ურუგვაი მზად არის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისთვის

 вщпщмщкსაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც მინისტრი გააჟღერებს გახლავთ ის, რომ მე მან გადმომცა ნოტა, იმასთან დაკავშირებით, რომ ურუგვაი მზად არის საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით. ვფიქრობ ეს იქნება ამ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩვენს შორის და საქართველოს პოტენციალი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, ისე როგორც ჩვენ გამოვიყენებთ იმ პოტენციალს და შესაძლებლობებს, რომელსაც ურუგვაი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა გვთავაზობს ლათინური ამერიკის რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ურუგვაელი კოლეგის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს გახლავთ ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალურ ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მჭიდრო და მეგობრულ კავშირებს. მინისტრის თქმით, საქართველოს და ურუგვაის აერთიანებს საერთო ღირებულებები და ინტერესები, რაც არის დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებისადმი ერთგულებასთან.

„ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე საქართველოსთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურუგვაის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობების 27-წლიანი ისტორია, ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი. ურუგვაი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ლათინური ამერიკის რეგიონში და ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები და განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანის მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღესვე ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამართა შეხვედრა.

image_pdfimage_print

Comments

comments