სოზარ სუბარი:”კოალიცია გამოიფიტა, სასაცილო გახდა”

სოაზრ სუბარიპარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოპოზიციის დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კოალიცია სასაცილო გახდა,  მეტიც, არანაირი კოალიცია არ არსებობს.

„რაც შეეხება აქციებს, პარლამენტში ეს ხალხი არ გამოდგა, არჩევნებს აგებენ, საგარეო ფრონტზე სრული წარუმატებლობა აქვთ და მხოლოდ აქციები დარჩათ. როგორც მელიამ თქვა, ამ აქციებზე თუ არ ივლიან და ირბენენ, იმდენად ცოტა არიან, რომ მათი დანახვა უკვე შეუიარაღებელი თვალით ჭირს. მგონი, მალე მიხვდებიან, რომ ამ აქციებით საკუთარი თავი სრულიად გამოიფიტეს, რადგან ხალხი ხედავს ამ პოლიტიკური ძალების უპერსპექტივობას და დესტრუქციულობას“, – განუცხადა სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს.

შეგახსენებთ,  ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ართმევს ისტორიულ არჩევანს, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე მდგომ სახელმწიფოს და რომელიც უნდა იყოს ინტეგრირებული ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროზე.

„რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო, მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას. მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად ამ შემთხვევაში უკვე პარტია „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და პარტია „დროამ“, რომ გაიმართოს პარასკევს 15:00 საათზე თბილისში სამ განსხვავებულ გეოგრაფიული ლოკაციიდან მსვლელობა. ვისთვისაც მართლაც არ არის უმნიშვნელო, ვიცხოვრებთ იმ სახელმწიფო, სადაც უბრალოდ აღარც მართლმსაჯულება იქნება, ნიშანწყალიც არ იქნება და აღარ მომკითხავი იქნება, რატომ გიჭერენ, რისთვის გიჭერენ… ყველა ამ ადამიანს ველოდებით პარასკევს 15:00 საათზე სამ განსხვავებულ ადგილზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments