ვის შეეხება საგადასახადო შეღავათი ტურიზმის სექტორში

რუსთაველი ვეფხისტყაოსანისაქართველოს მთავრობამ შეისწავლა ტურიზმის დარგში არსებული ვითარება და, პროფილურ ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადი საგადასახადო შეღავათის შემოღების შესახებ. ეს სიახლე მხოლოდ 2021 წლის ქონების გადასახადს შეეხება და მოიცავს დარგს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის შედეგად.

„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, პრობლემები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, „კოვიდის“ გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში, და ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. დეტალებზე კონკრეტულად მოგახსენებენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ამ სექტორისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება:

• სასტუმროებისა და სხვა განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

• რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

• სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

• ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.

საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments