2021 წლის 6 თვეში საქართველოდან 104 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა

vino ღვინო2021 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 31%, ჩინეთი – 10% ,ლიეტუვა – 38% ლატვია- 2%, აშშ – 35% გერმანია – 4%, ესტონეთი – 3% და დიდი ბრიტანეთ – 60%.

მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 170 მლნ აშშ დოლარი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

image_pdfimage_print

Comments

comments