ეპიდვითარება მცირედით გაუმჯობესდა–საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრამდე არ აღდგება

ლურჯი ავტობუსისაზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა ღიბრაძემ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის  ამირან გამყრელიძის განაცხადებით,  ეპიდვითარების მცირედით გაუმჯობესება დაფიქსირდა დიდ ქალაქებში მობილობის დაცემის ხარჯზე.

„უფრო სერიოზულად მიმდინარეობს აღსრულების მონიტორინგი. ილუქება დაწესებულებები, სადაც დიდი შეკრებებია. უმორჩილესად გთხოვთ, რომ დავიცვათ წესები ორი კვირის განმავლობაში, რათა ეპიდვითარება გაუმჯობესდეს. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ადამიანი დაიღუპოს, ვატაროთ აქტიურად პირბადე და სექტემბერში არ დავაგდოთ აცრებიცს ტემპი. ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისია. სექტემბერს ვხვდებით მილიონი დოზა „ფაიზერით“, აქედან 250 000 დოზა უკვე დაჯავშნილია. 750 000 დოზა თავისუფალია, რომელიც შეგიძლიათ პირველ და მეორე აცრებზე გამოიყენოთ. კიდევ შემოვა ვაქცინები და შემოდგომაზე დეფიციტი არ გვექნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments