აირზე მომუშავე მოწყობილობებზე რეგულაციების ამოქმედება 1 სექტემბრამდე გადაიდო

Газовые плиты котлы и колонки в бытуაირზე მომუშავე მოწყობილობების  რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები გადავადდა. როგორც  საქართველოს მთავრობის  დადგენილებაშია  განმარტებული, ცვლილება  2021 წლის ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.

შესაბამისად, კომპანიები, გაზზე მომუშავე ტექნიკის გაყიდვას, როგორიცაა გათბობის ქვაბები, გაზქურები და სხვა აირის საწვავზე მომუშავე ტექნიკა, ყოველგვარი შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე, პირველ სექტემბრამდე ჩვეულებრივად შეძლებენ.

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ კანონის შედეგად, ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელიც აღნიშნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება წარმოებული.

შეგახსენებთ, რომ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირის საწვავზე მომუშავე ტექნიკას აწვდიან, დოკუმენტაცია რეგლამენტის შესაბამისად უნდა ჰქონდეთ მომზადებული. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, დამატებით შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მოწყობილობა დაპროექტებული, წარმოებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

 

რეგლამენტი კერძო სექტორს შესაბამისობის დეკლარაციის მოთხოვნას მხოლოდ მოწყობილობებზე არ უწესებს. რეგულაცია ვრცელდება მათ შორის ტექნიკის დეტალებზეც.

როგორც ცნობილია, იმპორტიორები აღნიშნავდნენ, მათ  ბიზნესს ეს ცვლილება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

business-partner.ge

image_pdfimage_print

Comments

comments