ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიის შექმნას გეგმავს

Chinese President Xi Jinping is seen on a giant screen as he delivers a speech at the event marking the 100th founding anniversary of the Communist Party of China, on Tiananmen Square in Beijing, China July 1, 2021. REUTERS/Carlos Garcia Rawlinsჩინეთის ხელისუფლებამ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს არმიად უნდა გადააქციოს. 

„ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია მსოფლიო დონის არმია უნდა გახდეს, რომელსაც უფრო დიდი შესაძლებლობები ექნება, რათა საიმედოდ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინელი ხალხი არასდროს დაუშვებს, რომ უცხო ძალამ ის დააშინოს, დაჩაგროს ან დაიმორჩილოს.

„ის დრო, როდესაც ჩინელი ხალხი თავისი ბედის განკარგვის საშუალებას სხვებს აძლევდა, დამცირების ის ეპოქა უკვე წარსულს ჩაბარდა. ნებისმიერი, ვინც  ამას გაბედავს,  1, 4  მილიონი ჩინელის მიერ აღმართულ  რკინის დიდ კედელს შეეჯახება“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ამჟამად სი ძინპინი და მისი პარტია აღზევების ტალღაზეა, რადგან COVID-19 –ის აფეთქების შემდეგ ჩინეთი სწრაფად წამოდგა ფეხზე და მსოფლიო არენაზე  უფრო და უფრო აგრესიულ პოზიციას იკავვებს.

პეკინის  პედაგოგიური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის პროფესორის ტან ჟენვუს შეფასებით, ასეთი ხისტი განცხადებები აშშ–სა და დასავლეთის  მიერ ჩინეთის “შეკავების” პოლიტიკის საპასუხოდ გაკეთდა.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments