გვარამია:”სააკაშვილი იქნება ცოცხალი და თქვენ არ იქნებით მოსამართლეები”

ნიკა გვარამია 2თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიიღეს.

სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ადვოკატებმა. ბექა ბასილაიამ მოითხოვა, სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინათ და დიმიტრი საძაგლიშვილსა და ნიკა გვარამიას მისცემოდათ საშუალება, პროცესს დასწრებოდნენ. დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით,  29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი.

„29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი. მათ დღეს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს შუამდგომლობაზე, პროცესის ჩანიშვნით 29-ში. მიხეილ სააკაშვილზე თქვეს მათ, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება და 29-ში განვიხილავთ ამ საკითხს მის გარეშე, რადგან ცოცხალი არ იქნებაო. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეუბნები, მიხეილ სააკაშვილი იქნება ცოცხალი და თქვენ არ იქნებით მოსამართლეები, მაღლა მზე იქნება და ეს ასე იქნება. მიხეილ სააკაშვილი 29-შიც ცოცხალი იქნება, იმის მერეც და 29-მდე როგორმე თქვენი ხელისუფლება თუ მიგორდა თავის სასამართლო ხელისუფლებიანად, ყველანაირ ხელისუფლებიანად, ამაზე იფიქროთ, გირჩევნიათ. პირობას გაძლევთ, კვლავ გეუბნებით, 29 მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments