს “წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო” ქ.წყალტუბო, ერისთავის ქ. №16
იმერეთი სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – თერჯოლის ჰოსპიტალი; ქ.თერჯოლა, რუსთაველის ქ.№69
იმერეთი სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ტყიბულის ჰოსპიტალი; თაბუკაშვილის ქ.№10, მიმდებარედ
იმერეთი სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ხონის ჰოსპიტალი; სოლომონ მეორის ქუჩა, №21
იმერეთი შპს ,,ქუთაისის N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი” ქუთაისი, ტ. ტაბიძის ქ.23
იმერეთი შპს ,,ქუთაისი ბავშვთა  N 3 პოლიკლინიკა” ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ.85
იმერეთი შპს  ,,ქუთაისის N 4 შერეული პოლიკლინიკა” ქუთაისი, ნიკეას ქ. N 46-ბ
კახეთი სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ახმეტის ჰოსპიტალი ქ.ახმეტა, რუსთაველის ქუჩა (სპორტდარბაზის ტერიტორია)
კახეთი სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ყვარელის ჰოსპიტალი ყვარელი, ჭავჭავაძის ქუჩა, “ნაბაღრები”
სამეგრელო სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი ქ.ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206
სამეგრელო სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – აბაშის ჰოსპიტალი აბაშის რაიონი, თავისუფლების ქ. №143
სამეგრელო სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – წალენჯიხის ჰოსპიტალი წალენჯიხა, ჭურღულიას ქ. № 6
სამეგრელო სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ჩხოროწყუს ჰოსპიტალი ქ. ჩხოროწყუ, აღმაშენებლის ქ.№19
სამეგრელო სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – მარტვილის ჰოსპიტალი მარტვილის რაიონი, მშვიდობის ქ. №111
სამეგრელო სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ხობის ჰოსპიტალი ხობი, ჭყონდიდელის ქ. №2
სამცხე სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ადიგენის ჰოსპიტალი დაბა ადიგენი, ბალახაშვილის ქ.№11. დაბა ადიგენი, სახანძროსთან
სამცხე სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ახალქალაქის ჰოსპიტალი ქ. ახალქალაქი, დ. აღმაშენებლის ქ. №31
სამცხე სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ასპინძის ჰოსპიტალი ასპინძა, შალვა ახალციხელის ქუჩა №1ა
სამცხე სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ნინოწმინდის ჰოსპიტალი ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. №48
სამცხე სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” – ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №105
შიდა ქართლი შპს “ალიანს მედი” – ქარელის ჰოსპიტალი ქარელი, ფანასკერტელის N30



სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება


Похожее изображениеგანათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის დაწყების კიდევ გადავადების საჭიროება არაა.

“წითელაზე ძალიან აქტიურად ვართ ჩართული შესაბამის ორგანიზაციებთან. დღესაც გავავრცელეთ რეკომენდაციები, რომელიც სკოლებში შესაბამისი მოქმედებების გატარებას შეეხებოდა. ორშაბათს სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ საათობრივად გვექნება კომუნიკაცია სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან. თუ რაღაც ჩარევა დასჭირდა ან რაღაც საფრთხე გაჩნდა, მზად ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ ეს წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, სკოლებში ვივლით, ვნახავთ, პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით დღეს მიმართა.




ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა გამარტივდება


Похожее изображениеსაქართველოს პრემიერ–მინისტრმა  მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მარტივდება.

“დღეს მთავრობის სხდომაზე შემოდის მნიშვნელოვანი დადგენილება, რომლითაც მარტივდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დიდი ხანია, რამდენიმე უწყება მუშაობდა ამ პროცედურის გამარტივებაზე. მინდა ყველა კოლეგას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, თვითონაც დარწმუნდებიან, რომ პროცესი არის ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომი. ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლით“, – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ახალი პროცედურების შემუშავებაში ჩართულ ყველა ადამიანს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. დადგენილება, რომელზეც რამდენიმე უწყება დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.




"ობიექტის ექსპლუატაციაში მიუღებლად ფუნქციონირების განსაზღვრის მუხლი 2009 წელს ამოიღეს"


Похожее изображениеდიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც მან განმარტა, სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა კანონში ის ცვლილებები, რომელიც დღეს პრობლემებს ქმნის.

