თამარ გაბუნია:”ამ ეტაპზე შეზღუდვების დამატებით შემსუბუქება სარისკოა”

Из-за коронавируса цены на медицинские маски подняли в десять раз —  Российская газетаსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიამ განაცხადებით,   დარჩენილი შეზღუდვების მოხსნის წინაპირობაა ზაფხულამდე  მინიმალური ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებითა და შემთხვეევების მინიმალური რაოდენობით მისვლა.

„შეზღუდვები, რომლებიც დარჩა, ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს. ორსაათიანი შემსუბუქება, რომელიც გუშინ ავამოქმედეთ, უნდა გავიაროთ უსაფრთხოდ. საკმაოდ საყურადღებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ამ ეტაპზე შეზღუდვების დამატებით შემსუბუქება სარისკოა. ჩვენი მიზანია, რომ ზაფხულამდე მივიდეთ მინიმალური ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით, შემთხვევების მინიმალური რაოდენობით, რაც შემდეგ იქნება წინაპირობა, რომ მოიხსნას დარჩენილი შეზღუდვები და ტურისტული სეზონი გამოვიყენოთ. მაგრამ მომდევნო ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაროთ სიფრთხილით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ახალციხეში ჩვენი კოლეგის გარდაცვალება იყო ტრაგედია, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ვაქცინაციას, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სანდოობას,ვაქცინაციის გააქტიურებაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „სინოფარმის“ ვაქცინამ.

„კარგია, რომ ამ ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო. სამივე ვაქცინა, რომელიც გამოვიყენეთ, ავტორიზებულია ჯანმოს მიერ და რა თქმა უნდა, ხარისხის მოთხოვნა, რაც დღეს არის ვაქცინებთან მიმართებით, სამივე შემთხვევაში შესრულებულია.

ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ მის იმედად გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა. თუმცა იმან, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რაც იმედისმომცემია, ასევე იმან, რომ ზაფხულია და მოსახლეობაც მზად არის გარეთ სივრცეში გაატაროს მეტი დრო, მოგვცა შესაძლებლობა, რომ დარჩენილი პერიოდი უსაფრთხოდ გავატაროთ. ზამთარში რომ ყოფილიყო ეს სიტუაცია, ჩვენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას ვერ გადავწევდით.

ამ პერიოდში ჩვენი პიკური მაჩვენებელი 24 საათში 1 500-მდე ინფიცირებული აღმოჩნდა. სისტემისთვის ეს მართვადია, მთავარია, შეზღუდვების შემსუბუქებამ მატება არ გამოიწვიოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments