ჩინეთში დიდი პანდა გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ნუსხიდან ამოიღეს


პანდაჩინეთში დიდი პანდები გადაშენებისგან იხსნეს. ამ სახეობას შეეცვალა სტატუსი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ნუსხაში აღარ ირიცხება. ჩინეთში პანდების პოპულაცია გაიზარდა. ახლა ველურ ბუნებაში 1 800 დიდი პანდა ბინადრობს. ამის შესახებ Global Times წერს.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინფორმაციით, დიდი პანდა დათვის ოჯახის იშვიათი წარმომადგენელია. 1961 წლიდან პანდა WWF-ის სიმბოლოა. დიდი პანდები ჩრდილოეთ ჩინეთში ბამბუკის ტყეებში ბინადრობენ. ერთი მოზრდილი პანდა დღეში 12-დან 38-კილოგრამამდე ბამბუკით იკვებება.

ამ სახეობის პოპულაციის შემცირება გარემო პირობების გაუარესების პირდაპირპროპორციულად მოხდა. ამის მიზეზია ბრაკონიერების მიერ ბამბუკის ტყეების გაჩეხვა.

დიდი პანდების აქტიური დაცვა ჩინეთში 1980-იანი წლებიდან დაიწყეს. ხელისუფლებამ პანდის ბეწვით ვაჭრობა აკრძალა. 1988 წელს აიკრძალა პანდებზე ნადირობა, ხოლო 1992 წელს ჩინეთში გაიხსნა ნაკრძალები, სადაც პანდების უმეტესობა ბინადრობს. ამ ზომების მიღების შედეგად, 2004-დან 2014 წლამდე ველურ ბუნებაში პანდების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.




გეოლოგები - ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს


მეწყერის საფრთხე თბილიში - პროცესების კვლევაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან | CyCთბილისში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ დამეწყრილი უბანი დღეს ქართველმა გეოლოგებმა კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები კი დამეწყრილი ადგილის შესწავლაში ორშაბათიდან ჩაერთვებიან. პარალელურად, აქტიურად გრძელდება მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაც. თბილისის მერიის განცხადებით, მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მეწყრულ პროცესებთან კავშირში არ არის. ქართველი გეოლოგების შეფასებით მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი ზედმეტია, რადგან, მეწყრული პროცესების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა არ ცხოვრობს.

ინჟინერ-გეოლოგის ზურაბ ცომაიას თქმით,  პრობლემის კვალიფიციური შესწავლის გარეშე წინასწარი მწვავე შეფასებები არასერიოზულია და საფუძველს მოკლებულია. გეოლოგის მტკიცებით, მეწყრული პროცესები დედაქალაქისთვის ზოგადად დამახასიათებელია და მასზე დასკვნები მხოლოდ საფუძვლიანი კვლევის შედეგად უნდა გაკეთდეს.

„დღეს არსებული სურათი ვიზუალურად დავათვალიერეთ, დავგეგმეთ სამუშაოები. ეს არის სერიოზული მეწყრული პროცესი, რომელსაც კვლევა სჭირდება, ჩვენ ხვალიდან ჩავერთვებით ამ კვლევაში. პირველ ეტაპზე გავაკეთებთ ტოპოგრაფიულ A გეგმას, შემდეგ გეორადარით ავაგებთ პროფილებს. ბურღვითი სამუშაოები აქ ამ ეტაპზე არაა რეკომენდებული, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მექანიზმია ჩართული. გეორადარისა და გეოფიზიკური მონაცემების საფუძველზე შეგვეძლება, დავსახოთ ღონისძიებები. ჯერჯერობით რაც ჩანს, ამ მასის მიმართულება დაძვრის შემთხვევაში იქნება ხევისკენ. გარკვეული შიში შეიძლება იყოს ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, რაც იმას არ ნიშნავს, რომ პრევენციას ვერ გავაკეთებთ.

ნალექმა შეიძლება რაღაც გამოიწვიოს, მაგრამ ცალსახად იმის თქმა, რომ ნამდვილად გამოიწვევს, არ შეიძლება. მოსახლეობისთვის საშიშროების კუთხით რაიმე სახის პრობლემას მე ვერ ვხედავ. ჩემთვის გაუგებარია ასევე ევაკუაციასთან დაკავშირებით არსებული საუბარი. მთელი მოსახლეობა, ვინც გარშემოა, ევაკუირებული უნდა იყოს? ამ სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ასეთი მეწყერი თბილისს ახასიათებს. ქვევითაც იყო გახსნილი, წყნეთის გზაზეცაა გახსნილი, ზუსტად იგივეა აქაც. კვლევაა საჭირო და ამის გარეშე რთულია დასკვნების გაკეთება.

ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტი სურათი და ამიტომ არასერიოზული იქნება, რომ ვთქვა, რომ ან ძალიან დიდი საშიშროებაა ან საერთოდ არაა. უნდა შევისწავლოთ და ეს პროცესიც ძალიან სწრაფად არ ხდება, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით“, – განაცხადა ზურაბ ცომაიამ.

ირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით განცხადება პირველად თბილისის მერიამ ...

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის მთავარი გეოლოგის  ლევან ჯაფარიძის  განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ლევან ჯაფარიძის თქმით, პრევენციული ღონისძიებებისთვის, პირველ ეტაპზე, აუცილებელია, გაკეთდეს საინჟინრო-გეოლოგიური ღონისძიებების პროექტი ანუ ე.წ. სტრატიგრაფია.

„დღეს მე, როგორც სპეციალისტი, აქ პირველად ვარ და რა სურათიც ვნახე, ამ ყველაფერს საერთო არ აქვს მოსახლეობის საშიშროებასთან. რაც შეეხება შემდეგი მოქმედების გეგმას, აქ შესწავლილ უნდა იქნას ამ შრეების ხასიათი, საინჟინრო-გეოლოგიური მასალის შესწავლა უნდა მოხდეს, ზუსტად უნდა აისახოს დაზიანების სურათი, ნაპრალები, რაც სახეზეა, რამდენად შეიძლება ეს საშიში იყოს, არა მოსახლეობისთვის, არამედ გზისთვის, ხელმეორედ რომ არ იყოს საკეთებელი. წვიმა იქნება თუ მიწისძვრის ელემენტები, ისევ შეიძლება, გაჩნდეს ნაპრალები, შეიძლება რაღაც ნაწილი წამოვიდეს ქვემოთ და დააზიანოს აშენებული გზა.

პრევენციულ ღონისძიებების კუთხით უნდა გაკეთდეს პროექტი, რომლისთვისაც უნდა მომზადდეს საინჟინრო-გეოლოგიური საფუძველი, ე.წ. სტრატიგრაფია და ეს სხვა არაფერია თუ არა შრეების ჩაწოლის სურათის ასახვა. ამის მიხედვით სადღაც მოიჭრება ის ქანები, რომელთა გამაგრება შეუძლებელია. ნაწილი უნდა გამაგრდეს სხვადასხვა გეოტექნიკური ღონისძიებით. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და არ მგონია, ამას დიდი დრო დასჭირდეს. მთავარია გაკეთდეს იმ ხალხის მიერ, ვისაც ამის გამოცდილება აქვს. ერთი რამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აქ მოსახლეობისთვის არაფერია საშიში“, – განაცხადა აკადემიკოსმა ლევან ჯაფარიძემ.




ცირკულარული ეკონომიკა და საქართველო


ცირკულარული ეკონომიკა საქართველოში"ცირკულარული ეკონომიკა"საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 900 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის 75%-ზე მეტი ნაგავსაყრელზე ხვდება. ნაგავსაყრელზე განთავსება ნარჩენების მართვის ყველაზე ნაკლებად სასურველი გზაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ნაგავსაყრელი არასათანადოდ არის მოვლილი.

ეს პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით განსხვავება დიდია. მაგალითისთვის, თუკი საქართველოს შვედეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ იქ ნაგავსაყრელზე ნარჩენების მხოლოდ 1% ხვდება, ნათქვამია EU Neighborhood-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. ნარჩენების მინიმიზაციას არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ დიდი ეკონომიკური სარგებელიც აქვს, რომლის გამოყენებაზეც საქართველომ ზრუნვა უნდა დაიწყოს.

ცირკულარული ეკონომიკა (ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს) 4.5 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკურ შესაძლებლობას გვთავაზობს, ნარჩენების მინიმაზიის, ბიზნესის ზრდის სტიმულირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით. ნედლეულის უკეთ გამოყენება მხოლოდ პლანეტისთვის არაა სასარგებლო, იგი ფინანსური იმპერატივია. რესურსების საერთაშორისო პანელის თანახმად, მასალებისა და ენერგორესურსების მდგრადი გამოყენების გზით, გლობალური ეკონომიკა 2050 წლისთვის დამატებით US$2 ტრილიონს მიიღებს.

