ევროკავშირის კომისარმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი საქართველოდან დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილი - ბატონო კომისარო, ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ დონეზე მომზადებული, პროფესიონალი პოლიცია და ვამაყობთ მათითსაქართველოში ოფიციალური ვიზიტით  ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი იმყოფება. კომისარსთან შეხვედრები გამართეს ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„სამხრეთ კავკასიაში ჩემი პირველი ვიზიტი მშვენიერ საქართველოში დავიწყე. ამ დილით მრგვალ მაგიდასთან მე წარვადგენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის განკუთვნილ ჩვენს ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას დაკავშირებადობისთვის და აღგენისთვის. ჩვენ 2.3 მილიარდი ევროს მობილიზებას ვახდენთ, რათა მოვიზიდოთ 17 მილიარდ ევრომდე ინვესტიცია“, –დაწერა ოლივერ ვარჰეიმ „ტვიტერში“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან  შეხვედრაზე მხარეებმაქვეყანაში  მიმდინარე პროცესებზი განიხილეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების საქმიანობაზე. ასევე ხაზი გაესვა შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

ევროკომისარმა პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადმოტანა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერს. საუბარი შეეხო 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ოლივერ ვარჰეის განცხადებით, იგი აფასებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა ადგილს დაუბრუნა. მისივე თქმით, პოლიციამ იმუშავა და გამოხატვის თავისუფლება დაიცვა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 3.9 მლრდ ევროს დახმარების პაკეტი, რომელიც შედგება 1 მილიარდ 175 მილიონი ევრო გრანტის და დანარჩენი სესხისგან, ეს არის კონკრეტული ხელშესახები, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს ქვეყანამ და ხალხმა.

„მადლობას მოგახსენებთ. მინდა, დაგიდასტუროთ სრული მზაობა ჩემი და ჩემი მთავრობის, რომ აქტიურად, ორშაბათიდან დავიწყებთ მუშაობას იმ პროექტებზე, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ. პროექტები, როგორიც არის დაკავშირების, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, მოიტანს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მეტ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე. ორივე მხარის მიერ აღინიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ინტერესი და მზაობა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მიზნებს განსაზღვრავს და რომლის შესახებაც ვიზიტის ფარგლებში განაცხადა ვარჰეიმ. მხარეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს კოვიდპანდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისა და სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის.

საგარეო უწყების ცნობით, საუბარი ასევე შეეხო მოლოდინებს 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელზეც დამტკიცდება პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი მიზნები და მიღებულ იქნება ერთობლივი დეკლარაცია.

image_pdfimage_print

Comments

comments