პროტესტი არ შეწყდება, სანამ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მართავენ„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.

„ჩვენ, რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი და კარვები გვაქვს გაშლილი რესპუბლიკის მოედანზე, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე და იქ გადაიკეტება რუსთაველის გამზირი, არ გაიხსნება. ამავდროულად, ახლოს ვიქნებით იმ ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი და გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, ეს არ არის ერთი ადამიანის ბრძოლა, არამედ არის მთელი ქვეყნის პრობლემა და აქციის მონაწილეების პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.

„26 მაისს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ იქამდე, რა თქმა უნდა, არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, მთელი დედაქალაქი დადგება ჩვენ გვერდით და თავისი უფლების, თითოეული ინდივიდის უფლების დასაცავად ამოვუდგებით ერთმანეთს მხარდამხარ. ეს არ არის თითო კაცის ბრძოლა, პერსონალური, ამა თუ იმ პირის ბრძოლა, ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა და თითოეული ჩვენგანის ბრძოლა. ამიტომ, ამის გაცნობიერებას დასჭირდა გარკვეული პერიოდი, რომ მისულიყო ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე, მეტ-ნაკლებად ყველამ გავიგეთ, მაგრამ უფრო დიდი ჩართულობაა საჭირო. ამიტომ, 26 მაისს აღლუმი იქნება არა აქ და თავისუფლების განცდის შეგრძნება იქნება არა აქ, არამედ სადაც ვდგავართ ჩვენ, პროტესტის ძირითად ადგილზე და მთელი დედაქალაქი მოვა იქ. ჩვენ ველოდებით ყველას იქ, რომ მივმართოთ სრულიად საქართველოს და გავიზიაროთ ყველა ის წუხილი, რაც მოდის თითოეული ჩვენგანის გულიდან“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

image_pdfimage_print

Comments

comments