“TV პირველის” ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაატარებს

Траур по детям, погибшим при пожаре в лагере «Холдоми», объявят в Хабаровском крае“TV პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახს სამძიმარს უცხადებენ მთავრობის წევრები, პლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, მასმედიის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.  

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემაღნიშნა,  კითხვებს, რომელიც არსებობს უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს.

„ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა- ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს, -სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას.  კითხვებს, რომელიც არსებობს უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს“, – წერს კახა კალაძე.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. მათ შორის, საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.   საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

image_pdfimage_print

Comments

comments