სწორედ ამიტომ, შესაძლოა, განსაკუთრებული უპირატესობები მიიღონ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა, ნათქვამია WEF-ის ტატიაში. რესურსების საერთაშორისო პანელის მოდელირება ცხადყოფს, რომ 2060 წლისთვის, მართებული მდგრადი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, გლობალური რესურსების გამოყენების ზრდა შეიძლება 25%-ით შემცირდეს. ამავდროულად, გლობალური მშპ შეიძლება გაიზარდოს 8%-ით, განსაკუთრებული სარგებლით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის.

სოციალური კეთილდღეობის მომტანი, მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობა, გლობალური გამოწვევაა ცვალებად სამყაროში, რაც კიდევ უფრო აქტუალური გახდა COVID–ით გამოწვეული მასობრივი უმუშევრობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის დროს.

თუმცა, კოვიდის დაძლევის ფონზე, ცირკულარული ეკონომიკა გვთავაზობს ცხოვრებისა და მუშაობის პირობების ფორმირებასა და გაუმჯობესებას, იმ ათასობით ადამიანისთვის, რომელიც ამჟამად უტილიზაციის სფეროში არაფორმალურადაა დასაქმებული, განსაკუთრებით, ქალებისთვის.

კვლევის თანახმად, ცირკულარულ ეკონომიკას, მხოლოდ ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე 4.8 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. მაგალითისთვის, ჩილეში მიზნად იქნა დასახული, 2040 წლისთვის, ცირკულარული ეკონომიკის მეშვეობით, 180,000-მდე ფორმალური სამუშაო ადგილის შექმნა, განახლებადი ინდუსტრიის მეშვეობით, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის საკვანძო ნაწილია. აღნიშნული ჩილეელებს დაეხმარება, მიაღწიონ მიზანს და უტილიზაცია 4%-დან 65%-მდე გაზარდონ, რაც მათი ეკონომიკური კეთილდღეობისა და მომავლისათვის – ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა – სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება.

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა მოითხოვს მასალებისა და წარმოების სრულყოფილი ჯაჭვური საკითხების მოგვარებას, არა მხოლოდ პროდუქტების, არამედ რესურსების ნაკადების რეკონსტრუქციას. გლობალიზებულ ეკონომიკურ სისტემაში ეს თანამშრომლობას მოითხოვს. მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები გაერთიანდნენ, მრავალმხრივ დონეზე, ვალდებულებების შესასრულებლად.

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. სამუშაო რთული იქნება. თუმცა, აღნიშნულ მიზანს უდიდესი სარგებელი და შესაძლებლობები აქვს. აუცილებელია ამ ტრანსფორმაციის გაძღოლა, რომ დავიცვათ კეთილდღეობა და ასევე, კლიმატი.

bm.ge




ყაზბეგში მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა


მეტეოროლოგიური სადგურიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ყაზბეგში, ზღვის დონიდან 2940 მ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას.

წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ 4 სადგურის დამონტაჟება არის დაგეგმილი.




ალასკაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა


Похожее изображениеაშშ–ს მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, არქტიკული წრის შემადგენლობაში არსებულ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 32 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 18 გრადუს ცელსიუსს არ აღემატება.

ალასკაზე ბოლოს ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1969 წლის 14 ივნისს დაფიქსირდა, მაშინ ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

ბოლო წლებში ალასკაზე ჰაერის ტემპერატურა სულ უფრო მატულობს. როგორც ბუნების დამცველები აცხადებენ, კლიმატის ცვლილებამ ბუნებრივი ჯაჭვი დაარღვია. მათი განცხადებით, ოკეანეში ტემპერატურის მატებასთან ერთად ასობით სახეობის თევზმა რეგიონი დატოვა. წყლის ბინადრებით კი, ალასკაზე მცხოვრები ფრინველები იკვებებოდნენ. შედეგად, ბოლო წლებში რამდენიმე ასეული ფრინველი დაიღუპა.




ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი 58%-ით არის გაზრდილი


air-ის სურათის შედეგი„საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელზეც აღინიშნა, რომ თბილისში ჰაერის მდგომარეობა 2018 წელთან შედარებით გაუარესებულია.

ორგანიზაციამ წერეთლის გამზირზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის მზომი მდებარეობს. აღნიშნული სადგურის მონაცემებით, მოჭარბებული დამაბინძურებლები პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსპორტის ნაკადების ზრდასთან.

