9 აპრილის ძეგლთან ჯვრის დასაცავად აქცია ჩატარდა

53ae64e999339723ffcd0d0049f0bc78პარლამენტთან “პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქცია ჯვრის დასაცავად ჩატრდა, რომელიც  სასულიერო პირებმა ლოცვით დაიწყეს.

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ცინიკური  დამოკიდებულება ჯვართან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. ასევე გააჟღერეს ბრძოლის გეგმები იმ დამოკიდებულებებთან, რომლებიც საფრთხედ აღიქვამენ.

შეგახსენებთ, თავდაპირველად აქცია პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს. ისინი გეგმავდნენ პარლამენტთან აღმართულ ჯვართან ყვავილებები მიეტანათ და როგორც თავად აღნიშნავდნენ, სახელმწიფოს პანაშვიდი გადაეხადათ. თუმცა, სოციალურ ქსელებში ძალადობრივი მოწოდებებისა და მუქარის გამო, მოგვიანებით მათ აქცია გააუქმეს.

პარლამენტთან ჯვარი “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა 6 ივლისს აღმართეს.

image_pdfimage_print

Comments

comments