ქმარმა გაყრისას მაკარონით სავსე ტაფაც წაიყოლა – სიძუნწის მაგალითები რომლებიც გაგაოგნებთ

Школьное чтиво: Пушкин А. "Скупой рыцарь"ძუნწი კაცის ცხოვრება ძაღლის ცხოვრებაზე უარესიაო, ხომ გაგიგიათ. გვერწმუნეთ,  ბალზაკის გობსეკი დღევანდელ დღესაც არსებობს და მასთან ცხოვრება  სასიხარულო  ნამდვილად არაა.  გთავაზობთ უპრეცენდენტო სიძუნწის მაგალითებს, რომლებიც  ინტერნეტ მომხმარებლებმა გაგვიზიარეს.

ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ყოფილ ქმარს და გაოგნებული დავრჩი – მთხოვა, ალიმენტზე უარი მეთქვა. არგუმენტი არ გაინტერესებთ? „ მე ხომ საკუთარი ხარჯით გაჭმევდი, სანამ სადეკრეტო შვებულებაში იყავი?“ რა კარგია, რომ გავეყარე.    ©  Ideer

დედას ჰაყვდა ერთი თაყვანისმცემელი, რომელიც 40 წლის ასაკში მშობლებთან ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და სადოქტორო ხარისხიც. 18 წლის რომ გავხდი, მან წიგნი მაჩუქა. წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკაში უნდა დამებრუნებინა!  © 2Guard / Reddit

ერთი კორპორატიული საღამო მახსოვს, კარგი დრო გავატარეთ. დილით ვიდეოჩანაწერს ვუყურებთ და რას ვხედავთ: ყველა ცეკვავს, ერთ–ერთმა თანამშრომელმა  ქალმა კი ცეკვა–ცეკვით სუფრიდან საჭმელი ჩანთაში ჩაილაგა და სახლში წავიდა.   ©  Facebook

Бреды класса люкс в SECOND HAND | Де-Факто | Яндекс Дзен

ბებიამ ერთხელ მეორადებში ქვედა საცვლები გვიყიდა ( დიახ, ნახმარი) და შობაზე გვაჩუქა. ყველაზე ცუდი ამ ამბავში იცით რა არის? ბებიას ფული თავზე საყრელი აქვს. მახსოვს, მაშინ მამა ძალიან გაბრაზდა.    © mo799 / Reddit

გამოვაქვეყნე განცხადება, რომ ნებისმიერ მსურველს უფასოდ გავატანდი ბავშვის საწოლს. ჩემი 2 გოგონა უკვე გაიზარდა, აღარ მჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეტყობოდა, რომ ნახმარი იყო, ამიტომ უფასოდ ვატანდი. მოვიდა მამაკაცი, უკმაყოფილოდ ახედა–დახედა, გაცრეცილი გვერდები აქვსო, ახალი არ არისო. ახალს უფასოდ არ გაგატანდით და თუ არ მოგწონთ, ნუ წაიღებთთქო. მამაკაცმა უზრდელი მიწოდა და საწოლი წაიღო. ©   Facebook

ვიყიდეთ დიდი თევზი, თავს არ ვიყენებთ და ქუჩის  კატებისთვის გავიტანე. გზად მეზობელი შემხვდა, რ ო მელ მაც მით ხრა, რომ არ გადამეგდო, თ ავად  წვნიანს. თან მთხოვა თევზის თავები არ გადამეყარა და მისთვის მიმეცა ხოლმე. შემდგომში თევზის 2 დიდი თავი მივუტანე, მეზობელმა კი ზიზღით შემხედა და მითხრა: „ნამუსი იქონიე, ხომ შეიძლება მთლიანი თევზით გაგვიმასპინძლდე და არა მხოლოდ თავები ზიდო“. გავოცდი. მორჩა კინო. ამიერიდან კატებთან ჩამაქვს თავები, მადლიერები მაინც არიან.  ©  Facebook

money| Depositphotos

ერთი ძალზე წუწკი ნათესავი მყავს, ფულს დოლარებზე ცვლის და წინდაში ინახავს – პირდაპირი გაგებით. როდესაც მის გოგონას ბრმა ნაწლავზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირიდა, ჩემს მშობლებს სთხოვა ფული, მას თურმე „ლამაზი ოდენობის თანხა“ შეუგროვდა და დაშლა არ სურდა. მისი მეუღლე ძონძებით დადის, უკბილო, რამეს თუ იყიდის, ქმრისგან ფარულად. ერთ მშვენიერ დღეს ქმარს მაინც მოუწია გარკვეული თანხის დაშლა და მამაჩემს სთხოვა ბანკში გაყოლა, ეშინოდა რომ ბანკში გააცურებდნენ. მივიდნენ სალაროსთან, ამოიღო ამ კრიჟანგმა წინდიდან დოლარები და რას ხედავს მამაჩემი – კუპიურები ობით და რაღაც სოკოვანი კულტურითაა დაფარაული. ძლივს დაითანხმეს მოლარე ფულის მიღებაზე. „ხანდახან გაანიავეთ ბანკნოტები“,  – დასძინა უკმაყოფილო მოლარე გოგონამ.  © Reddit

დაქალმა სტუმრად მიმიწვია.  ხელცარიელი ხომ არ წავიდოდი, ხილი ვიყიდე. მირეკავს და მთხოვს  მაღაზიიდან გამოვიყოლო თითო–ორი სალათი, შემწვარი ქათამი, ტორტი, ყველი და კიდევ რამე. ვუპასუხე, რომ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და სახლში დავბრუნდი.   © Facebook

მყავდა ერთი მეზობელი. ითხოვა  დიდი სქელი ტაფა, მთელი ოჯახისთვის კარტოფილი უნდა შევწვაო. ვათხოვე. რამოდენიმე დღეში ტაფის წასაღებად მივაკითხე, მეზობელი კი მეუბნება: ,,ეს ტაფა მე მომეცი, დიდი ოჯახი მყავს, თქვენ კი სულ ოთხნი ხართ. რაში უნდა გამოიყენო?!“  © Nati Nati / Facebook

One-pan, no-chop pasta - Recipes - delicious.com.au

ბებიის მეორე ქმარმა გაყრისას ტაფაც წაიყოლა, თან მაკარონით სავსე. იმიტომ, რამ მან იყიდა! ბებია არასდროს ნანობდა, რომ დაშორდა ამ ადამიანს. ©  Facebook

რამოდენიმე თვის წინ ვიყიდე მანქანა. ერთი თანამშრომელი დავიმგზავრე, მეზობლად ცოვრობს, თან ერთ განყოფილებაში ვმუშაობთ, ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს…მაგრამ… ზოგადად სადილს სახლიდან ვატარებ. ერთ დღეს იმდენი საქმე მქონდა დილიდან, რომ სადილის წამოღება დამავიწყდა. სამსახურშიც უამრავი საბუთი დამხვდა გასაფორმებელი და ასე დავრჩი მშიერი. დღის ბოლოს ჩემი თანამგზავრი მოვიდა და ღვეზელები შემომთავაზა:“ აიღე, ამდენს მაინც ვერ შევჭამ“.  ჩემს მადლიერებას საზღვარი არ ჰქონდა, გემრიელად წავიხემსე. წასვლისას თანამშრომელი მითხრა, რომ ღვეზელის ფული მმართებდა.   ©  pikabu

უზომოდ ძუნწი უფროსი მყავს. ააშენა კოტეჯი, დიდხანს ანგარიშობდა, საჭიროა თუ არა მეხამრიდი. გადაწყვიტა, რომ საჭირო არაა, რადგან ძალიან ძვირია. პირველივე ავდრიან  ღამეს სახლში მთლიანად გადაეწვა ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. pikabu

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments