ვახტანგ გომელაური – ყველაფერს ვაკეთებთ ნანგრევებიდან ადამიანთა უსაფრთხოდ გამოსაყვანად

პოლიცია, აფეთქებასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს პირადად გაეცნო.

ვახტანგ გომელაურმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ პოლიცია, მაშველები და მუნიციპალური სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ადამიანები უსაფრთხოდ იქნენ ნანგრევებიდან ამოყვანილი.

„რამდენიმე სადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან.

სამაშველო ღონისძიებაში ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული.

მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინსიტროს დანაყოფები, ადგილობრივი ხელისუფლების მერია, მუნიციპალური სამსახურები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის ამ შემთხვევაში, შეიძლება უფრო დავაშაოთ და უფრო ცუდი მოხდეს.

ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ ნანგრევებიდან ცოცხალი ვინც არის, ის ადამიანები გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

image_pdfimage_print

Comments

comments