„ღვინის გზის“ პროექტში 48 ახალი ობიექტი ჩაერთვება


vino ღვინოპანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აგრძელებს. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2021 წელს გაფართოვდა „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი.

„წელს ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით 28 ახალი ღვინის ტურიზმის მასპინძელი ობიექტისათვის საგზაო მანიშნებლები დაამონტაჟა. 20 ახალი ობიექტისათვის მიმდინარეობს საგზაო მანიშნებლების მონტაჟი. საბოლოო ჯამში, წელს პროექტში 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთვება შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი.

ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში ექვსი სალაშქრო ბილიკი მონიშნა. ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს. ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სამუშაოები. ბილიკების ჯამური სიგრძე შეადგენს 120 კმ-ს და პროექტი ოქტომბერში სრულდება.

ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2021 წელს გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში ქალაქისა და ადგილის პოპულარიზაციის მიზნით, სასურსათო ჩარჩო დამონტაჟდა. ატენის ხეობაში კი, მდინარე ტანას სანაპიროზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობის სტუმრებს კეთილმოწყობილ სივრცეს სთავაზობს.

USAID-ის პროექტის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ახალი აბრები“, – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.




622 266 საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანი და მუშახელის დეფიციტი წარმოებაში


derevoსაქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების დამაბრკოლებელ მთავარ მიზეზად ადამიანური რესურსები სახელდება. აგრობიზნესის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვალიფიციური კადრების დეფიციტზე. ამ პრობლემის ერთ-ერთ განმაპირობებელ გარემოებად სპეციალისტები სოციალურ შემწეობას მიიჩნევენ, რამდენადაც იოლი ფული და სტატუსთან დაკავშირებული შეღავათები ადამაინს შრომისადმი სწრაფვის სურვილს უკარგავს. 

აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სოციალური შემწეობების გამო ადამიანები როგორც სოფლად, ასევე ქალაქშიც,  ფიზიკური შრომისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.

,,ქალაქში თუ ადამიანს აქვს შემწეობა, არ უღირს, რომ მუშაობა დაიწყოს რომელიმე სექტორში, თუ გაცილებით მეტს არ აიღებს. მაგალითად, ოჯახი თუ იღებს სოციალური შემწეობით 500 ლარს, 700 ლარიან ხელფასს არ დათანხმდება, რადგან სოციალურ შეღავათებს კარგავს. არაფრის კეთებით კი ფულს იღებს. მართალია, შეუძლია ერთჯერად სამუშაოზე დასაქმდეს, არც ფულად დახმარებას დაკარგავს, მაგრამ ესეც არ უნდათ. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ სოციალური დახმარება რაღაც ეტაპზე კარგია, მაგრამ ოჯახის უმცროსმა შვილმა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება თავი დამცირებულად იგრძნოს. ოჯახი თუ ცხოვრობს სოციალურ სახლში, შვილმა შეიძლება იქ დარჩენა არც მოინდომოს, მენტალიტეტი ხელს შეუშლის. მთლიანობაში, ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილი მთავრობის ხელის შემყურეა და არ ცდილობს, გაექცეს შემწეობას. არის სამუშაო, დასუფთავებაში და სხვა, სადაც 200-300 ლარით მეტი შეიძლება გააკეთო, მაგრამ ამ ფასად შეღავათის დაკარგვა არ უნდათ. საკმაოდ რთულად დგას ეს საკითხი საქართველოში. ვიღაცა თუ დაგწყვეტს, რომ შეურაცხმყოფელია სახელმწიფოს კმაყოფაზე ყოფნა და თავისი საქმე დაიწყოს, გადამზადების კურსი და სხვა შესაძლებლობებია, მონდომებულ ადამიანს წინ ვერაფერი აღუდგება და სწორედ ეს უნდა დაანახოს მათ სახელმწიფომ“, – აცხადებს პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.

მისივე თქმით, აგრონომები, დარგის ექსპერტები, ტექნოლოგები თუ სხვა მაღალი დონის სპეციალისტები ქვეყანაში ძალიან ცოტაა. რთულია მასშტაბური აგრო-პროექტების მენეჯერების, სპეც-ტექნიკის ოპერატორების, ტექნიკოსების თუ დამხმარე სპეციალისტების მოძიება. შესაბამისად, წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება სერიოზული გამოწვევაა სოფლის მეურნეობაში.

შესაბამისად,  მსხვილი, საშუალო და მცირე მეწარმე, კომპანიები, ფერმერული მეურნეობები – ყველგან, სადაც კი პროდუქტი იქმნება, მუშახელის არნახულ დეფიციტს განიცდიან.

ერთ-ერთი მიზეზი, როგორც აროშიძე განმარტავს, მიგრაციული პროცესია, თუმცა ასევე დიდია მენტალური ფაქტორიც, შრომისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულება.Минсельхоз Франции предложил поменять карантин на работу в поле | ROSNG.ru

,,ბოლო რამდენიმე წელია, სოფლად მუშახელის დიდი სიმცირეა, რაც მოსავლის აღების პერიოდს ახანგრძლივებს. არის სოფლები, სადაც შრომისუნარიანი ადამიანები ფაქტობრივად აღარც დარჩნენ. ვინც წასულია სოფლიდან, ურჩევნია მშენებლობაზე წავიდეს ან თუნდაც ტაქსაობით ირჩინოს თავი, ვიდრე სოფლად დასაქმდეს. ამას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ რეგიონებში მძიმე სოციალური ფონია, რეალურად განათლების დონე ქალაქში მეტია, ასევე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, ინტერნეტიზაცია არ არის დასრულებული და ამ ყველაფრის გამო ადამიანს ურჩევნია დასაქმდეს ქალაქში, ვიდრე სოფელში ეძებოს სამუშაო. უმუშევარ ქალაქელ კაცს, როგორც არ უნდა უჭირდეს, არ მოუვა აზრად, რომ წავიდეს და სოფელში ეძებოს სამუშაო, მაგალითისთვის, სამეგრელოში თხილის მოსავლის აღებისას, ბათუმში – ციტრუსის და კახეთში რთველზე დაკავდეს. ამით დიდად არც დროებით ქალაქში მცხოვრებლები იკლავენ თავს, ვინც სოფლის პრობლემას გამოექცა, მას დაქირავებულ მუშად უკან დაბრუნება არ უნდა“, – ამბობს პაატა აროშიძე.

იგი მუშახელის დეფიციტთან ერთად, შრომის ანაზღაურების პრობლემაზეც საუბრობს.

,,მთავრობამ უნდა გაკეთოს ანალიზი, რა სამუშაოებზე საქმდებიან უცხოეთში ქართველები. ეს არის ძირითადადა თხილის ან ჩაის სეზონი, რა მხრივაც თურქეთში დასაქმების დიდი შესაძლებლობაა. მუშახელი რომ ჩავანაცვლოთ, აუცილებელია მაქსიმალურად დამუშავდეს მიწები და მოთხოვნა გაჩნდეს. მეორე მხარეა, შეძლებს თუ არა ქართველი ფერმერი ადგილობრივ მუშახელს გადაუხადოს იმდენი, რამდენსაც ჩვენი თანამემამულეები თურქეთში იღებენ. ძალიან კარგი იქნება, თუკი ქართველებს სხვა ქვეყნებში დასაქმება მონური პირობის ხარჯზე არ მოუწევთ, მაგრამ ამის რესურსს ჯერჯერობით ვერ ვხედავ“, – ამბობს აროშიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის ოდენობები ასე განისაზღვრება:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზენაკლებია: 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 100 ლარის ოდენობის შემწეობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სიღარიბის მკვეთრი ზრდა სწორედ სამუშაო ადგილების შემცირებას უკავშირდება. მდგომარეობა ამ მხრივ საკმაოდ მძიმეა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 66 609 ადამიანით გაიზარდა და 2021 წლის ივლისში 622 266 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 487 790 ადამიანი იღებდა. ზრდა 27,5%-ია.

გაიზარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ივნისში ასეთი ადამიანების რიცხვი    1 054 567 იყო, ივლისში კი 1 059 422 შეადგინა.

commersant.ge




ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9,9 %-ით გაიზარდა, წელს 4270-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა


სტატისტიკა ფინანსები კალკულატორი საგადასახადოწინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.9 %, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 12.2 % შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორის  გოგიტა თოდრაძის განცხადებით,  2021 წელს ქვეყანაში 4270-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8,5%-ით აღემატება.

„2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. 2021 წლის 7 თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28%-ით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 31%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 19%-ით. უშუალოდ ივლისის თვეში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 42%-ით, ხოლო იმპორტი 17%-ით. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომომპოვებითი მრეწველობის დარგებში. 2021 ივლისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4270-მდე ახალი საწარმო, რაც 8.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს“, – განაცხადა თოდრაძემ.

მისივე თქმით, გაზრდილია ფარმაცევტული პროდუქციისა და ტანსაცმლის წარმოების მოცულობაც.

