ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

პოლიცია, სპეცრაზმიყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა.  იქამდე, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი განსაკუთრებულ რეჟიმს ცალკეულ ოლქებსა და ქალაქებში აწესებდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტის მიწოდება აღდგა. ალმათის აეროპორტი კი დემონსტრანტებმა დაიკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური ყაზახურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, აეროპორტიდან განხორციელდა მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია.

ქალაქ თალდიყორღანიში კი, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს.

ყაზახეთის ქალაქ ალმათის კომენდანტის, ქანათ თაიმერდენოვის განცხადებით, საპროტესტო აქციების ფონზე ქალაქში ძარცვისა და მოროდიორობის ფაქტები დაფიქსირდა. მისი თქმით, 5 იანვრის ღამეს შეინიშნებოდა ექსტრემისტული დაჯგუფებების გააქტიურება, რომელთა არაკანონიერი ქმედებების შედეგად დამწვარია 120-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 33 პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები.

კომენდანტის განცხადებით, ქალაქ ალმათში დაშავებულია 500-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 130 ქალი. ამასთან, თაიმერდენოვის თქმით, დაზიანებულია 120-მდე მაღაზია, 180-ზე მეტი კვების ობიექტი და 100-მდე ოფისი.  ქალაქის კომენდანტმა მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ზომები და არ აჰყვნენ პანიკას, პროვოკაციას.

მასობრივი საპროტესტო აქციები ყაზახეთში მეოთხე დღეა, მიმდინარეობს, რომელიც გათხევადებული აირის გაძვირების გამო დაიწყო.

image_pdfimage_print

Comments

comments