პატრიარქის მოსაყდრემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა


მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდა.

გადმოცემის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა ის აღმართა ანუ აღამაღლა. სწორედ აქედან მოდის დღესასწაულის სახელწოდება -„ჯვართამაღლება“.

დღესვე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან (ფაჩუაშვილი) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები.

პანაშვიდის დაწყებამდე, ქადაგებისას, მიტროპოლიტმა შიომ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისა და სოხუმის დაცემის დღის შესახებ ისაუბრა.

„დღეს, ამ დიდ საზეიმო დღესთან ერთად, გვაქვს სამწუხარო დღეც. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგიკულ ომს, ამ ომის დღეებს. ახლა გადავიხდით პანაშვიდს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მოსახსენიებლად. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვილოცებთ არა მარტო ქართველებისთვის, ვინც ამ ომში დაეცა, არამედ აფხაზებისთვისაც. მინდა გავიხსენო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები. მან ბრძანა, რომ „ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ომში დაეცა, იმიტომ რომ, სინამდვილეში, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ჩვენ, ორივე მოძმე, ვიყავით მსხვერპლი ამ ომში“. მისმა უწმინდესობამ ბრძანა: „მჯერა, დადგება დღე, როდესაც აიგება ქართველ და აფხაზ დაღუპულ გმირთა ერთი საერთო ძეგლი“. აი, ასეთი დღეა დღეს. ღმერთმა აცხონოს სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე აღსრულებულნი და უფალმა ინებოს ჩვენი ერის გამთლიანება ჯვრის ცხოველსმყოფელი ძალითა და მადლით, ამინ“, – დასძინა მიტროპოლიტმა შიომ.




მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია


ექიმითბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლებისმასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

უწყების ცნობით, მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები გამოყოფილია საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია.




27 სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა იხსნება


დაკავებასპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება.

ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

ხანგრძლივი პაემანს შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც ასევე სრულად ვაქცინირებული იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ არაერთი ქმედითი ნაბიჯი და პრევენციული ღონისძიება გატარდა, რათა სისტემა „კოვიდ-19“-ის გავრცელებისგან დაცული ყოფილიყო. სწორედ ამ მიზნით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო, რომელიც ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული. სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია.




ბაგა–ბაღები მუშაობას 4 ოქტომბრიდან შეძლებენ, სასწავლო პროცესი კი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება


ბაღისასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება – გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე.

„სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება.

რაც შეეხება სააღმზრდელო დაწესებულებებსს, მათი  მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება.

„4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 




ეპიდვითარება მცირედით გაუმჯობესდა–საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრამდე არ აღდგება


ლურჯი ავტობუსისაზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა ღიბრაძემ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის  ამირან გამყრელიძის განაცხადებით,  ეპიდვითარების მცირედით გაუმჯობესება დაფიქსირდა დიდ ქალაქებში მობილობის დაცემის ხარჯზე.

„უფრო სერიოზულად მიმდინარეობს აღსრულების მონიტორინგი. ილუქება დაწესებულებები, სადაც დიდი შეკრებებია. უმორჩილესად გთხოვთ, რომ დავიცვათ წესები ორი კვირის განმავლობაში, რათა ეპიდვითარება გაუმჯობესდეს. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ადამიანი დაიღუპოს, ვატაროთ აქტიურად პირბადე და სექტემბერში არ დავაგდოთ აცრებიცს ტემპი. ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისია. სექტემბერს ვხვდებით მილიონი დოზა „ფაიზერით“, აქედან 250 000 დოზა უკვე დაჯავშნილია. 750 000 დოზა თავისუფალია, რომელიც შეგიძლიათ პირველ და მეორე აცრებზე გამოიყენოთ. კიდევ შემოვა ვაქცინები და შემოდგომაზე დეფიციტი არ გვექნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.




გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს


21 აგვისტო ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა, მის ხსოვნას მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.

პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პატივი მიაგეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული გმირის დაბადების დღეს, მისი საფლავი თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და მისი ძალისხმევით დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლი გენერალი მშობლიურ მიწას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიაბარეს.

სოხუმის დაცემა, გვირგვინი, ყვავილები

გენერალი გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.




12 წლის ანასტასია კირთაძე ფიდე-ს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულია


ჭადრაკი21 აგვისტოს ონლაინ პლატფორმა tornelo.com-ზე ჩატარდა ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 10, 12, 14, 16 და 18 წლის ვაჟთა და გოგონათა შორის.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 10 ტურად გაიმართა წრაფ ჭადრაკში. თითოეულ კატეგორიაში 1-10 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს ფინალური ეტაპის საგზური გადაეცათ.

ქართველთაგან ფინალური ეტაპის საგზურის მფლობელი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 12 წლის ანასტასია კირთაძე გახდა, რომელმაც 10 შესაძლებლიდან 8 შეხვედრაში მოიგო, 2 პარტიაში კი ყაიმი დააფიქსირა და პირველობა იზეიმა.

მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ეტაპის პარტიები 26-31 აგვისტოს გაიმართება.

1tv.ge




საკლასო ოთახებში სწავლა, შესაძლოა, განახლდეს იმ სკოლებში, რომელთა პერსონალის 80 % იქნება აცრილი


სკოლადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლები, რომელთა პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, წახალისებული იყოს და იქ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, რომელიც ორი კვირის წინა პერიოდს მოიცავს, სკოლის პედაგოგების 30% აცრილია, თუმცა განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ეს მაჩვენებელი 40%-მდეა გაზრდილი.

„ჩვენი მონაცემი ორი კვირის წინანდელია და გასაგებია, რომ ორი კვირის განმავლობაში შეიძლება შეიცვალა და კარგია, თუ ეს შეიცვალა. სკოლებს იმ შემთხვევაში ვუწოდებდით უსაფრთხოს, თუ აცრილი იქნება 80% მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ. ამიტომ იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია და პირიქით – უნდა წავახალისოთ, რომ დაიწყოს დასწრებული სწავლება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ იქნება, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ გასცემს.




14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რიგი შეზღუდვები წესდება


 84A70EB1-501E-4BD9-9725-49BF52D59E43_mw1024_s_nჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაწესებულ შეზღუდვებზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ზომები  იძლევა იმის საიმედო საფუძველს, რომ მოხდება აღმავალი ინფექციის გარდატეხა.

„მნიშვნელოვანია ასევე რეგულაციების აღსრულების კომპონენტის გამკაცრება, შრომითი ინსპექციისა და შსს-ის მხრიდან დაწყებულია ინტენსიური მონიტორინგი, სადაც განხორციელდა როგორც დაჯარიმებები, ასევე ობიექტების დალუქვა. ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან დადებითი დინამიკა ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შეზღუდვის დაწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

• შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

• სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;

• იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

• კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;

• საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;

• ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;

• ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით;

• მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას;

• ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

 




არაფხიზელ მდგომარეობაში მოპედის მართვისთვის ჯარიმა იზრდება


126513e5e4e14a06dfb54368d8b62418_p2ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვისას მძღოლი 500 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნული ცვლილება შევა ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა.

კანონპროექტის პირველად ვერსიაში, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული იყო 300-ლარიანი ჯარიმა.

კანონპროექტის თანახმად, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 600 ლარისა.