ინფლაცია და პანდემია – რა გამოწვევბის წინაშე დგას ქვეყნის ეკონომიკა?

1368115504_1354271615_erovnuli-bankiეროვნული ბანკის ვიცე – პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ფინანსური სექტორისთვის ორ მთავარ გამოწვევად პანდემია და დოლარიზაცია შეიძლება ჩაითვალოს.

„ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდ-19-ის ეფექტი სრულად არ არის ამოწურული. მიუხედავად იმისა, რომ აღდგენა დაწყებულია, კოვიდ-19 რჩება ერთ-ერთ მთავარ რისკად. მისი დასრულების ტემპებთან დაკავშირებით ვადების განსაზღვრა კვლავ რთულია, შესაბამისად, კოვიდ-ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ამან შეიძლება დამატებითი წნეხი მოახდინოს როგორც ჯამურად, ეკონომიკაზე, ისე მთლიანად ფინანსურ სექტორზე.

ამასთან, როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, დღესაც დოლარიზაციის რისკი ფინანსური სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე საბანკო სექტორისთვის კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. სებ-ის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე კონტრციკლური ბუფერის გაზრდა მიზანშეწონილი არაა. ამასთანავე, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემისთვის 2020 წელს შემსუბუქებული ბუფერების აღდგენის პროცესი, რაც დაწყებულია თავისთავად ასრულებს კონტრციკლური ბუფერის როლს, შესაბამისად უშუალოდ ამ ბუფერის გაზრდა მიზანშეწონილი არაა.

„მაღალი ინფლაცია ჩვენი ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაა“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე მედიასაშუალებების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„მაღალი ინფლაცია ჩვენი ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაა“ - პაპუნა ლეჟავა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ ინფლაციის მოსათოკად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრების სწრაფი და ამბიციური გზა არჩია. სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტზე ფასები საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციის ტენდენციების გავლენით იზრდება.

„ინფლაციის დონის მოთოკვასთან დაკავშირებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით, რაც პირველ რიგში, მონეტარული პოლიტიკის ზრდით გამოიხატება. 2021 წლის განმავლობაში ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, დაახლოებით, 2 პპ-ით გავზარდეთ და 10%-ია.

უნდა გავითვალისწინოთ ინფლაციის გამომწვევი ფაქტორები და რამდენად აქვს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მასზე გავლენა. ინფლაცია მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდით, სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ნავთობზე და ა.შ. სადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეფექტი შედარებით ნაკლებია.

ჩვენ შედარებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზნად ვისახავთ იმას, რომ ეს დროებითი ფაქტორები, როგორიც საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდაა ინფლაციის გრძელვადიან მოლოდინებში არ გადაიზარდოს. ჩვენ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით კოვიდ-19-ის კრიზისი შედარებით უფრო მაღალი ინფლაციით დავიწყეთ, რაც განპირობებული იყო 2019 წელს მიღებული შოკებით. შესაბამისად, დავინახეთ რისკი, რომ ეს ინფლაციის მოლოდინებში გადაიზრდებოდა, ამიტომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შედარებით უფრო სწრაფად და ამბიციურად გავამკაცრეთ, ვიდრე ეს რეგიონის სხვა ქვეყნებმა გააკეთეს. დღეს ვხედავთ, რომ ინფლაცია სხვა, მათ შორის რეგიონის და განვითარებულ ქვეყნებში იზრდება, და თითქმის ყველგან გვაქვს საპროცენტო განაკვეთების გამკაცრებული პოლიტიკა ან სხვა ინსტრუმენტების გამკაცრება, რაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე გავლენას ახდენს“, – განმარტა პაპუნა ლეჟავამ.

ეროვნულმა ბანკმა დღეს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საბანკო სესხების თანაფარდობამ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 80%-ს მიაღწია. ეს ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილ ვალის ტვირთზე მეტყველებს, რადგანაც პანდემიამდე ეს მაჩვენებელი მშპ-ის 70%-ზე დაბლა იყო. ამჟამად საბანკო სესხების მშპ-თან შეფარდებით საქართველო აღემატება ჩეხეთს, პოლონეთს, რუსეთს, ბულგარეთს, მოლდოვას, ლატვიას და სხვა ქვეყნებს.

https://bm.ge

image_pdfimage_print

Comments

comments