მანდარინის ექსპორტი 100%–ით, თხილის კი 39%–ით გაიზარდა

mandarin_2გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან მანდარინის ექსპორტი 100%-ით გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 100%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა და 2020 წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა. 2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).

რაც შეეხება თხილის კულტურას, აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 12.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 56.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.5 ათასი ტონით (39%), ხოლო ღირებულება – 7 მლნ აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (5.5 ტონა), გერმანიაში (2,090 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (311 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (148 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), ესტონეთში (38 ტონა), უნგრეთსა (22 ტონა) და ხორვატიაში (20 ტონა).

2021 წლის 9 თვეში თხილისა და კაკლის ექსპორტმა 14 ათასი ტონა შეადგინა, რომლის ღირებულება 70 მლნ აშშ დოლარია.

image_pdfimage_print

Comments

comments