“ჩაკეტვა არ არის გონივრული გამოსავალი, ეს დროებითი გამოსავალია”

garibashvili_irakli_080საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს  და აღნიშნავს, რომ  ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი,  ეს   დროებითი გამოსავალია. 

„რა ტენდენციაც მიმდინარეობს მსოფლიოში, ამ გლობალური, მასშტაბური ჩაკეტვების წინააღმდეგ მიდის ყველა. არავინ აღარ იყენებს ე.წ. ლოკდაუნებს და მკაცრ ჩაკეტვებს. აკეთებენ ლოკალურ, წერტილოვან შეზღუდვებს, რაღაც გარკვეულ რეგულაციებს, რაც ჩვენც მოგვიწევს და დავიწყეთ უკვე გუშინ. მაგრამ ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება – ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში.

ჩვენ მთავრობამ, პარლამენტმა, ყველამ, უნდა მივცეთ მაგალითი ყველას და ვუხსნათ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაშია და მეორეს მხრივ, არ ჩავკეტოთ ქვეყანა და დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები. რაც შეეხება არჩევნებს – ჩვენ მაქსიმალური მობილიზება უნდა მოვახერხოთ, იმისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ არჩევნებზე. მე ამის მჯერა, ჩვენს გუნდს სჯერა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ყველაფერი იქნება კარგად. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. განვითარება ყველა რეგიონს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments