მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ზოგჯერ ისეთ მოულოდნელ და ორიგინალურ იდეას გადააწყდები ადამიანი, გაკვირვების გარდა გულში რომ უნებლიედ გაიფიქრებ, ეს რა კარგად მოუფიქრებაიათო. ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა ამ ქვეყნებში ნორმად არის ქცეული და ურიგო არ იქნრბოდა ზოგი რამ საქართველოშიც დაენერგათ.
შოტლანდიის ქ. ედინბურგში ზოგიერთი შუქნიშანი მაღაზიისკენ არის მოტრიალებული, რათა მყიდველმა მოსახერხებელ დროს შეძლოს გამოსვლა და გზის გადაკვეთა
ავსტრიის ავტოგასამართ სადგურებზე თვითმომსახურების სამრეცხაოებია განთავსებული
დანიის სამეფოში ამინდი ხშირად იცვლება, ამიტომ ქოლგის გაქირავების სერვისი მეტად აქტუალურია
პრაქტიკული ფინები ზამთრის პირობებში გზას მარილს კი არა, მარმარილოს ნაფხვენს აყრიან. გაზაფხულზე მას ახვეტავენ ხოლმე, რათა მომავალ წელს ხელახლა გამოიყენონ
იაპონიის სუპერმარკეტებში პატარა, მაგრამ მოსახერხებელ ურიკებს იყენებენ
სინგაპურის პარკებში განთავსებულია სპეციალური საქანელები, რათა ეტლით მოსარგებლე ადამიანებმაც შეძლონ ქანაობა
ნიდერლანდების ქალაქებში ელექტროავტობუსები პირდაპირ გაჩერებებზე იტუმბებიან
გერმანიაში სასურსათო ურიკები სპეციალურ სარეცხ მოწყობილობაში ირეცხებიან
ნორვეგიაში ასე იცავენ დაზიანებისგან სამშენებლო ობიექტთან მდგომ ხეებს
თურქეთის მსხვილ ქალაქებში გზის გადასასვლელ ხიდებთან ესკალატორი ან ლიფტია დამონტაჟებული
თქვენ რომელი იდეა მოგეწონათ?