დროის მანქანა ჯერ არავის შეუქმნია, თუმცა ალბათ ყველას ოდესმე გაგვჩენია სურვილი წარსულში შეგვეხედა, სულ ერთი წუთით მაინც.
თანამედროვე ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, მაგრამ დროის პორტალი და ტელეპორტაცია კაცობრიობისთვის მაინც მიუწვდომელია და რიგითი მოქალაქეები ვირტუალურ რეალობას სჯერდებიან. წინასწარ ვიტყვით, რომ ეს ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი (myheritage.com) და მხოლოდ იმიტაციას წარმოადგენს იმისა, თუ როგორი იქნებოდა სიცოცხლეში შოთა რუსთაველი.