კვლევის ავტორების განცხადებით, წინა წელთან შედარებით, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 58%-ით არის გაზრდილი, რაც უშუალოდ ავტომობილების გამონაბოლქვთან არის კავშირში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სრული სიმკაცრით ამოქმედდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, აიკრძალოს ტრანსპორტის გადაადგილება კატალიზატორის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსპორტის გზისპირა კონტროლი სპეციალური აპარატურით მოხდეს. რაც შეეხება საწვავს, კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემას დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებიც წარმოადგენს.




ვაჟა კაკაბაძე:"ტყვიის მაღალი შემცველობა –არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდეს დივერსიას"


ვაჟა კაკაბაძე-ის სურათის შედეგიგასულ წელს, როცა სტამბულში ვიყავი იქ მომუშავე ქართველებმა მითხრეს, რომ სტამბულის სავადმყოფო სავსეა ქართველი ბავშვებით, რომლის სისხლშიც მომატებული ტყვიის შემცველობაა დაფიქსირებული.

როგორც საინფორმაციო წყარო გადმოსცემს იტალიის ლაბორატორიიდან ჩამოსული ანალიზის პასუხებით, 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ: 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული.  ამ საკითხზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძემ, მან განაცხადა:

“ტყვიის შემცველობაზე კვლევის შედეგები ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება (იგულისხმება აპრილი). შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული 1600-მდე ბავშვიდან, სისხლში ტყვიის საყურადღებო მატება 16 ბავშვს დაუდგინდა. ამ ბავშვებთან დადიან ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, გარემოს სპეციალისტი და ინდივიდუალური მკურნალობა უტარდებათ. ასევე მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, რათა დადგინდეს ტყვიის წყარო. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცოტა ხანში სახელმწიფო პროგრამა ამუშავდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. მზადდება დიდი სამთავრობო პროგრამა სხვადასხვა უწყების ჩართულობით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაისახოს გრძელვადიანი პროგრამა ტყვიის პრობლემების აღმოსაფხვრელად”.

ასევე გაირკვა, რომ დასავლეთის მხარეში, სახელდობრ ზღვის პირას მაცხოვრებელ ბავშვებში ტყვიის შემცველობა სხვა რეგიონებში მაცხოვრებელ ბავშვებთან შედარებით, უფრო მაღალია. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ? ამ კითხვაზე შევეცდები გავცე პასუხი:

  • პირველი – ტყვია დაკავშირებულია დარიშხანის საბადოსთან და როცა რაჭაში ხდებოდა ღია კარიერული წესით ვერცხლის მოპოვება, ვერცხლი და ტყვია ჩადიოდა გრუნტის წყლებში, გასული საუკუნის 80 წლებში დარიშხანის შემცველობა აღმოჩენილ იქნა ნიადაგში, მცენარეულ საკვებში და დედის რძეშიც კი. ამ გარემოებამ შეაშფოთა საბჭოთა ექიმები, მაგრამ ქმედითი ღონისძება არ განხორციელებულა – ეს ანალიზი, რათქმაუნდა, ეხება ტყვიასაც;
  • შემდეგი მიზეზი – ბათუმის მახლობლად განლაგებული იყო რუსეთის სამხედრო ბაზა და როცა მოხდა მათი გასვლა არ მომხდარა იქ დარჩენილი სამხედრო ნარჩენების უტილიზაცია;
  • და, კიდევ ერთი  მთავარი მიზეზი – სოხუმთან არსებული ეშერის საიდუმლო ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს საშიშ ცდებს.

ყოველივე ამას ემატება მანქანების გამონაბოლქვი, ნაგავსაყრელების მოუწესრიგებულობა, მეორადი საბურავების გამოყენება და წვა; ცნობისათვის: გემის საღებავები შეიცავს ტყვიის მაღალ შემცველობას, სამშენებლო მასალები გაჯერებულია ტყვიით და არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდეს დივერსიასაც – მსგავსი მეთოდი გამოიყენება ჰიბრიდული ომის დროს.

არანაკლები სიმწვავით დგას ეკოლოგიური პრობლემა დასავლეთის ცალკეულ რაიონებში (ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა) და შემოგარენში. დასავლეთის რეგიონის სოფლების მოსახლეობა წლებია საუბრობს გამოწვევებზე, რაც მათ დასახლებულ პუნქტებში დგას ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების, საყოფაცხოვრებო სავარგულების გამოუსადეგრად გადაქცევის თუ ადგილზე მოწეული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით.

