თამარ გაბუნია:”პირბადის გამოყენებაზე ჩვენ ჯერ უარს ვერ ვიტყვით”

Маска медицинская лицевая защитная "Euronda" защита 3 трехслойные 50 шт,  Малайзия › Купить оптом и в розницу › Цена от заводаსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ჯერ არ იძლევა საშუალებას, პირბადის გამოყენებაზე უარი თქვან.

„კარგია, რომ ვაქცინების დოზები გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ დროულად გამოვიდეთ კრიტიკული პერიოდიდან და რისკების გადაცემა მინიმუმამდე შემცირდეს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაცია. ეს დღეს ამ პრობლემის კრიტიკული გადაწყვეტაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 371 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 355 718, გარდაიცვალა 5 383 პაციენტი.

image_pdfimage_print

Comments

comments