„ამასთან, 16%-ით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი, ხოლო 22%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი. 39%-ითაა გაზრდილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობით დაკავებული კომპანიების წმინდა შემოსავლები. ზრდის ტენდენცია შეინიშნება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. გასულ წელს 46 ათას არ აღემატებოდა, ივლისში კი 230 ათას გადააჭარბა. რაც შეეხება კლებას, თითქმის, 20%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი და 8 %-ით ცემენტისა და კლინკერის იმპორტი“,- განაცხადა თოდრაძემ.

ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის  შეფასებით, იანვარ-ივლისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც აჭარბებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 7.7 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო სულ ახლახან წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “S&P Global“-მა საქართველოს უცვლელად დაუტოვა რა საკრედიტო რეიტინგი, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს სსფ -ის მაჩვენებელთა ახლოს 7.5 პროცენტი იქნება და წინა, 2021 წლის თებერვლის შეფასებასთან შედარებით მნიშვნელოვნად, 3.5 პ.პ-ით არის გაზრდილი. ეს შეფასებები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის კარგ წინაპირობებს, ქვეყანას საინვესტიციო რეიტინგი მიენიჭოს უახლოეს ორ წელიწადში, რაც არის გაზრდილ საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, მყარი ბაზისი გრძელვადიანი სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ეკონომიკის შეფასების გაუმჯობესებული პარამეტრები, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პოზიტიურ მოლოდინზე მიუთითებს.

ბიუჯეტი, ფული, საგადასახადო

„ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის იანვარ-ივლისის კუმულაციური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 5.7 პროცენტით აღემატება პანდემიამდელი, 2019 წლის იანვარ-ივლისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ოპტიმისტური სცენარებით წლიური ზრდა სულაც 10. 5 პროცენტი შეიძლება გვქონდეს. ჩვენ გვაქვს კარგი შანსი გავხდეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფად დაიბრუნებს პანდემიამდე ეკონომიკურ მდგომარეობას,“ – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისში, აპრილიდან მოყოლებული ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და პირველ რიგში ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტენდენციები. კერძოდ, 2021 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.4 პროცენტით გაიზარდა , ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), სარეკორდო 48.5 პროცენტით არის გაზრდილი.

„ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლას და შესაბამისად, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას ბიზნესზე და მოსახლეობაზე მთლიანად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა ქვეყნის მთავარ გამოწვევას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. თუ ჩვენ გვსურს გვქონდეს მაღალი ზრდა, რაც სავალუტო კურსის სტაბილურობასთან ერთად, სამუშაო ადგილების აღდგენასაც შეუწყობს ხელს, სწორედ ვაქცინაცია იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რათა ეკონომიკა ისევ არ ჩაიკეტოს!“ – წერს გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.




ჰაწვალის საბაგიროს მშენებლობაში 34 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება


natia-turnavaნათია თურნავასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განაცხადებით  ჰაწვალის ახალი, ულტრათანამედროვე საბაგირო სწრაფი ტემპით აშენდება და ამ პროექტში  დაახლოებით 34 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევით, სვანეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ სვანეთი ჩამოყალიბდეს 12-თვიან კურორტად. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა თეთნულდის საბაგიროები, მესტია-ჰაწვალის საბაგირო, მცირე საბაგიროების ინფრასტრუქტურა სოფლებში – ბეჩოში, მაზერში, ეწერში და სხვაგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის არის საკმარისი განსაკუთრებით ახლა, როდესაც მძიმე დარტყმა მიადგა ზოგადად გლობალურ ტურიზმს.

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთელი რესურსები არსებითად გადართულია პანდემიასთან ბრძოლისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ რიგში ბატონმა პრემიერმა, ჩვენმა გუნდმა, რომ ძალიან სწრაფი ტემპით, ჰაწვალის ახალი, ულტრათანამედროვე საბაგირო მოესწროს. ეს არის დაახლოებით 34 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც ვიცით, რომ ერთი ათად დაგვიბრუნდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. .

მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება კონკრეტულად სვანეთისთვის განკუთვნილი ძალიან საინტერესო პროექტები.

„მოგეხსენებათ, პრემიერის დავალებით, შევიმუშავეთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ათწლიანი გეგმა, მათ შორის ტურიზმის განვითარების და უახლოეს პერიოდში სვანეთისთვის განკუთვნილი გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები. მაგალითად, ჰაწვალის ახალი საბაგიროს დასრულების შემდეგ, ჰაწვალის ტურისტული კომპლექსი რომ შეიკრას, აუცილებელია, განხორციელდეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროექტი – რეინჰოლდ მესნერის მუზეუმის მოწყობა, რომელიც შეკრავს ამ ობიექტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთ დღეში განსახორციელებელი პროექტი, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება თეთნულდის კომპლექსს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომავალში აუცილებლად განიხილება მულახი-თეთნულდის საბაგირო მშენებლობა.

