გეოლოგები – ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

მეწყერის საფრთხე თბილიში - პროცესების კვლევაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან | CyCთბილისში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ დამეწყრილი უბანი დღეს ქართველმა გეოლოგებმა კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები კი დამეწყრილი ადგილის შესწავლაში ორშაბათიდან ჩაერთვებიან. პარალელურად, აქტიურად გრძელდება მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაც. თბილისის მერიის განცხადებით, მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მეწყრულ პროცესებთან კავშირში არ არის. ქართველი გეოლოგების შეფასებით მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი ზედმეტია, რადგან, მეწყრული პროცესების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა არ ცხოვრობს.

ინჟინერ-გეოლოგის ზურაბ ცომაიას თქმით,  პრობლემის კვალიფიციური შესწავლის გარეშე წინასწარი მწვავე შეფასებები არასერიოზულია და საფუძველს მოკლებულია. გეოლოგის მტკიცებით, მეწყრული პროცესები დედაქალაქისთვის ზოგადად დამახასიათებელია და მასზე დასკვნები მხოლოდ საფუძვლიანი კვლევის შედეგად უნდა გაკეთდეს.

„დღეს არსებული სურათი ვიზუალურად დავათვალიერეთ, დავგეგმეთ სამუშაოები. ეს არის სერიოზული მეწყრული პროცესი, რომელსაც კვლევა სჭირდება, ჩვენ ხვალიდან ჩავერთვებით ამ კვლევაში. პირველ ეტაპზე გავაკეთებთ ტოპოგრაფიულ A გეგმას, შემდეგ გეორადარით ავაგებთ პროფილებს. ბურღვითი სამუშაოები აქ ამ ეტაპზე არაა რეკომენდებული, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მექანიზმია ჩართული. გეორადარისა და გეოფიზიკური მონაცემების საფუძველზე შეგვეძლება, დავსახოთ ღონისძიებები. ჯერჯერობით რაც ჩანს, ამ მასის მიმართულება დაძვრის შემთხვევაში იქნება ხევისკენ. გარკვეული შიში შეიძლება იყოს ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, რაც იმას არ ნიშნავს, რომ პრევენციას ვერ გავაკეთებთ.

ნალექმა შეიძლება რაღაც გამოიწვიოს, მაგრამ ცალსახად იმის თქმა, რომ ნამდვილად გამოიწვევს, არ შეიძლება. მოსახლეობისთვის საშიშროების კუთხით რაიმე სახის პრობლემას მე ვერ ვხედავ. ჩემთვის გაუგებარია ასევე ევაკუაციასთან დაკავშირებით არსებული საუბარი. მთელი მოსახლეობა, ვინც გარშემოა, ევაკუირებული უნდა იყოს? ამ სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ასეთი მეწყერი თბილისს ახასიათებს. ქვევითაც იყო გახსნილი, წყნეთის გზაზეცაა გახსნილი, ზუსტად იგივეა აქაც. კვლევაა საჭირო და ამის გარეშე რთულია დასკვნების გაკეთება.

ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტი სურათი და ამიტომ არასერიოზული იქნება, რომ ვთქვა, რომ ან ძალიან დიდი საშიშროებაა ან საერთოდ არაა. უნდა შევისწავლოთ და ეს პროცესიც ძალიან სწრაფად არ ხდება, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით“, – განაცხადა ზურაბ ცომაიამ.

ირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით განცხადება პირველად თბილისის მერიამ ...

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის მთავარი გეოლოგის  ლევან ჯაფარიძის  განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ლევან ჯაფარიძის თქმით, პრევენციული ღონისძიებებისთვის, პირველ ეტაპზე, აუცილებელია, გაკეთდეს საინჟინრო-გეოლოგიური ღონისძიებების პროექტი ანუ ე.წ. სტრატიგრაფია.

„დღეს მე, როგორც სპეციალისტი, აქ პირველად ვარ და რა სურათიც ვნახე, ამ ყველაფერს საერთო არ აქვს მოსახლეობის საშიშროებასთან. რაც შეეხება შემდეგი მოქმედების გეგმას, აქ შესწავლილ უნდა იქნას ამ შრეების ხასიათი, საინჟინრო-გეოლოგიური მასალის შესწავლა უნდა მოხდეს, ზუსტად უნდა აისახოს დაზიანების სურათი, ნაპრალები, რაც სახეზეა, რამდენად შეიძლება ეს საშიში იყოს, არა მოსახლეობისთვის, არამედ გზისთვის, ხელმეორედ რომ არ იყოს საკეთებელი. წვიმა იქნება თუ მიწისძვრის ელემენტები, ისევ შეიძლება, გაჩნდეს ნაპრალები, შეიძლება რაღაც ნაწილი წამოვიდეს ქვემოთ და დააზიანოს აშენებული გზა.

პრევენციულ ღონისძიებების კუთხით უნდა გაკეთდეს პროექტი, რომლისთვისაც უნდა მომზადდეს საინჟინრო-გეოლოგიური საფუძველი, ე.წ. სტრატიგრაფია და ეს სხვა არაფერია თუ არა შრეების ჩაწოლის სურათის ასახვა. ამის მიხედვით სადღაც მოიჭრება ის ქანები, რომელთა გამაგრება შეუძლებელია. ნაწილი უნდა გამაგრდეს სხვადასხვა გეოტექნიკური ღონისძიებით. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და არ მგონია, ამას დიდი დრო დასჭირდეს. მთავარია გაკეთდეს იმ ხალხის მიერ, ვისაც ამის გამოცდილება აქვს. ერთი რამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აქ მოსახლეობისთვის არაფერია საშიში“, – განაცხადა აკადემიკოსმა ლევან ჯაფარიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments