პრემიერი: “ნატო-სკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს”

იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა - მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ,  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური და არსებითი დღის წესრიგი და ინტეგრაციის პროცესი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად და ქვეყანა არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი. მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო აძლიერებს რეფორმებს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო-ნატო-ს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისა და მოკავშირეებისგან. ნატო-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და ჩვენი გამძლეობის გაზრდაში, ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს, დღის წესრიგს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა.

ეფექტურობას დაფუძნებული მიდგომა, კვლავ რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ საქართველოს წინადადების, მისი თავდადების და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს გამოიწვევს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში სრულ წევრად ისახავს მიზნად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჩვენი ქვეყნის ნატო-სკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ეს არის ფართო კონსენსუსის საკითხი მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს შორისაც.

“ნატო-ს მნიშვნელოვანი როლისა და ჩვენი დღის წესრიგის გათვალისწინებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი.

საქართველომ დაადასტურა თავისი კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარების შესაძლებლობა ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში, 860 ქართველი კაცი და ქალი, 10 წლის განმავლობაში, ავღანეთში მოკავშირეთა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მსახურობდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისადმი მათი თავდადებითა და პროფესიონალიზმითა და ერთგულებით დამტკიცდა ქვეყნის სათქმელი. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მზარდ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია, რომელსაც რეგიონის ქვეყნებისთვის თანაბრად ძლიერი სტაბილიზაციის ეფექტი მოაქვს. ევროპული უსაფრთხოება არ შეიძლება შედგეს უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის გარეშე, ეს რეალობა მტკივნეულად ცხადი გახდა ბოლო წლების განმავლობაში. მივესალმებით მოკავშირეთა სტრატეგიას „ნატო 2030“-ის ამოქმედებას, რაც საბოლოოდ დაგვაკავშირებს ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციასაც“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

image_pdfimage_print

Comments

comments