„ძალიან მალე დავასრულებთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამაზეც მივიღეთ დავალება, თუმცა ამავდროულად მომავალში აუცილებლად ვიფიქრებთ მულახი-თეთნულდის საბაგიროს განხორციელებაზე. ეს არ არის მცირე პროექტი, საკმაოდ მასშტაბურია, მაგრამ ამასაც განვახორციელებთ, ვსწავლობთ ამის პერსპექტივებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.




სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც კახეთში შეიძენს 100 ტონაზე მეტ ყურძენს და ერთ კგ-ში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს


ყურწენი vino  venahiგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების მხარდასაჭერად, რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება!

სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.

პროგრამის განხორციელების მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების ბოლო წლების დინამიკა.

რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს“, – აცხადებენ სამინისტროში.




ურუგვაი მზად არის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისთვის


 вщпщмщкსაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც მინისტრი გააჟღერებს გახლავთ ის, რომ მე მან გადმომცა ნოტა, იმასთან დაკავშირებით, რომ ურუგვაი მზად არის საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით. ვფიქრობ ეს იქნება ამ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩვენს შორის და საქართველოს პოტენციალი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, ისე როგორც ჩვენ გამოვიყენებთ იმ პოტენციალს და შესაძლებლობებს, რომელსაც ურუგვაი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა გვთავაზობს ლათინური ამერიკის რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ურუგვაელი კოლეგის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს გახლავთ ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალურ ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მჭიდრო და მეგობრულ კავშირებს. მინისტრის თქმით, საქართველოს და ურუგვაის აერთიანებს საერთო ღირებულებები და ინტერესები, რაც არის დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებისადმი ერთგულებასთან.

„ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე საქართველოსთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურუგვაის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობების 27-წლიანი ისტორია, ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი. ურუგვაი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ლათინური ამერიკის რეგიონში და ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები და განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანის მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღესვე ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამართა შეხვედრა.




ნათია თურნავა – მორიგი ლოკდაუნი არ იგეგმება


natia-turnavaნათია თურნავაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  ნათია თურნავას განცხადებით, მორიგი  ლოკდაუნი არ იგეგმება და  ამჯერად მდგომარეობის გარდატეხა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის საშუალებით უნდა მოხდეს.

„ახლა ქვეყანაში სრულიად საკმარისი რაოდენობითაა ვაქცინები იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია და სწორედ ამ გზით გარდავტეხოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით. ჩაკეტვა ახლა, პრაქტიკულად, მიუღებელი ფორმაა. რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, საუბარია არსებული რეგულაციების გამკაცრებაზე, ჩვენ კვლავ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოსახლეობამ პირბადეები ატაროს და დაიცვას ელემენტარული წესები. დაწესებულებებში ხდება ამ წესების დაცვა, სადაც არ იცავენ, ხდება ამის კონტროლი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შესაბამისად, ნათია თურნავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაიმე სექტორული, წერტილოვანი თუ უფრო მკაცრი შეზღუდვის, რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ხელისუფლება კი ყველაფერს გააკეთებს, რათა სწორედ მასობრივი ვაქცინაციის დაჩქარებით მოხდეს არსებული კოვიდსიტუაციის გარდატეხა.

„გასაგებია, რომ ლოკდაუნის პრაქტიკა არსებობდა გლობალურად მსოფლიოში და პანდემიის დასაწყისში საქართველოც ამას იყენებდა. მაშინ ცოდნაც ნაკლები იყო, გამოცდილებაც და ვაქცინებიც არ არსებობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წელი – 6%-ით დავამთავრეთ, ეს იყო გარდაუვალი, მაგრამ ძალიან მტკივნეული. დღესდღეობით, გვაქვს რა ვაქცინები და შეგვიძლია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, ამ გზას უკვე აღარ მივყვებით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.




თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი განახევრდა


image-810xsთბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განახევრების შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. კერძოდ, მთავრობის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი გარკვეული შეღავათით შეძლებს სარგებლობას და 5 მლნ ლარის ნაცვლად, პირველ წელს, 2,5 მლნ ლარს გადაიხდის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „სამორინეს მოწყობისთვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის 13 ივლისს მიღებულ №347 დადგენილებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისთვის დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ერთჯერადად და მიზნად ისახავს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ქალაქ თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევას.

