უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ვიზიტით ეწვია

ლაშა დარსალია - ვლადიმირ ზელენსკი ეწვევა სოფელ ხურჩას, ენგურის ხიდს, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, საქართველოს და უკრაინას ერთნაირი გამოწვევები აქვთ, ორივე ებრძვის ოკუპაციასუკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბათუმში ჩაფრინდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზი მოინახულა. ზელენსკი ენგურის ხიდზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოს სხვადასხვა უწყების, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

„ბატონი ზელენსკი ჩამოსვლისთანავე ეწვევა ხურჩას და ენგურის ხიდს, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. მოგეხსენებათ, საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთნაირი გამოწვევები. ორივე ებრძვის ოკუპაციას. ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. საოკუპაციო ხაზზე ვიზიტი კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხეებისა, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ   ლაშა დარსალიამ.

უკრაინის პრეზიდენტი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

image_pdfimage_print

Comments

comments