“რაც შეეხება თვითონ კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, მინდა წარმოვადგინოთ კანონი „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“. ამ კანონში 2006 წელს იყო მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა ობიექტის ფუნქციონირებას ექსპლუატაციაში მიუღებლად, იყო მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული, ანუ შეუძლებელი იყო იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული.”– აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოდის და რაღაც ცრუ ბრალდებებით ცდილობს პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და ზუსტად ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონიდან. ანუ, დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

“ეს გააკეთა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი პარტია და დღეს ჩვენ გვდებს ბრალს თითქოს ეს არის კორუფციული სქემა. ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს ცვლილება განხორციელდა, ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის რეალური პრობლემა, რადგან გვყავს ათიათასობით ოჯახი, ათასობით შენობა-ნაგებობები, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და იქ ჩვეულებრივად წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. მათ ამოიღეს კანონიდან ის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები, რომლითაც იყო განსაზღვრული, რომ ის ქაოტური განაშენიანება და ის პრობლემები, რომელსაც დღეს ვებრძვით, არ მომხდარიყო.

პროცესი გრძელდება, კიდევ ბევრი ცვლილება იქნება გადაგზავნილი პარლამენტში და იმედია, მათგან იქნება მხარდაჭერა, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ. ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ათჯერ გაიზარდა ჯარიმა შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე, 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე. 4-ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე, სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე გაიზარდა 20-ჯერ. ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, მისი რესურსი 2-ჯერ გაიზარდა. ასევე, ჩვენ დაგვემატა ხმაურის რეგულირება და მოწესრიგება, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. ამ დარღვევებზე 2018 წლის განმავლობაში გამოწერილია 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა“, – განაცხადა კალაძემ.




„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დიდ დიღომის ტრაგედიაზე განცხადება გაავრცელა


Картинки по запросу ყაზგაზტრანსიკომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანია განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, შპს „სამშენებლო კომპანია ელ ჯგუფმა“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა, რის საფუძველზეც გაიცა გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა.

“კომპანიამ რეგულაციების შესაბამისად განიხილა და ტექნიკური პირობა გასცა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის 88 ბინაზე, საერთო სიმძლავრით 332 კუბ.მ./სთ; ტექნიკური პირობის საფუძველზე, ასევე საქართველოში გაზის მეურნეობაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად განხორციელდა გაზმომარაგების პროექტის მომზადება და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.

აღნიშნულ კორპუსში ჩართვები 2017 წლის 30 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაიწყო. გამომდინარე იქიდან, იყო თუ არა აბონენტი მზად მისი ვალდებულებების ნაწილში ბუნებრივი გაზის ჩასართავად.”– აღნიშნულია განცხადებაში.

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, 49-ე ბინაში, სადაც, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, ჩართვა განხორციელებულია 2018 წლის 22 თებერვალს შესაბამისი პირობების დაცვით. 2019 წლის 16 იანვარს, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე (114) შემოვიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ.

აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა.

“ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იმავე მისამართიდან მეორე მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა. კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცეტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500”-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.

შემოწმების შედეგების შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, რომელიც დამოწმებულია საავარიო ჯგუფის წარმომადგენლებისა და კონკრეტული განმცხადებლის ხელმოწერით.

იმავე დღის 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა სავარაუდოდ მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. კომპანია დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების გაზიფიცირების საკითხს – განვმარტავთ, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება მოთხოვნილია მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, განაწილების ლიცენზიანტი (კომპანია) ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა გაზიფიცირების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ერთობლივი განაცხადით მიმართავს ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა 50 პროცენტზე ნაკლები პირი. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გაზიფიკაციის მოთხოვნით მიმართა ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებთა 100 პროცენტმა, რისი გათვალისწინებითაც კომპანიამ დადგენილი წესით შეასრულა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები”, – ნათქვამია განცხადებაში.

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. იკითხებიან კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები.




წითელას აცრა ყველასთვის უფასო იქნება


აქამდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.

“ეპიდაფეთქებები ევროპაშიც არის, მაგრამ არა იმ მასშტაბის, როგორც ჩვენთან. ამიტომ აუცილებელია, ჩატარდეს ვაქცინაცია, რათა მთლიანად მოიხსნას რისკი.  წითელას ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ვაქცინა უფასოა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. თუკი ვინმეს, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკის მოქალაქეს, არ აქვს ზუსტი დადასტურება, რომ მან ბავშვობაში გეგმურად ორივე ვაქცინაცია ჩაიტარა, აუცილებელია, რომ გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. არ არის გამორიცხული, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტებულია 10 გლობალური საშიშროება, რომელიც კაცობრიობას ემუქრება. სიაში პირველად მოხვდა მიდგომა, რომელიც ვაქცინაციაზე გააზრებული უარის თქმისკენ მოუწოდებს.