старые покрышки-ის სურათის შედეგი

ასევე, აუცილებლად უნდა შევეხოთ თბილისის ძირითად პრობლემას, სახელდობრ: თბილისის ცენტრში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას იწვევს.

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება მეორადი საბურავების დაწვა და მისი გადამუშავება (აქვე მინდა აღვნიშნო და, თუ არ ვცდები, ამ ტერიტორიის ნაწილი ორი პარლამენტარის საკუთრებაში იმყოფება), მიღებულ რეზინას იყენებენ ბავშვების გასართობი ტერიტორიების რბილი საფარის დასაგებად (საზღვარგარეთ სუფთა კაუჩუკს იყენებენ), რაც დიდ ზიანს აყენებს იქ მოთამაშე ბავშვებს. მაშასადამე აუცილებელია მოცემული ტერიტორიის (ელიავას ბაზრობა) ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა, ხოლო თავისი განლაგების გათვალისწინებით კი, ტერიტორია საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად უნდა გადაიქცეს.

რა შედეგი მოყვება ტყვიის შემცველობის ზრდას ადამიანის ორგანიზმში: მოზარდებში გონებრივი განვითარების შეფერხება; თექვსმეტი და მეტი წლის ახალგაზრდებში სექსუალური პოტენციალის დაცემა, რაც იწვევს ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების ზრდას; გულის და ნერვიული სისტემის დაავადებას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და როგორც კარგი მკურნალი იტყოდა – ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი თუ არ დავადგინეთ, სნეულებას ვერ ვუმკურნალებთ .

ჩვენი შვილები ჩვენი იმედია, არ მოვკლათ იმედი!!!

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი,

საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი,

პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე.




ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ხელმისაწვდომი გახდება


დაკავშირებული სურათიატმოსფერული ჰაერის ხარისხზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება – ასეთი ვალდებულება გათვალისწინებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით.

სიახლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

პროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო ინფორმაცია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მონაცემებს კონცენტრაციების გადაჭარბების დონის შესახებ, მათ შორის, ზღვრულ მნიშვნელობებს, საგანგაშო ზღვრებს, შეტყობინების ზღვრებს ან გრძელვადიან ამოცანებს რეგულირებადი დამაბინძურებლების შესახებ.

მთავრობში განმარტავენ, რომ ცვლილებები მომზადებულია ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.




ახალი ინიციატივა – ქალაქებში მწვანე სივრცეებს მშენებლობისგან კანონი დაიცავს


Похожее изображениеსაპარლამენტო უმრავლესობა ახალი ინიციატივით გამოდის -ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებაში არსებული ყველა პარკი და მწვანე ზონა საკანონმდებლო დონეზე იქნება დაცული.  კანონპროექტში გაჩნდება ჩანაწერი „მწვანე ხაზები“და სწორედ ამ ხაზებით იქნება შემოსაზღვრული ეს ტერიტორიები. 

კანონპროექტის ავტორები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა არიან.

მათი განცხადებით, კომიტეტში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი. საკრებულოს თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საშუალება ექნებათ ამ ჯგუფს მიმართოს.

ახალი კანონპროექტის მიზანია, მწვანე სივრცეები დაიცვას ნებისმიერი კაპიტალური ტიპის მშენებლობისგან, რასაც კანონი აკრძალავს. კანონპროექტის ავტორებმა კონსულტაციები ქალაქის მერთან უკვე გაიარეს და კახა კალაძისგან სრული მხარდაჭერა ექნებათ. მამუკა მდინარაძე და კახა კუჭავა კოლეგებისგან და საზოგადოებისგანაც ელოდებიან მხარდაჭერას.




დედაქალაქის მწვანე საფარს მერია და კერძო მესაკუთრეები ერთობლივად მოუვლიან


Картинки по запросу თბილისის მერიათბილისში და მიმდებარე ტერიტორიებზე, მწვანე საფარის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მუნიციპალიტეტის საზღვრებში, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გამხმარი და დაავადებული ხეების სანიტარული ჭრა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კერძო მესაკუთრის ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ გამხმარი და დაავდებული ხეების მოვლას.

მემორანდუმის მიზანია თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მწვანე საფარის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, დაავადებული და გამხმარი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღება და დაავადების გავრცელების პრევენცია. ასევე, დაავდებული ხეების ნაცვლად, ახალი ნერგების დარგვა თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მემორანდუმს ხელი დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ და სხვადასხვა კერო მესაკუთრეებმა მოაწერეს.