მთიანი რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 20 მლნ ლარი გამოიყო

ვალუტა ლარიდღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა. 

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა,  402 მლნ ლარი მოხმარდა მხოლოდ დახმარებებს, რომელიც ითვალისწინებს დანამატებს, როგორც საპენსიო, ასევე შემწეობებზე, დანამატებს ექიმების და ექთნების, მასწავლებლების ხელფასებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებზე და სხვა მრავალი მიმართულებით.

„დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა  მთიანი დასახლებების საბჭოს სხდომა, რომელზეც მოვისმინეთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იქნა 2022 წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც 20 მლნ ლარი არის გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის.

წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ექვსი წლის განმავლობაში 1,16 მლრდ ლარის ინვესტირება მოხდა, როგორც პროექტებში, ასევე შესაბამის დახმარებებსა და სუბსიდიებში. 402 მლნ ლარი მოხმარდა მხოლოდ დახმარებებს, რომელიც ითვალისწინებს დანამატებს, როგორც საპენსიო, ასევე შემწეობებზე, დანამატებს ექიმების და ექთნების, მასწავლებლების ხელფასებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებზე და სხვა მრავალი მიმართულებით, ასევე მოხმარებული ენერგიის თანადაფინანსება 50%-ის ოდენობით. წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად, მიმდინარე 3 წლის განმავლობაში 968 მლნ ლარის ინვესტირება არის დაგეგმილი, რაც 29%-ით აღემატება ანალოგიურ წინა მაჩვენებელს, თუმცა ამავდროულად გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ინვესტიცია გადაჭარბებით იქნება შესრულებული კონკრეტული სამოქმედო პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments