პატაგონიის გიგანტების საიდუმლო

Гиганты Патагонии, которые якобы были выше трех метров. Или не были? | «Карамзинка»: нескучная история | Яндекс Дзенპორტუგალიელმა მეზღვაურმა-მკვლევარმა ფერნანდო მაგელანმა  დედამიწის ირგვლივ პირველი წარმატებული მოგზაურობით გაითქვა სახელი. მოგზაურობის ბოლოს მაგელანი ატლანიტის ოკეანედან წყნარ ოკეანეში ეძებდა გასასვლელ სრუტეს, რის გამოც ეკვატორის გადაკვეთა მოუწია და მიადგა უცნობ მიწას (დღევანდელი არგენტინა).

ზამთარი მოახლოვებული იყო, ადმირალ მაგელანის ხუთგემიანი  ფლოტილია სან–ხულიანის ხრიოკ  ნაპირთან იდგა, რა დროსაც მეაზღვურებმა მოაწყეს აჯანყება. არეულობა მაგელანმა მკაცრად ჩაახშო. თუმცა ეს საქმეს არ წაადგა: სურსათი ილეოდა და მეზღვაურებს შიმშილი ემუქრებოდა. უდაბურ ნაპირზე ნიჟარების გარდა არაფერი მოიპოვებოდა. მიწა უკაცრიელი ჩანდა. ღამე კი სანაპიროს უჩვეულო სინათლე ფარავდა, რის გამოც  კონკისტადორებმა მას ცეცხლოვანი მიწა უწოდეს. ერთ დღეს მეზღვაურებმა  სამხრეთისკენ კვამლი შენიშნეს, თუმცა ახლო–მახლო არანაირი ნასახლარი არ იყო. საიდუმლო მალევე ამოიხსნა. სანაპიროს ერთ ერთ ბორცვზე უცნაური და იმდენად მაღალი არსება გამოჩნდა, რომ მეზღვაურები შიშმა შეიპყრო. ეს ნამდვილი გოლიათი იყო, რომელიც ჯერ  ადამიანებს დააკვირდა, შემდეგ კი ცეკვა და თავზე ნაცრის დაყრა დაიწყო.

მაგელანმა იცოდა, რომ ამგვარად აბორიგენები უცხოტომელთა მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდენ და ერთ–ერთ მეზღვაურს ცეკვა და თავზე ქვიშის დაყრა უბრძანა. ამის დანახვაზე გოლიათი გემებთან მივიდა.  ძალზე გულკეთილი აღმოჩნდა, თუმცა ღონიერ მაღალ კონკისტადორებს მაინც ეშინოდათ მისი. ყველაზე მაღალი მამაკაცები  წელამდე ძლივს სწვდებოდნენ, უზარმაზარი ზომის ფეხები ჰქონდა. ამიტომაც, შემდგომში , ესპანელებმა ადგილობრივ მოსახლეობას „დიდფეხა“ დაარქვეს ( ესპანურად „პატაგაიო“),  მატერიკს კი პატაგონია ეწოდა.

გოლიათს მადაც უზომო ჰქონდა. ერთ ჭამაზე ნახევარი ტომარა ორცხობილა მიირთვა, ერთი სათლი წყალი მიაყოლა და მაინც ვერ დანაყრდა. გართობის გულისთვის მეზღვაურებმა  აბორიგენს რამოდენიმე ვირთხა მიაწოდეს და ისინიც ცოცხლად გადაყლაპა. გიგანტს ყველაფერი ბავშვივით უხაროდა, განსაკუთრებით მოეწონა სამკაულები, მძივები, სარკე. გიგანტს უამრავი იაფი მოსართავი აჩუქეს და იმდენად  განეწყო მათ მიმართ, რომ მომდევნო ჯერზე თან გოლიათი ქალებიც მოიყვანა.

Апрель в Патагонии | Публикации | Вокруг Света პატაგონია
პატაგონია

ამის შესახებ ყოველივე  დაწვრილებით აღწერა მოგზაურობის მემატიანემ, იტალიელმა პიგაფეტამ, რომელიც თან ახლდა ფერნანდო მაგელანს რთული თავგადასავალის დროს.

აბორიგენებთან დამყარებული  იდილია მალევე დასრულდა. ესპანელებს მეფე კარლოს IV – სგან საიდუმლოდ დავალებული ჰქონდათ ესპანეთში ყველა უცნაური ნივთი თუ არსება ჩაეტანათ, მათ შორის ჩაეყვანათ ადამიანთა სხვა რასის წარმომადგენლებიც. ამ ჯერზე  მეზღვაურებმა გოლიათის დატყვევება გადაწყვიტეს. როდესაც გიგანტი კვლავ ესტუმრა, მას ბორკილები ანახეს, ერთერთმა მეზღვაურმა გაიკეთა კიდეც და აბორიგენმაც იგივე გაიმეორა, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ის  შებოჭილი დარჩა! გოლიათი მიწაზე წააქციეს და გემზე აათრიეს, მასთან ერთად კიდევ ერთი გოლიათი დაატყვევეს, დანარჩენებმა თავს გაქცევით უშველეს. ყველაფერი მზად იყო ესპანეთის მეფის გულის გასახარად.

მაგრამ ამ დღიდან ფერნანდო მაგელანს თითქოს ბედმა უმტყუნა. მეზღვაურებში შიმშილი ჩამოვარდა, მათ სურავანდი და ჭირი შეეყარათ.  საბოლოოდ, ადმირალიც ტრაგიკულად დაიღუპა, ის  უაზრო შინაურ ომს შეეწირა. შიმშილით დაიხოცა დატყვევებული ორი გოლიათიც. 1520–1521 წ.წ. მოგზაურობის ერთერთი მონაწილის პიგაფეტას ცნობები რომ არა, ალბათ არასოდეს გავიგებდით პატაგონიის გიგანტების შესახებ.

earth-chronicles.ru

image_pdfimage_print

Comments

comments