როგორც ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 21 მარტიდან სამორინეებს შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობა და მუშაობის განახლების შესაძლებლობა მათ 2021 წლის პირველი აპრილიდან მიეცათ, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებული სირთულეების გამო, დღემდე ვერ შეძლეს ფუნქციონირების დაწყება.

„ცნობისთვის, 2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით, თბილისში მოქმედ სამორინეებს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი ხუთი მილიონი ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მათთვის მიიღო ერთჯერადი გადაწყვეტილება. კერძოდ, ქ. თბილისში იმ სამორინეებისთვის, რომლებიც ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე, წელს სანებართვო მოსაკრებელი იქნება 2 500 000 ლარი. გარდა ამისა, 2022 წელს 2 500 000 ლარს გადაიხდიან ქ.თბილისში მოქმედი ის სამონირეები, რომელთაც სამორინეს მოწყობის ნებართვა აღებული აქვთ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თბილისში მოქმედ ყველა სამორინეს და რომელიც ყველა სამორინესთან მიმართებით ვრცელდება მხოლოდ ერთი წლის სანებართვო მოსაკრებელზე (ნებართვები გაიცემა ხუთი წლის ვადით), დაეხმარება სექტორს საქმიანობს განახლებაში.

აქვე განვმარტავთ, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც წელს ისარგებლებენ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით (ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე) 2022 წელს სამორინეს მოწყობისთვის სანებართვო მოსაკრებელი კვლავ ხუთი მილიონი ლარი იქნება“, – აღნიშნულია განაცხადებაში.




რატომ გაძვირდა პური?


Xlebქვეყანაში  პურის ფასმა მოიმატა. ” საქართველოს  პურის მცხობელთა ასოციაციაში” განმარტავენ, რომ პროდუქტზე ფასის მომატების მიზეზი ძირითადი ნედლეულის, ფქვილის და დამხმარე მასალების გაძვირებაა.

„ძირითადად ეს არის მასობრივი ასორტიმენტი, რომელიც იყო სუბსიდირებაში. იცით, სუბსიდირება დასრულდა მიმდინარე თვის პირველ რიცხვში და კომპანიები ფქვილის ღირებულებიდან გამომდინარე, იძულებული იყვნენ, კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტზე. მხედველობაში მაქვს ქვის პური, თეთრი პირველი ხარისხის პურის ფასი დაახლოებით შეცვლილი არის ათი თეთრით. აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ მოვუმატეთ ათი თეთრი, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი, მაღაზიები როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით, ფასების ლიბერალიზაციაა. ზოგმა შეიძლება ეს ფასი თავისი შეხედულებით ცოტა მეტიც  დაადოს, რაც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არასწორი მოქმედება იქნება მათი მხრიდან.

რატომ მოიმატა ათი თეთრით? საქმე ისაა, რომ სუბსიდირებული ფქვილი იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მწარმოებელს ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარად მიეწოდებოდა. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი წისქვილებიდან არის 60-61 და 62 ლარი. აღნიშნული განსხვავება არის წარმოებისთვის აუცილებელი, რომ პურის წარმოების თვითღირებულებაში ჩაჯდეს და მისი რენტაბელობიდან გამომდინარე, ათთეთრიანი სხვაობა ამით არის განპირობებული“, – განაცხადა „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.

მისი განმარტებით,  პროგნოზი ცუდი არ არის, რადგან  საქართველოში ხორბლის კარგი მოსავალია.

“ფოთშიც შემოვიდა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ხორბალი. შეიძლება, ფქვილის ღირებულებამ დაიკლოს. გარდა ამისა, რუსეთიდანაც შემოდის ფქვილი და ბევრი მეწარმე იძენს. მინდა იცოდეთ, რომ ბევრი მეწარმე ფქვილს 57-58 ლარადაც იძენს. თუმცა ჯერჯერობით რომ ფასი დაიკლებს, ამას ვერ დაგიდასტურებთ. ოქტომბერ-ნოემბრამდე ეს ფასი გვექნება, რაიმე ცვალებადობა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დოლიძემ.




საარსებო მინიმუმმა 190 ლარი შეადგინა


inflacia, sasursato kalata,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

2021 წლის მაისში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 205.6 ლარი იყო, ივნისში კი, ეს მაჩვენებელი რვა ლარითა და 90 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 214.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მაისთან შედარებით, ივნისში 7.9 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 190 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.