პარლამენტთან ლგბტქ თემის წარმომადგენლებს „თბილისი პრადის“ მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ

ორი აქცია პარლამენტთანრუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები. პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა.  „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მდუმარე აქციის მონაწილეების მხარეს, პარლამენტთან გადანაცვლებას ცდილობენ.

ადგილზე პოლიციაა  მობილიზებული და ცოცხალი ჯაჭვით ცდილობს, სიტუაცია გაანეიტრალოს.

„მათ ქუჩაში გამოსვლის და დროშების ფრიალის უფლება არ აქვთ. უნდა გავყაროთ. კონსტიტუციას არ ვემორჩილებით, რომელიც 10 მცნებას არღვევს. ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, მაგრამ თუ გვინდა მიზეზი ვიპოვოთ, მიზეზი არის ჟურნალისტების ძალადობა საზოგადოებაზე“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა ქაშვეთის ეკლესიის წინ მიმდინარე აქციაზე .

1tv.ge

 

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments