თბილისში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

samit, konferenciaსავაჭრო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა,  რომლის ფარგლებში  სლოვაკურ და ქართულ კომპანიებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები შედგა. ფორუმზე სლოვაკეთის ბიზნესდელეგაცია წარადგინეს  მსხვილმა სლოვაკურმა  კომპანიებმა ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან.

ღონისძიება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

” უკვე მესამედ ტარდება საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესია ზოგადად, ევროპული ბიზნესიდან და ინვესტორებიდან, მათ შორის, სლოვაკი ბიზნესმენებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ.

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ერთობლივი პროექტი შედგება, განსაკუთრებული ინტერესი, ამ ეტაპზე, უკვე გამოითქვა უკვე IT სექტორის, ენერგეტიკის მიმართ, სლოვაკეთი ასევე ცნობილია თავისი მანქანათმშენებლობის მდიდარი ტრადიციებით და ვფიქრობთ, რომ აქაც შეიძლება თანამშრომლობა, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად და ამას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით“ – აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა სლოვაკეთის მთავრობას და დელეგაციის წარმომადგენლებს, ქვეყნის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის, ასევე კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის კუთხით აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, მათ შორის როგორც SlovakAid-ის ფონდიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, ასევე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს თანადგომისთვის.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა SlovakAid-ის მიერ მხარდაჭერილ არაერთ პროექტს, მათ შორის პანდემიის პერიოდში რაჭის რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებს, რომელიც პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეთა თანადგომას გულისხმობდა, ასევე სლოვაკეთის დახმარებისა და განვითარების სააგენტოს SlovakAid-ს თანადგომას.

image_pdfimage_print

Comments

comments