ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 18-ჯერ გაიზარდა

Главные отличия персика и нектарина | Ложка-Поварёшка все о пользе и вреде  еды и способах ее правильного приготовления2021 წლის 1-ელი მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 1,636 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,433 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 18-ჯერ აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორცილებული ექსპორტს, რომლის ღირებულებაც 73 ათასი აშშ დოლარი იყო.

აღნიშნულ პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასი გაზრდილია 7%-ით და 0.88 $/კგ შეადგენს.
მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, ძირითადად, რუსეთსა (938 ტონა) და სომხეთში (649 ტონა) განხორციელდა.

image_pdfimage_print

Comments

comments