ამერიკული კომპანია Clearview AI ინოვაციური პროექტის განხორციელებისთვის ინვესტორებს ეძებს – საუბარია მსოფლიოში უმსხვილესი მონაცემთა ბაზის შექმნაზე, სადაც 100 მლრდ ადამიანის ფოტოსურათი იქნება დაცაული. აღნიშნული სისტემა დედამიწაზე პრაქტიკულად ნებისმიერი ადამაიანის სახის იდენტიფიცირებას შეძლებს, – აცხადებენ ამბიციური პროექტის ავტორები.
როგორც The Washington Post –ი იუწყება, სურათების შეგროვება ციფრული ღია წაყაროებიდან იგეგმება. ბოლო მონაცემებით, დღესდღეობით მსოფლიოში 7,9 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს.
Clearview AI–მა ინვესტორთა მოსაზიდად პრეზენტაცია გამართა და აღნიშნა, რომ 10 მილიარდამდე ფოტოსურათს უკვე ფლობს, ხოლო ყოველთვიურად ბაზას 1,5 მილიარდი ფოტოსურათი დაემატება. კომპანია ინვესტორებისგან $50 მილიონის დაბანდებას მოელის. ცნობილია, რომ Facebook, Google, Twitter და YouTube –მა უკვე მოითხოვეს Clearview AI–სგან ფოტომასალის შეგროვების შეწყვეტა, რაზეც კომპანიაში უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ეს უფლება დაცულია აშშ–ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით. მეტიც, კომპანია ბიზნეს–მოდელის გაფათოვებას გეგმავს, რისთვისაცა ახალ ტექნოლოგიებს სწავლსბს: პიროვნების იდენტიფიცირება სიარულის მანერის მიხედვით, ფოტოსურათით ადგილმდებარეობის დადგენა, თითის ანაბეჭდის დისტანციური სკანირება და სხვა.
Clearview AI–ში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, დართავენ თუ არა სისტემით სარგებლობის ნებას არასამთავრობო ორგანზაციებს და კერძო კომპანიებს. დღეისთვის სერვისით სარგებლობენ მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურები. ასე, 2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეთა იდენტიფიცირება Clearview AI–ს სერვისით განხორციელდა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიები საშიშ დამნაშავეების დაჭერას შეუწყობს ხელს და ზოგადად წაადგება საზოგადოებას.
პოზიტიური განწყობის მიუხედავად Clearview AI–ს წინააღმდეგ კერძო კომპანიების სახელით სასამართლოში მარავალი საჩივარია შეტანილი. თუმცა გაჩნდა ინფორმაცია, რომ Airbnb, Lyft და Uber ახალი სერვისით დაინტერესდნენ, რადგან მრავალი დანაშაული მათი პლატფორმების გამოყენებით ხდება.