საბალანსო ელექტროენერგიის დანაკლისი საქართველომ ძირითადად რუსეთიდან შეივსო


დენი, ელექტროსექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის 59% საქართველომ იმპორტით შეივსო.

ესკო-ს ცნობით, გასულ თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 238 007 008.5 კვტ.სთ რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 24% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 27 653 704.95 ლარი შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდრო-ელექტროსადგურების წილი 37% იყო, თბოელექტროსადგურის წილი – 1%, ქარის ელექტროსადგურის – 3%, ხოლო იმპორტის – 59%.

აღსანიშნავია, რომ იმპორტი ძირითადად, რუსეთიდან განხორციელდა.

GBC




"ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაიყიდა


„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ახალი მფლობელი და დირექტორი ჰყავს„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ვოლთბეი“ გახდა.

ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა. შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორიც. სანჟარ შოკატაევი ნიკოლოზ ჭიაურელმა შეცვალა.

ყაზახი ინვესტორების გასვლას წინ  „ყაზტრანსგაზის“ და  საქართველოს მთავრობას შორის არსებული საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულება უძღოდა.  ინვესტორი   187 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. მორიგების დროს, მთავრობამ კომპანიას არსებული დავალიანება ჩამოაწერა, თავის მხრივ ინვესტორმაც   “ყაზტრანსგაზ- თბილისი” კომპანიის წინაშე არსებული დავალიანებისგან გაათავისუფლა.

 

“საზოგადოების ინფორმირებისთვის კომპანია საჭიროდ თვლის განმარტოს, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წილის შეძენა ყაზახური მხარის მიერ გასხვისების პროცესის ტექნიკური ნაწილის გამარტივების გამო მოხდა და ჯგუფი შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის წილის საქართველოში რეგისტრირბულ კომპანიაზე გადმოცემას უახლოვეს მომავალში განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან, საქართველოს მთავრობასა და ყაზახურ კომპანიას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობდა. დავის საგანი, ყაზახური მხარის მოთხოვნის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება გახლდათ, რომელიც 486 მილიონ ლარს აჭარბებდა. ამასთან ერთად, იზრდებოდა შპს აზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, რომელმაც 96 მილიონი ლარი შეადგინა. დამატებით, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისს, მფლობელი ყაზახური კომპანიების წინაშე, 347 მილიონ 721 ათას 491 ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხებოდა.

კომპანია WALTBAY LTD-ს მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის ნასყიდობათვის, წაყენებული წინაპირობა გახლდათ შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების WALTBAY LTD -სათვის დათმობა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა. თუმცა, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია WALTBAY LTD-ს დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა. კომპანია WALTBAY LTD-მ და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადეს, რის სანაცვლოდაც შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდება სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან.

კომპანია WALTBAY LTD მზადაა მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რაც მოსახლეობის ბუნებრივი აირით ხარისხიან და უსაფრთხო მომარაგებას გულისხმობს,”- წერია ოფიციალურ  განცხადებაში.

commersant.ge




საქართველოში სტევიას გამრავლებით დაინტერესდნენ


Похожее изображениеგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ბუნებრივი დაბალკალორიული დამატკბობელის, სტევიას (Stevia Rebaundiana) ბიოლოგიური მახასიათებლები, მისი უპირატესობები და წარმოების პოტენციალის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე სტევიას მოყვანის ტექნოლოგიური ინსტრუქცია პროფესორმა ალეკო კალანდიამ წარმოადგინა, რომლის განცხადებითაც, მცენარეს არაერთი უპირატესობის გათვალისწინებით, მისი გამოყენება კვების მრეწველობაში სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება. სტევია დაბალკალორიული მცენარეა, რომელიც არ შეიცავს ნახშირწყლებს, გაცილებით ტკბილია, ვიდრე სუფრის შაქარი და მისი მიღება დაშვებულია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც. 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სტევიას სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, შესაბამის სამსახურებს მცენარის მოვლა-მოყვანის ხელშემწყობი პროგრამის შემუშავება დაავალა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი რევაზ ასათიანი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდნენ.




მომავალი წლიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება


Похожее изображениеსაქართველოში პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება. ცვლილებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ამ კუთხით დაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა.

28 სექტემბერს გაირკვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონი ლარით გაიზრდება. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ განხილვების პროცესში ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი როგორც შემოსავლების, ასევე კაპიტალური ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სრული მხარდაჭერა აქვს.




ცოცხალი საქონლის ექსპორტის გამო საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტი შეიქმნა


Похожее изображениеმიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი მცირდება, ქვეყანაში საქონლის ხორცის დეფიციტია. იზრდება მისი გასაყიდი  ფასიც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე ჯამში 17,913.0 ათასი დოლარის ღირებულების მსხვილფეხა საქონელი გავიდა. მხოლოდ 2018 წლის  აგვისტოს  თვეში  3 226,3 ათასი დოლარის მსხვილფეხა საქონელის ექსპორტი განხორციელდა, 2017 წლის  ანალოგიურ პერიოდში  კი ეს ციფრი  4 791,1 ათას დოლარს შეადგენდა.

ექსპორტის შემცირების  პარალელურად, ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა საქონლის ხორცის ფასიც. თუ 2-3 თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი თბილისის სუპერმარკეტებში საშუალოდ 14 ლარი იყო, დღეს უკვე 17 ლარი ღირს.  ფასების ზრდას  „საქსტატიც ადასტურებს – თუ 1 კგ-ს ფასი 2013 წელს 11.59 ლარს შეადგენდა, 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 1 კგ საქონლის ხორცის ფასი 14.35 ლარი იყო.

ბაზარზე საქონლის ხორცზე მოთხოვნის ზრდას და  ამ კუთხით შექმნილ დეფიციტს ასახელებენ  სასაკლაოებში ადგილობრივ ბაზარზე საქონლის ხორცის გაძვირების მიზეზად.

 სასაკლაო  შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი  იოსებ  კოხტაშვილი აღნიშნავს, რომ ხორცის ფასმა  ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ, 3-4 ლარით მოიმატა. მისი განცხადებით, თუ გასულ წელს  1კგ საქონლის ხორცის ასაღები ფასი 9 ლარს შეადგენდა, ახლა 11 ლარით განისაზღვრება. ღორის ხორცის შემთხვევაში, თუ მისი ასაღები ფასი იყო 8 ლარი, ახლა მისი ღირებულება 9 ლარით განისაზღვრება.

როგორც კოხტაშვილი განმარტავს, დღეს ბაზარზე საქონლის ხორცის დეფიციტია, რაც ფასის ზრდის საფუძველი ხდება. კითხვაზე, რა ქმნის ბაზარზე დეფიიტს, ამის პასუხი კოხტაშვილს არ აქვს.  მისი ინფორმაციით, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დღეში 100-200 სული საქონლის დაკვლა ხდებოდა, დღეს ეს რიცხვი 30-მდეა  შემცირებული.

საქონლის ხორცის დეფიციტზე საუბრობს თბილისში არსებული სასაკლაო „ლომას“  წარმომადგენელი გელა ქარუმიძეც. მისი განმარტებით, ექსპორტზე ცოცხალი საქონელი დიდი რაოდენობით გადის და ქვეყანაში დასაკლავი საქონელის რაოდენობა შემცირებულია. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს ხორცზე  ფასის ზრდის საფუძველი.

მისი განცხადებით, დღის განმავლობაში სასაკლაო „ლომას“ 2-3 სული საქონლის დაკვლა თუ უწევს, რაც მისი განმარტებით, დაბალი მაჩვენებელია.

 „ფერმერთა ასოციაციიის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე განმარტავს, რომ  ქვეყანაში საქონლის ხორცი  დეფიციტურია, რაც ფასის ზრდაში გამოიხატება. მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი საქონელი საქართველოდან აზერბაიჯანში გადის, თუმცა, მისივე ინფორმაციით, ეს ყველაფერი საბაჟოს გავლით ხდება.

ზამბახიძის განცხადებით, ქვეყანაში  ფერმების სიმცირეა და ამის  რამდენიმე მიზეზი აქვს.  პირველია, დანაწევრებული მიწები,საძოვრების ნაკლებობა და  მეორე-ჯიშიანი საქონლის არ შემოყვანა. ზამბახიძის განცხადებით, მთავრობა მეცხოველეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას გეგმავს, ეს იქნება მეხორცული და მერძეული მიმართულებით.

„პრობლემაა ის, რომ ადგილობრივი საქონელი არ არის იმდენად ხარისხიანი, რომ აქ გაიყიდოს. შესაბამისად, მისი გატანა  ექსპორტზე  ხდება,“- განმარტავს ზამბახიძე.

commersant.ge




შეცვლის თუ არა სემეკი ელექტროენერგიის ტარიფს?


Картинки по запросу электричествоსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, თუ ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლა არ გაგრძელდება, სემეკმა შესაძლოა, ტარიფები მიმდინარე წელს ისევ დაითვალოს. 

როგორც სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, როდესაც 2017 წელს კომისია ელექტრონერგეტიკის სექტორში სამომხმარებლო ტარიფებს ითვლიდა, იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, რომ 2018 წლის 1 მაისიდან გარკვეული რაოდენობის მომხმარებლების ბაზარზე გავიდოდნენ, შესაბამისად ახალი ტარიფები სემეკმა ამ მოცემულობის გათვალისწინებით დაიანგარიშა.

„შემდეგ ამ კანონპროექტის ერთგვარი ცვლილება მოხდა და ამ მომხმარებლების ბაზარზე გასვლა შეჩერდა, რის შედეგადაც ბაზარზე უფრო ნაკლები კომპანია გავიდა, ვიდრე ეს ჩვენ გავითვალისწინეთ ტარიფების გაანგარიშებისას. როგორც ახლა გაჟღერდა ინიციატივა, ბაზრის გახსნა გაგრძელდება და შემდეგი ტალღა განხორციელდება გარკვეული მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლის მიმართულებით. ამ ეტაპზე საუბარია, წელიწადში 5 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების მქონე საწარმოებზე. ასეთია დაახლოებით, ათამდე საწარმო“, – განმარტა სემეკის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ თუ ეს პროცესი არ გაგრძელდება, შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა საჭირო გახდეს.  „წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ საჭირო გახდეს სამომხმარებლო ტარიფის კიდევ ერთხელ გადახედვა, ვინაიდან ის მოცემულობა, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ მაშინ ტარიფები დავთვალეთ, აშკარად შეიცვალა და შესაბამისად, ახალი რეალობის გათვალისწინებით, ტარიფების გადახედვა მოგვიწევს“, – აღნიშნა მან.

ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფები სემეკს სამი წლის ვადით აქვს დადგენილი.

შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ელექტროენერგიას სამი უმსხვილესი მომხმარებელი თავისუფალი ბაზრის პრინციპით ყიდულობს. ბაზარზე გავიდნენ ის კომპანიები, რომლებმა 2018 წლის პირველ სამ თვეში საშუალოდ, 15 მილიონი კილოვატისაათი ელექტროენერგია მოიხმარეს.

bm.ge




2022 წლისთვის მასწავლებეთა ხელფასი 2000 ლარს მიაღწევს


სკოლადღეს საქართველოს მთავრობამ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა. 

განათლების სფეროს რეფორმირების შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკას ითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეციალური მასწავლებლები; 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

2022 წლისთვის კი, მისი თქმით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარსა და მეტს.

როგორც რეფორმის წარდგენისას ითქვა, რეფორმა განათლების ხუთივე მიმართულებით გატარდება




თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს


„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ჩეხ ბიზნესმენებს ფონდთან თანამრომლობის პერსპექტივები გააცნო„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ  საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო.

საქართველოსა და ჩეხეთის  სავაჭრო-სამრეწველო პალატების  ორგანიზებით თბილისში გამართულ ბიზნეს ფორუმზე გიორგი დანელია პრეზენტაციით წარდგა და ჩეხ ბიზნესმენებს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა თავის გამოსვლაში საქართველოსა და ჩეხეთის ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის გამოყენებისა და საინტერესო ბიზნეს პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე   ეკატერინე მიქაბაძემ,  ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრმა  მარტა ნოვაკოვამ და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა  ბორივოჟ მინარმა გახსნეს.

ბიზნეს ფორუმის მიზანი  ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარება და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავება იყო. ღონისძიების  ფარგლებში, გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.

ჩეხური მხრიდან ბიზნეს ფორუმზე წარმოდგენილი იყო 21 კომპანია შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა.  ღონისძიების ფარგლებში, ქართულ ბიზნეს-სექტორთან საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ისეთი  მსხვილი მწარმოებლები, როგორებიც არიან ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC a.s და სხვა.  ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ მოლაპარაკებები პოტენციურ-ბიზნეს პარტნიორებთან.

commersant.ge




საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა ექნება


Картинки по запросу საბაჟო სისტემაფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ბიზნესის განვითარებისთვის მეგობრული საგადასახადო/საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, ითვალისწინებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან.

2019 წლიდან, საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა ექნება.

ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა დაასრულა საბაჟო კოდექსის პროექტზე, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

ამ წუთებში, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ სიახლეებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აცნობს.

ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.

კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:

  •  შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;
  • •იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
  •  საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
  • ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
  • იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;

ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში” და „საზღვარზე” არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანის სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.

საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, დაიწყება საჯარო განხილვები ბიზნესსექტორის, ექსპერტების, ყველა დაინტერესებული და მიზნობრივი ჯგუფების მონაწილეობით.




კრიპტოვალუტების ღირებულება მკვეთრად უფასურდება


криптовалюта-ის სურათის შედეგიბიტკოინმა და სხვა მთავარმა კრიპტოვალუტებმა მორიგი მკვეთრი ვარდნა განიცადეს. ჯერჯერობით ვარდნასთან დაკავშირებით ანალიზი არ გაკეთებულა, თუმცა ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, აღნიშნული გაუფასურების მიზეზი კრიპტოვალუტების დიდი ნაწილის ფიატურ ვალუტაში გადაცვლა გახდა.

ბოლო 24 საათის განმავლბოაში ბიტკოინ 4.39%-ით ($7,024.02), ხოლო ეთერიუმი 10.44%-ით ($258.96) გაუფასურდა. ანალოგიური ვარდნა რიპლს (9.33%), ბიტკოინ ქეშსა (10.99%) და ეოსსსაც (10.52%) ჰქონდათ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ბიტკოინი სტაბილურად იზრდებოდა და გასული 30 დღის მაქსიმუმსაც მიაღწია, რამაც ბიტკოინის მორიგი ზრდის მოლოდინი შექმნა, თუმცა კრიპტობაზარმა კარდინალურად განსხვავებული სურათი შემოგვთავაზა.

კრიპტობაზარმა ღირებულების მაქსიმუმს გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში მიაღწია. მას შემდეგ დაწყებული ვარდნა რამდენიმეკვირიანი აღმასვლებით იყო ჩანაცვლებული. თუმცა 2018 წლის კრიპტობაზრის დინამიკაზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კრიპტობაზარი ყოველდღიურად უფასურდება.

Independent