124 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

ВС указал, возможно ли взыскать проценты с долга обанкротившегося лица„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მათვე ინფორმაციით, პირველი იანვრიდან პირველ თებერვლამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 100-ით შემცირდა, ხოლო მთლიანი პორტფელი – 7246.1 მილიონიდან 7241.7 მილიონ ლარამდე შემცირდა.

„124 300 ხელშეკრულებიდან 36100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 970.1 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 თებერვლის მდგომარეობით 13.06% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი თებერვლის მონაცემებით, 54 800 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.69%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2677.8 მილიონი ლარია.

29300 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც პირველ იანვართან შედარებით 700-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3359.5 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1078.5 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12.86%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი თებერვლის მონაცემებით 2281 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილმა 12.59%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ პირველი თებერვლის მონაცემებით, 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22.4 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.14%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 98.1 მილიონი ლარია.

პირველი თებერვლის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 14.66%.

პირველი თებერვლის მდგომარეობით, შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.88%-დან 14.66% -მდე ხოლო, გაზრდილია ავტო სესხზე – 12.63%-დან 13.14 %-მდე“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციაში.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებიც აგვიანებს (ვაქცინაციის დაგვიანებით დაწყება), ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ით განისაზღვრა, რაც როგორც წინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შედეგია და არ ასახავს ფასების რეალურ დინამიკას, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში განმსაზღვრელი ფაქტორის როლს არ თამაშობს.

სუბსიდირების დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება, სავარაუდოა წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი 4.5%-მდე გაიზარდოს. ასევე მნიშვნელოვან რისკებს წარმოქმნის საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ნედლეულის ფასების ბოლო დროინდელი ზრდა, რაც გაუფასურებული კურსის პირობებში ადგილობრივ ფასებზე მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ახდენს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.50 პროცენტამდე გაზარდა.

image_pdfimage_print

Comments

comments