„თბილისობის“ დღესასწაული წელსაც არ გაიმართება

თბილისიპანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება.

„ოქტომბრის დასაწყისში ყოველთვის იმართება სახალხო დღესასწაული, რომელიც მართლა ძალიან უხდება ამ ქალაქს. სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვახერხეთ „თბილისობის“ ჩატარება. არსებული პანდემიიდან გამომდინარე, წელსაც იგივე პრობლემა გვაქვს. დღესაც ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ამიტომ, სადღესასწაულო ღონისძიებებს ვერც წელს გავმართავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე .

„თბილისობასთან“ დაკავშირებული კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია. ასევე, ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში გექნებათ შესაძლებლობა, ნახოთ კონცერტი. მესმის არსებული მდგომარეობა. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

image_pdfimage_print

Comments

comments