ჩინეთში დიდი პანდა გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ნუსხიდან ამოიღეს

პანდაჩინეთში დიდი პანდები გადაშენებისგან იხსნეს. ამ სახეობას შეეცვალა სტატუსი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ნუსხაში აღარ ირიცხება. ჩინეთში პანდების პოპულაცია გაიზარდა. ახლა ველურ ბუნებაში 1 800 დიდი პანდა ბინადრობს. ამის შესახებ Global Times წერს.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინფორმაციით, დიდი პანდა დათვის ოჯახის იშვიათი წარმომადგენელია. 1961 წლიდან პანდა WWF-ის სიმბოლოა. დიდი პანდები ჩრდილოეთ ჩინეთში ბამბუკის ტყეებში ბინადრობენ. ერთი მოზრდილი პანდა დღეში 12-დან 38-კილოგრამამდე ბამბუკით იკვებება.

ამ სახეობის პოპულაციის შემცირება გარემო პირობების გაუარესების პირდაპირპროპორციულად მოხდა. ამის მიზეზია ბრაკონიერების მიერ ბამბუკის ტყეების გაჩეხვა.

დიდი პანდების აქტიური დაცვა ჩინეთში 1980-იანი წლებიდან დაიწყეს. ხელისუფლებამ პანდის ბეწვით ვაჭრობა აკრძალა. 1988 წელს აიკრძალა პანდებზე ნადირობა, ხოლო 1992 წელს ჩინეთში გაიხსნა ნაკრძალები, სადაც პანდების უმეტესობა ბინადრობს. ამ ზომების მიღების შედეგად, 2004-დან 2014 წლამდე ველურ ბუნებაში პანდების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.

image_pdfimage_print

Comments

comments