სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური პროგრამა 50 მილიონი ლარით დაფინანსდება

Бурно развивающееся сельское хозяйство Камчатки: кг помидоров — 900 рублей  - ИА REGNUMსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა დაიწყება. 

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროგრამის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განმარტა,  მიმდინარე წელს ცხადდება პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო მექანიზაციის სხვადასხვა თანადაფინანსების პროცენტით უზრუნველყოფას მოიცავს.

„პროგრამის ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან 50 მილიონი ლარი იქნება. ეს მოგვცემს საშუალებას, მასში ჩაერთოს ჩვენი რამდენიმე ათასი თანამოქალაქე და ფერმერი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამას დაახლოებით 6 000-მდე ბენეფიციარი ეყოლება და თითო სოფელზე საშუალო გადანაწილებით ორი ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მაინც გაჩნდება. ეს გულისხმობს , რომ ჩვენ მოვახდენთ დაახლოებით 120 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მობილიზებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში. ეს იქნება ერთი წლის განმავლობაში უპრეცედენტო ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არა სახელმწიფოს მიერ შეძენილი ტექნიკის კუთხით, არამედ ინვესტიცია, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული ფერმერების, ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებაზე და ისინი შესაბამისად აირჩევენ იმ ტექნიკას, რომელიც მათთვის უფრო შესაბამისია და გამოიყენებენ მათთვის საჭირო მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა 21-ე საუკუნეში, მაგრამ ამ გამოწვევის გასამკლავებლად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა.

„ჩვენთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა 21-ე საუკუნეში, მაგრამ ამ გამოწვევის გასამკლავებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2012 წლიდან არის გეზი აღებული. სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის დარგის მუდმივი მხარდაჭერა, რაც აისახა იმ შედეგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments